Jump to content
×
×
  • Create New...

90იანი წლების თემა


Grinch
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

მაგ წლების დედას შევეცი .

მთელი ბავშვობა გადარჩენისთვის ვიბრძოდი

ან კი ერქვა მაგას ბავშვობა

ვინ იცის

 

Share on other sites

  • ფორუმელი
On 1/24/2021 at 4:29 AM, ნაკო said:

ეგ მართლა ყველაზე ტკბილი გემოა ჩემთვის :დ

რთული პერიოდი იყო, მაგრამ სააზროვნოს და შემოქმედითობას გვაძლევდა ზემო აღნიშნული დროება, არ იყო მზა ფორმები გართობის საშუალებებისა, მრავალი სახის თამაშს ვასრულებდით, როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი დატვირთვით. გაცილებით ღია და ხელგაშლილნი ვიყავით ბავშვები ერთმანეთისადმი. თუ სათამაშოს და წიგნების ფუფუნება არ იყო, ერთმანეთს ვუზიარებდით. თუ ყველას გვშიოდა ერთ დიდ პურს ვიყიდდით და ვინაწილებდით (იმაზეც თანხა გვაკლდებოდა 5 თეთრი და სპექტაკლებს ვდგამდით, რომ კეთილ ძიას ფასდაკლებით მოეცა :დ), მე პირადად ამ პერიოდში ძალიან მინიმალური დოზით მხვდებოდა ბულინგის შემთხვევები. დღეს ყველაფერი პირიქითაა, ცდილობენ მშობლები, მაქსიმალურად უზრუნველოყონ შვილები მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ვითარებისა, თითქოს ყველაფერი აქვთ და მაინც ნაწილობრივ იყენებენ რესურსს, პირველ რიგში მენტალურად თავისუფალნი არიან, რადგან ნაკლებად შეზღუდულ გარემოში იზრდებიან, თუმცა ძალიან ნიჭიერი თაობაა, არ აქვს მნიშვნელობა რომ ინფორმაციის წვდომის თავისუფლება აქვთ ამ ეპოქაში, მარტივად ითვისებენ და იაზრებენ და სასიხარულო იქნება თუ ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყებებენ მომავალში. 

 

მდაჰ, რამდენი ვწერე. კვირა დღეა, ძილს ვაპირებდი, როგორც მახსოვს. აბა ძილი.. საერთოდაც მშია:death:

ამას მართლამოენატრა :poke:

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

  • ფორუმელი

90-იანებში პატარა ვიყავი და ბავშვური გართობების წყალობით კარგად მახსენდება. ბევრს ვთამაშობდი და ვხალისობდი. განსაკუთრებით ბურთი მიყვარდა. რა თამაში აღარ ვიცოდი. ერთი კაცის სათამაშოც კი ვიცოდი ბურთით. წრეშიბურთზე ხომ ვაფრენდი. ოღონდ როცა მე ვიყავი შუაში და დავხტოდი კალიასავით. 

ბადმინტონი. <3

დაჭერობანა.... ხეებზე ძრომიალი. სახურავზე აძვრომა და იქ ბოდიალ-არემარეს გადახედვაც.

გაფუჭებული ტელეფონი, ამის პატრონმა რა ქნას... კიდევ კუს ნაბიჯებით რომ მიიწევდი წინ, სახელს ვერ ვიხსენებ.

ჩემს ძმასთან ჭიდაობა. თავიდან ვერეოდი ხოლმე. მერე შიგადაშიგ. ბოლოს გაიზარდა და სამუდამოდ ნულ შანსზე დამტოვა. :D

 

ერთი-ერთზე ფეხბურთის თამაშიც მიყვარდა ჩემს ძმასთან ერთად.

იყო სხვა თამაშებიც.

მოკლედ, ბავშვობა ნამდვილად მქონდა.

რასაც თინეიჯერობაზე ვერ ვიტყვი.

საღამოობით (ზამთარში როცა უკვე ბნელოდა) ხშირად მიწევდა მე-14 სართულამდე ფეხით ასვლა. შუქი არ იყო ხოლმე.+ სხვა ბევრი მინუსი. 

კარგი ბავშვობის მიუხედავად, არასდროს დამცდება მაგ პერიოდზე რაიმე ზოგადსაკაცობრიოდ (!) ნოსტალგიური სიტყვა და არასდროს ვინატრებ მის დაბრუნებას.

 

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი

@EXTRA-TERRESTRIAL KID მოგონებები ამოტივტივდა და ამოვაფრქვიეთ. მერე რა, რომ თემაში შემომსვლელების მარტო 1-2 % თუ წაიკითხავს. :დ გადავფრინდით ბავშვობაში და ეს იყო აქ მთავარი.

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი

@Artie კარქათ წერ :*

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share