Jump to content
×
×
  • Create New...

საჭირო ვეტერინარული ინფორმაცია


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

რა არის კასტრაცია-სტერილიზაცია?

კასტრაცია-სტერილიზაცია მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის, მსოფლიოში აპრობირებული, ერთადერთი ჰუმანური და ეფექტური მეთოდია, რომელიც ქირურგიული ოპერაციის შედეგად, ცხოველის რეპროდუქციული უნარის შეწყვეტას გულისხმობს.

კასტრაცია - ხვადი ცხოველისათვის რეპროდუქციული უნარის შეწყვეტა.

სტერილიზაცია - ძუ ცხოველისათვის რეპროდუქციული უნარის შეწყვეტა.

 

იხილეთ:  კასტრაცია და სტერილიზაცია

 

რატომ უნდა გავასტერილოთ ცხოველი?

კასტრაცია-სტერილიზაციის შემდეგ:

  • პოზიტიურად იცვლება ცხოველის ქცევა - მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი;
  • მნიშვნელოვნად მცირდება სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკი;
  • დაახლოებით 3-5 წლით იზრდება ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა;
  • ხვადი აღარ დატოვებს სახლს ძუ ძაღლთან შეჯვარების მიზნით, რაც ამცირებს ცხოველის დაკარგვის საშიშროებას;
  • დაგიზოგავთ თანხას - ბევრად უფრო ეფექტიანია ცხოველის სტერილიზაცია, ვიდრე არასასურველი მაკეობის თავიდან არიდება;
  • შემცირდება ქუჩის ცხოველების რაოდენობა.

 

რა ღირს ცხოველის კასტრაცია/სტერილიზაცია?

მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უფასოდ ახორციელებს. ხოლო პატრონიანი ცხოველის შემთხვევაში, მომსახურების საფასურია:

კასტრაცია - 60 ლარი

სტერილიზაცია - 80 ლარი

 

რას გულისხმობს ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია?

რეგისტრაცია

იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ პატრონად ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველ წელს, განმეორებით მოახდინოთ მისი საკონტროლო რეგისტრაცია.

თქვენს მიერ აყვანილი ცხოველის რეგისტრაციისათვის არაუმეტეს ერთი თვის ვადაში უნდა მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.

პატრონიანის სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელიც მესაკუთრის განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.

ცხოველის რეგისტრაცია უფასოა და ამის შემდეგ გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ცხოველის რეგისტრაციისას სავალდებულოა ცხოველის იდენტიფიკაცია. (იხილეთ ველი - იდენტიფიკაცია)

 

იხილეთ: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია

 

როგორ უნდა დავარეგისტრირო ცხოველი?

ცხოველის რეგისტრაციისათვის საჭიროა, მეპატრონემ, ცხოველთან ერთად, მიმართოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცენტრალურ ოფისში ან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ სხვა რეგისტრაციის განმახორციელებელ დაწესებულებას.

  • რეგისტრაციისას თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

! გარდა პირველადი რეგისტრაციისა, ასევე სავალდებულოა, რომ ყოველწლიურად განახორციელოთ თქვენს საკუთრებაში არსებული ცხოველის საკონტროლო რეგისტრაცია (ბოლო საკონტროლო რეგისტრაციის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში).

 

რატომ უნდა დავარეგისტრიროთ ცხოველი?

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7-28 დადგენილების მიხედვით, ცხოველის პატრონი ვალდებულია, მოახდინოს თავის მფლობელობაში მყოფი ცხოველის რეგისტრაცია.

ამდენად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

ამასთან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს.

ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას.

 

იდენტიფიკაცია

ცხოველის პატრონი ვალდებულია არაიდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაციისას, ასევე მოახდინოს ცხოველის იდენტიფიკაცია, შემდეგი საშუალებებით:

ა. ჩიპირებით (კანქვეშ მიკროჩიპის ინპლანტაცია)

ბ. ტატუირებით

გ. ყურზე საჭდის (ბირკის) მიმაგრებითა და ყელსაბამით.

სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში არსებული ცხოველების იდენტიფიკაციის საფასური:

  • ჩიპირება

 თავშესაფარში ან სააგენტოში - 19 ლარი

 მისამართზე - 32 ლარი

  • ტატუირება

 თავშესაფარში - 1 ლარი 

  • ყურზე საჭდის მიმაგრება

 თავშესაფარში - 3 ლარი

 

როგორ დავარეგისტრირო ცხოველი, რომლის იდენტიფიკაციაც მოხდა საზღვარგარეთ?

საზღვარგარეთ იდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაციისათვის, თქვენს ცხოველთან ერთად, უნდა მიმართოთ სააგენტოს ან სხვა რეგისტრაციის განმახორციელებელ ორგანოს, სადაც შემოწმდება არის თუ არა თქვენი ცხოველი იდენტიფიცირებული (ჩიპირებული) და ამის შემდეგ გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა.

იდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაცია არის უფასო.

 

როგორ უნდა მოვიქცე ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში?

ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424 და წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია (ცხოველის, მისი დაკარგვის დროის, ადგილისა და გარემოებების შესახებ).

იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე ძაღლის დაკარგვის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინებს სააგენტოს და შეტყობინების დატოვებამდე, ცხოველი მოხვდება ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, პატრონს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირის შემთხვევაში - შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. 

სავარაუდოდ დაკარგული ცხოველის მუნიციპალურ თავშესაფარში მოხვედრის შემთხვევაში, ცხოველის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე და გაზიარდება ფეისბუქ გვერდზე.

! ამდენად, ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, გთხოვთ, შეამოწმოთ სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და დარეკოთ თავშესაფარში - ნომერზე 032 2 421 171.

 

რა ხდება მაშინ, თუ დავკარგე ცხოველი და ამის შესახებ არ განვაცხადე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში?

თუ დაკარგული ცხოველის შესახებ დაუყოვნებლივ (ცხოველის თავშესაფარში შესვლამდე) არ განაცხადებთ სააგენტოში (ცხელი ხაზი: 032 2 421 424), დაგეკისრებათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა:

  • ცხოველის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანის ხარჯი - 50 ლარი
  • თავშესაფარში ყოველდღიური მოვლა-პატრონობის ხარჯი - 5 ლარი
  • ცხოველის უმეთვალყურეოდ დატოვების გამო ადმინისტრაციული ჯარიმა (მაქსიმალური 8 ლარის ოდენობით).

 

რა პროცედურებს ახორციელებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, სავარაუდოდ, დაკარგული ცხოველის თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ, ცხოველის პატრონის მოძიების მიზნით?

მუნიციპალურ თავშესაფარში, სავარაუდოდ, დაკარგული ცხოველის გადაყვანის შემდეგ, პატრონის მოძიების მიზნით, აღნიშნული ინფორმაცია იდება სააგენტოს ელექტრონულ გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე.

10 კალენდარული დღის შემდეგ, თუ ცხოველს პატრონმა არ მოაკითხა, სააგენტო ზრუნავს მის გაჩუქებაზე და ამჯერად, შესაბამისი ინფორმაცია ელექტრონულ გვერდზე გასაჩუქებელი ცხოველების ველში გამოქვეყნდება. ამდენად, 10 დღის შემდეგ, ცხოველს უტარდება კასტრაცია/სტერილიზაცია და მისი აყვანის მსურველის გამოჩენის შემთხვევაში, გაჩუქდება. სხვა შემთხვევაში, სააგენტოს მისი ბუნებრივ არეალში გაშვება მოუწევს.

 

რა არის და როგორ ხდება ცხოველის მიკედლება?

მიკედლებული ცხოველის სტატუსი ენიჭება ამავე სტატუსით რეგისტრირებულ, ურბანულ გარემოში თავისუფლად ბინადარ ცხოველს, რომლის მეთვალყურეობას ცხოველის მიმკედლებელი ახორციელებს.

მიკედლებული ცხოველის რეგისტრაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის (შემდგომში მიმკედლებლის) მიმართვის საფუძველზე ახორციელებს.

ცხოველის მიმკედლებელი არის ურბანულ გარემოში თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აღებული აქვს ვალდებულება ცხოველის ვეტერინარული მომსახურების განხორციელებასა და კვება-დაწყურების უზრუნველყოფაზე, ასევე, მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით დაინტერესებული პირისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემაზე;

! გარდა პირველადი რეგისტრაციისა, სავალდებულოა, მიკედლებული ცხოველის ყოველწლიური (12 თვეში ერთხელ) საკონტროლო რეგისტრაცია.

 

  

როგორ უნდა ავიყვანო (ვიჩუქო) ცხოველი თავშესაფრიდან?

მუნიციპალურ თავშესაფარში მყოფი გასაჩუქებელი ცხოველების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა პერმანენტულად ქვეყნდება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე, გასაჩუქებელი ცხოველების ველში. იხილეთ ბმული: გასაჩუქებელი ცხოველები  

ამდენად, ცხოველი შეგიძლიათ შეარჩიოთ დისტანციურად, შემდეგ დაუკავშირდეთ მუნიციპალურ თავშესაფარს - ნომერზე 032 2 421 171, აცნობოთ აღნიშნული ფაქტის შესახებ და ცხოველის წაყვანის დროზე შეუთანხმდეთ ან მიაკითხოთ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს და ადგილზე შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ცხოველი.

მუნიციპალური თავშესაფრის მისამართია: თვალჭრელიძის 17ა.

 

რა მიზეზით შეიძლება გადაიყვანოთ ცხოველი თავშესაფარში?

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მუნიციპალურ თავშესაფარში უნდა გადაიყვანოს:

  • ადამიანისა ან ცხოველების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის მატარებელი, აგრესიის აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები;
  • ადამიანის ან ცხოველების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის მატარებელი, საშიში დაავადებების აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები;
  • უმეთვალყურეო ცხოველები, რომლებმაც მოახდინეს ადამიანის ან ცხოველის დაკბენა/დაკაწვრა/დადორბლა;
  • სავარაუდოდ დაკარგული ან უპატრონოდ/მეთვალყურეობის გარეშე მიტოვებული ცხოველები, რომელთა ჯიშის გარეგანი მახასიათებლები ან/და იდენტიფიკაციის ვიზუალური ნიშნები ან/და ქცევითი თავისებურებები მიუთითებენ, რომ ცხოველს შესაძლებელია ჰყავდეს პატრონი;
  • სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში აღმოჩენილი ტრავმირებული და განსაცდელში მყოფი ცხოველები;
  • პოპულაციის მართვის პოლიტიკის ფარგლებში, ცხოველისათვის კასტრაცია/სტერილიზაციისა და ანტირაბიული ვაქცინაციის ჩატარების მიზნით.

 

 

ეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხდკა. მერე კიდე დავამატებ. 

  შეგიძლიათ აქ იკითხოთ 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   200 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 198 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(14)
    • Safari(1)
    • t-90