ფორუმელი Moor Posted 17 იანვარი, 2021 Posted 17 იანვარი, 2021 ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს შეატყობინეს, რომ ისინი დაჯარიმდებიან, თუ სტუმრები დღეს, 17 იანვრის ბოლომდე დაქირავებულ ბინებს არ დაცლიან. „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, ვატო ასათაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას უთხრა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, როცა ცოტა თოვლი წამოვიდა და ხალხმა ბაკურიანში ასვლა დაიწყო, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, შევარდნაძის დროინდელი მეთოდებით დაიწყონ შანტაჟი. “ადგილობრივი ბინების მესაკუთრეებს და კომპანიებს, რომლებიც აპარტამენტებს აქირავებენ, დაეგზავნათ გაფრთხილება, რომ თუ ისინი დამსვენებლებს სასწრაფო რეჟიმში არ დააცლევინებენ ბინებს, დაიწყებენ დაჯარიმებას”. – თქვა ასათაშვილმა. ბაკურიანში აპირებენ დახურონ ორი ცენტრალური პარკი. ასევე აკრძალულია სათხილამურო ტრასების გამოყენება. “აგვიკრძალეს საერთოდ გაქირავება ბინების, არის ბევრი ხალხი, მაგრამ ეს ხალხი არის მეპატრონეები ძირითადად და მათი ნათესავები, დადიოდა სპეციალური სამსახური, ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი მარინა მაკიევი, მაგ ქალბატონმა გააფრთხილა ყველა, არ გააქირავოთო. აკრძალეს ყველაფერი – პარკიც უნდა დაკეტონო. რა უფლება აქვს პარკი რომ დაგვიკეტონ?” – ამბობს ერთ-ერთი სახლის მეპატრონე. მოსახლეობის თქმით, ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან ვეღარ უმკლავდებიან კომუნალურ გადასახადებს და მატერიალურ პრობლემებს. ___________________________________________________ ● საქართველო Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში ● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს ● “საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა წყარო: JAMnews Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა