Jump to content
×
×
  • Create New...

COVID-19


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) საეჭვო თუ დადასტურებული შემთხვევათა მართვის პროტოკოლები ლამის ყოველდღიურად ახლდება. პარადოქსულია, თუმცა მისი შეჩერების ყველაზე ეფექტურ მექანიზმად პირბადის ტარება, 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა და ხელების მინიმუმ 20 წამის მანძილზე თხევადი ან მყარი საპნით გამდინარე წყლით დაბანაა. ეფექტურია სანიტაიზერების გამოყენებაც.ეფექტური ანტივირუსული  მედიკამენტი ჯერ კიდევ არაა შექმნილი , ამიტომ მკურნალობა სიმპტომურია და მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვა - ბევრად უფრო ეფექტურიც. ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ადამიანი მზად უნდა იყოს სახლის პირობებში გაუმკლავდეს ამ ვირუსულ ინფექციას, რადგან საწოლფონდი ვერ გასწვდება ყველა ინფიცირებულს.

ამ პროცესის გასამარტივებლად, მაქსიმალურად ვეცადოთ გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია.

 

საჭირო წყაროები


https://www.ncdc.ge

 

https://www.moh.gov.ge/
 

https://stopcov.ge/
 

 

Edited by Moor
Share on other sites

  • ფორუმელი

გუშინ პაციენტმა იზოლაციის ცხრა დღე რომ აქვს წინ ბედნიერად განმიცხადა ქორწილში ვარო.

ამიტომ არაფერი გვეშველება დავასკვენი საბოლოოდ

Share on other sites

  • ფორუმელი
27 minutes წინ, Windmühle said:

გუშინ პაციენტმა იზოლაციის ცხრა დღე რომ აქვს წინ ბედნიერად განმიცხადა ქორწილში ვარო.

ამიტომ არაფერი გვეშველება დავასკვენი საბოლოოდ

:laugh-22-450473:

ნუ იცით ხოლმე ამ მედიკებმა ზედმეტების მოთხოვნები 

 

 

Share on other sites

16 საათის წინ, Windmühle said:

გუშინ პაციენტმა იზოლაციის ცხრა დღე რომ აქვს წინ ბედნიერად განმიცხადა ქორწილში ვარო.

ამიტომ არაფერი გვეშველება დავასკვენი საბოლოოდ

 ხვალ სტუმარი მომდის და შევთანხმდით, რომ ერთმანეთს არ გადავკოცნით და ორი მეტრი დისტანციაზე ვიქნებით.)))) რა გამოვა არ ვიცი.)) თუ აქ ვეღარ დავპოსტე ე.ი. წერილი წავიღე.:surgical-17-450408:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
22 საათის წინ, mulan said:

:laugh-22-450473:

ნუ იცით ხოლმე ამ მედიკებმა ზედმეტების მოთხოვნები 

პაციენტებმაც ნუ იცით ამ ექიმებისგან ზედმეტების მოთხოვნა, დღეს განმიცხადა ერთერთმა მოკრძალებულად ვსუნთქავ და როგორ მოვიქცეო.

 

6 საათის წინ, iaiameri said:

 ხვალ სტუმარი მომდის და შევთანხმდით, რომ ერთმანეთს არ გადავკოცნით და ორი მეტრი დისტანციაზე ვიქნებით.)))) რა გამოვა არ ვიცი.)) თუ აქ ვეღარ დავპოსტე ე.ი. წერილი წავიღე.:surgical-17-450408:

დამშვიდდი, მინიმუმ 3 დღე მაინც გაქვს, სანამ სიმპტომები დაიწყებს გამოვლენას .:დდ

ხუმრობით ეს ცხადია, ყველაფერი კარგად იქნება, მოვერიდოთ ზედმეტ მტლაშა-მტლუშებს და ეგაა <3

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Windmühle said: მოვერიდოთ ზედმეტ მტლაშა-მტლუშებს და ეგაა <3

ისე ეგ პლუსი აქვს კოვიდს,
არასდროს მიყვარდა ხალხის გადაკოცნა, რომ იწეოდნენ გადასაკოცნად, დისტანციას ვიჭერდი, სახეს ისე ვატრიალებდი ხან თმაზე კოცნა გამოსდიოდათ და ხან ლოყის ბოლოზე.
ახლა კი თითქმის არავინ იწევა :jump: 

ისე რა ცუდი ჩვევაა ეს ნაცნობების მტლაშა-მტლუში, სკოლაში ერთი პერიოდი, მოდაში შემოვიდასავით, ლამის ყოველდღე მოდიოდნენ კლასელები გადასაკოცნად :ბრრრ: მე კიდევ ვუხსნიდი რომ არ არის რეკომენდირებული, ვირუსები გადადის და ა.შ. მაგრამ ვინ გისმენდა.

Share on other sites

  • ფორუმელი

სიცხე მაქვს და ტინიტუსი დამიბრუნდა :help: წავიკითხე რომ კორონა აუარესებსო, მარა ალბათ სხვა რაღაცეებიც აუარესებს :spy:

Share on other sites

  • ფორუმელი
On 11/20/2020 at 3:22 PM, ბუდა said:

სიცხე მაქვს და ტინიტუსი დამიბრუნდა :help: წავიკითხე რომ კორონა აუარესებსო, მარა ალბათ სხვა რაღაცეებიც აუარესებს :spy:

დაგიდასტურა კოვიდი თუ პროსტა ტხიპინებ? :booda:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share