ფორუმელი Moor Posted 18 იანვარი, 2021 Posted 18 იანვარი, 2021 ”არ მეშინია” – ამის თქმა მოასწრო რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ აეროპორტში, რუსეთში დაბრუნებისთანავე, სანამ მას დააკავებდნენ. მისიმ მკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ნავალნი რუსეთის ხელისუფლებისთვის საშიში გახდა და პირდაპირ საფრთხეს პრეზიდენტ პუტინს უქმნის, მიიჩნევენ რუსი ანალიტიკოსები. ალექსეი ნავალნი 17 იანვრის საღამოს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. იგი სამშობლოში მეუღლის, თანამოაზრეების და ათობით ჟურნალისტის თანხლებით გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც “ნოვიჩოკის” ტიპის ქიმიური მომწამლველი ნივთიერებით მოწამლვის შემდეგ მკურნალობის კურსი გაიარა. მან მოწამლვაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა. ნავალნი პოლიციამ საპასპორტო კონტროლის ზონაში დააკავა. მასთან არ დაუშვეს მისი ადვოკატი, რომელიც ბერლინიდან მომავალ პოლიტიკოსს თან ახლდა. რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დაკავება მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ. 2021 წლის 17 იანვარი. REUTERS / Reuters TVროგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი ნავალნის მიერ პირობითი სასჯელის მოხდის პირობების დარღვევა იყო. სასჯელი ნავალნის მის წინააღმდეგ აღძრულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე (ე.წ. “ივ როშერის საქმე”) დაეკისრა. კერძოდ, იმის გამო, რომ გერმანიაში მკურნალობის პერიოდში იგი რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურში არ ცხადდებოდა. ნავალნის ადვოკატები პოლიტიკოსის დაპატიმრებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თავის არშემდგარ მკვლელს ესაუბრა ფოტორეპორტაჟი რუსული სოფლიდან, სადაც „ნოვიჩოკს“ აწარმოებდნენ რას უნდა ველოდეთ რუსეთის პრეზიდენტ ნავალნისგან? როგორ ემზადებოდა ხელისუფლება ნავალნის დასახვედრად ნავალნიმ სამშობლოში დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ 17 იანვრის საღამოს რეისის ბილეთები იყიდა. პოლიტიკოსის დასახვედრად ათასობით მისი მხარდამჭერი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში შეიკრიბა. ხელისუფლებამ პოლიციის მობილიზება მოახდინა, რომელიც ჯერ შეეცადა ხელი შეეშალა ხალხისთვის აეროპორტის შენობაში შესვლაში, შემდეგ კი ხალხის დაკავება დაიწყო – აეროპორტში 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. თუმცა, თვითმფრინავი ვნუკოვოში არ დამჯდარა – ბოლო მომენტში მან მარშრუტი შეიცვალა და მოსკოვის სხვა აეროპორტში – შერემეტიევოში დაეშვა. ალექსეი ნავალნი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ. 2021 წლის 17 იანვარი. REUTERS / პოლინა ივანოვა ”მე არ მიფიქრია დავბრუნებულიყავი თუ არა. ასეთი კითხვა არცერთი წამით არ გამჩენია … შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედი და ეს ჩემი საუკეთესო დღეა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, – განაცხადა ნავალნიმ შერემეტიევოს აეროპორტში, – არ მეშინია. ვიცი რომ მართალი ვარ. მე ვიცი, რომ სისხლის სამართლის საქმეები ჩემს წინააღმდეგ ყალბია. ” ნავალნის დაკავების შემდეგ, პოლიტიკოსის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ ჟურნალისტებს და მხარდამჭერებს მიმართა: ”მათ იმდენად ეშინიათ ალექსეის, რომ ამ საღამოს მოსკოვში თითქმის ყველა ფრენის პარალიზება მოახდინეს, ამდენი ხალხი გააწვალეს. ის კი მხოლოდ ადამიანია, რომელიც საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ალექსეიმ თქვა, რომ მას არ ეშინია და არც მე მეშინია და თქვენც მოგიწოდებთ, არ შეგეშინდეთ ”. საერთაშორისო რეაქცია და რეაქცია კრემლში მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი უქმე დღის საღამოს დააპატიმრეს, მოვლენამ, რომელსაც პირდაპირ ეთერში ბევრ ქვეყანაში ადევნებდნენ თვალს, საზღვარგარეთ მყისიერი რეაქცია გამოიწვია. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა ნავალნის დაკავებას “მიუღებელი” უწოდა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. იგივე მიმართვა გაავრცელა ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა დონალდ ტუსკმა. ნავალნის დაკავება დაგმეს ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხი, თუ ოპოზიციონერს არ გაათავისუფლებენ. ნავალნის მხარი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამაც დაუჭირა. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმარად ცნო. ამავე დროს, კრემლის პრესსპიერკმა დმიტრი პესკოვმა 17 იანვარს საღამოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არაფერი იცის ნავალნის დაკავების შესახებ”. “უკაცრავად, ის გერმანიაში დააკავეს? ” – იკითხა პესკოვმა. ნავალნი – საფრთხე პირადად პუტინისთვის რატომ მოქმედებს რუსეთის ხელისუფლება ასე რადიკალურად ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ? რა საფრთხეს უქმნის ის ვლადიმერ პუტინის ძალაუფლებას? ცნობილი რუსი ჟურნალისტი და რადიო “ეხო მოსკოვ”-ს მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ნავალნი “ნოვიჩოკით” მოწამლეს, მისი სტატუსი პუტინის თვალში რადიკალურად შეიცვალა – იგი მისთვის პირადი მტერი და მთავარი საფრთხე გახდა. ”თუ აგვისტომდე ის იყო შიდაპოლიტიკური ფიგურა, გამომძიებელი, ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელი, უცხოელი აგენტი და ა. შ., ახლა ის პუტინის პირადი მოწინააღმდეგეა … … ახლა ის საერთაშორისო დონეზეა ცნობილი და რუსეთის ოპოზიციის ოფიციალური ლიდერია … …მსოფლიოს პოლიტიკური ელიტისთვის ის ახლა არის ფიგურა, რომელსაც თვალყურს ადევნებენ და რომელიც პუტინის ერთ–ერთი ალტერნატივაა, ”- თქვა ვენედიქტოვმა. წყარო: JAMnews Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა