Guest Georgia Posted 18 იანვარი, 2021 Posted 18 იანვარი, 2021 [ევრობასკეტი 2022] გადაწყდა: თებერვლის ბაბლი თბილისში! თებერვალში საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი ელის. 4 დეკემბერს გაიმართა ევროპის მართველი საკალათბურთო ორგანიზაციის, ფიბა-ს ბორდის სხდომა, რომლის წევრიცაა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანი გიორგი ქართველიშვილი. იყო წინასწარი შეთანხმება, რომ თებერვლის „ბაბლისთვის“ საქართველოს უნდა ემასპინძლა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ 4 დეკემბრის სხდომაზე უნდა მიეღოთ. როგორც მოსალოდნელი იყო, ფიბა-ს ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მიიღეს და თებერვალში საქართველოს ნაკრები სერბეთთანაც და ფინეთთანაც შინ ითამაშებს. ახლა, უფრო კონკრეტულად „ბაბლის“ არსზე. კორონავირუსის პანდემიის გამო ფიბა-მ გადაწყვიტა ევრობასკეტის მონაწილე თითო ჯგუფის გუნდები ერთ ქვეყანაში შეკრიბოს და მკაცრი სამედიცინო კონტროლის პირობებში მეხუთე და მეექვსე ტურის მატჩები ერთ დარბაზში ათამაშოს. სწორედ ასე იყო ნოემბრის ფანჯარაში - საქართველო, სერბეთი და შვეიცარია ფინეთში ჩავიდნენ და ორდღიან შუალედში ორ-ორი მატჩი გამართეს. ჩვენმა გუნდმა ფინეთიც დაამარცხა შვეიცარიაც და ჯგუფს ოთხი მატჩიდან ოთხი მოგებით ლიდერობს. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Dude Posted 2 თებერვალი, 2021 Posted 2 თებერვალი, 2021 On 1/18/2021 at 7:31 PM, Georgia said: [ევრობასკეტი 2022] გადაწყდა: თებერვლის ბაბლი თბილისში! ზუსტად როდისაა და სად შევძლებთ ყურებას, არ ვიცით? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 14 თებერვალი, 2021 Posted 14 თებერვალი, 2021 ილიას ზუროსმა დაასახელა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა 19-21 თებერვალს თბილისში, კალათბურთში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი ტურის შეხვედრები გაიმართეება. E ჯგუფის ლიდერი საქართველოს ნაკრები, რომელსაც აქამდე ჩატარებული ოთხი თამაშიდან ოთხივე მოგებული აქვს, სერბეთს და ფინეთს უმასპინძლებს. თბილისშივე შედგება სერბეთი-შვეიცარიისა და ფინეთი-შვეიცარიის მატჩებიც. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა დაასახელა თექვსმეტკაციანი შემადგენლობა, რომელსაც მომავალი თამაშებისთვის მოამზადებს. ტრავმებისა და სხვა მიზეზთა გამო, ამჯერად ნაკრებს ვერ დაეხმარებიან თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, გიორგი ცინცაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ზუროსმა განაცხადში საქართველოს პირველობაზე მოთამაშე ცხრა კალათბურთელი შეიყვანა. შემადგენლობაშია ორი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელიც – გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თად მაკფადენი და დებიუტანტი კონერ მაიკლ ფრენკამპი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ორი დღის წინ მიიღო. საქართველოს, სერბეთის, ფინეთისა და შვეიცარიის ნაკრებები 15 თებერვლიდან, სასტუმრო „თბილისი მერიოტში”, იზოლაციაში იცხოვრებენ. დელეგაციების წევრებს პერიოდულად ჩაუტარდებათ კოვიდ-ტესტები. პარალელურად კი, ოთხივე ნაკრები სპორტის სასახლეში ივარჯიშებს. თამაშები იმავე სპორტის სასახლეში, მაყურებლების გარეშე გაიმართება. ქართველ კალათბურთელებს ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილის შესანარჩუნებლად, დარჩენილი ორი შეხვედრიდან ერთის მოგებაც ჰყოფნით. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში კი შესარჩევი ციკლის გარეშეც განაღდებული აქვთ, რადგან 2022 წელს, ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისი იქნება. საქართველოს ნაკრები მომავალი თამაშებისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადება: დუდა სანაძე („ბორაცი“, სერბეთი), თად მაკფადენი („ბურგოსი“, ესპანეთი), კონერ მაიკლ ფრანკამპი („მურსია“, ესპანეთი), ლუკა ზაქრაძე („თსუ“, საქართველო), გივი ბაქრაძე („ვერა“, საქართველო), მერაბ ბოქოლიშვილი („რუსთავი“, საქართველო), საბა ლობჯანიძე („თსუ“, საქართველო), ბექა ბურჯანაძე („გრან კანარია“, ესპანეთი), მიხეილ ბერიშვილი („ალ შამალი“, ყატარი), ალექსანდრე ფევაძე („ცხუმ-აფხაზეთი“, საქართველო), ბექა ბექაური („ბათუმი“, საქართველო), გიორგი კორსანტია („კაენი“, საფრანგეთი), ილია ლონდარიძე („ქუთაისი“, საქართველო), კახაბერ ჯინჭარაძე („ოლიმპი“, საქართველო), გიორგი შერმადინი („ტენერიფე“, ესპანეთი), გიორგი თვალაბეიშვილი („რუსთავი“, საქართველო) Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 20 თებერვალი, 2021 Posted 20 თებერვალი, 2021 (შესწორებული) [ევრობასკეტი 2022+PHOTOS] საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სერბეთთან დამარცხდა 21:11 2021.02.19 ავტორივახტანგ ტყეშელაშვილი საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევის მორიგი მატჩი გამართა სერბეთი წინააღმდეგ და ანგარიშით 66:92 დამარცხდა. პირველი ნახევარი მეტოქეს ტოლსწორად ვედექით (31:37), თუმცა მესამე მეოთხედის დასაწყისში ფრენკამპის ტრავმამ უდიდესი გავლენა მოახდინა თამაშის შემდგომ განვითარებაზე. მისი გასვლისთანავე მოედანზე წარმოიშვა გუნდის დალაგების, შეტევის ორგანიზების პრობლემა, რისი შედეგიც ანგარიშზე აისახა - მეორე ტაიმი 20 ქულის სხვაობით 35:55 დავთმეთ. პრობლემები გვქონდა ასევე დაცვაშიც, სერბებმა სამქულიანების შესანიშნავი 59% (!) დააფიქსირეს (22 მცდელობიდან 13 გამოიყენეს). რაც თავის მხრივ სწორედ იმის ბრალი იყო, რომ ხშირად სრულიად თავისუფლები რჩებოდნენ პერიმეტრზე სტუმართა ასეთი მაღალი დონის მსროლელები. ქართველთაგან გამოსარჩევია გიორგი შერმადინი, რომელმაც მოედანზე გატარებულ 33 წუთში 20 ქულისა და 8 მოხსნის დაგროვება მოასწრო. ასევე, 15 ქულით 5 მოხსნითა და 3 პასით დაგვეხმარა ჩვენი მსროლელი დუდა სანაძე. 10 ქულა და 3 მოხსნა ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს. მოწინააღმდეგე გუნდს ახალგაზრდა ფილიპ პეტრუსევმა 27 ქულითა და 6 მოხსნით ულიდერა. შეგახსენებთ, რომ შემდეგ მატჩს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 21 თებერვალს ფინეთის წინააღმდეგ 19 საათზე გამართავს. Edited 20 თებერვალი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა