Jump to content
×
×
  • Create New...

ვოლსკი: ნავალნი ​არ არის საქართველოსთვის პოზიტიური პიროვნება


Recommended Posts

  • ფორუმელი

giavolski.jpg

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გადაჭარბებული გულშემატკივრობა და “მისი ქება დიდება არ არის სწორი”, რადგან ამ პოლიტიკოსს “მძიმე პოზიცია” ჰქონდა საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებით.

„როგორც მახსოვს, ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოში შემოიჭრა. იგივე იყო უკრაინის, ყირიმის მიმართ”, – ამბობს ვოლსკი.

ნავალნის დაპატიმრებაზე საუბრისას გია ვოლსკიმ პარალელი გაავლო ვლადიმირ პუტინსა და მიხეილ სააკაშვილს შორის.

ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ პუტინი ოპოზიციონერებს დევნის და ეს სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტის “ხელწერაა”.

“ოპოზიციონერს ასე არ უნდა სდევდე, სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, რაც სააკაშვილის ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი. მაგრამ რეალობაში, ნავალნი ​არ არის ის პიროვნება, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა – პირიქით” .

2008 წლის აგვისტოში  ალექსეი ნავალნიმ კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრას დაუჭირა მხარი, რითაც  საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედება გაამართლა: „თანამედროვე პირობებში, ავტორიტეტი ეყრდნობა მხოლოდ ძალას და ამ ძალის გონივრულად გამოყენების უნარს იქ, სადაც ეს საჭიროა – დარწმუნებული ვარ, რომ ახლა სწორედ „საჭირო“ იყო,” – დაწერა ნავალნიმ.

images-8b8ae-1024x666.jpgგია ვოლსკი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვრის საღამოს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. იგი სამშობლოში მეუღლის, თანამოაზრეების და ათობით ჟურნალისტის თანხლებით გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც “ნოვიჩოკის” ტიპის ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ მკურნალობის კურსი გაიარა. მან მოწამვლაში რუსეთის ხელისუფლება პირდაპირ დაადანაშაულა.

_____________________________________________

● რატომ აშინებს პუტინს ნავალნი?

● რუსეთში ნავალნის პატიმრობა ელის

● რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თავის არშემდგარ მკვლელს ესაუბრა

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share