Jump to content
×
×
  • Create New...

წარმოდგენა


Damnoc
 Share

Recommended Posts

ვიღაცამ ტონკი კომპლიმენტი მითხრა და მაგაზე გამეცინა, ის იყო უნდა მეთქვა "ჩემზე გადამეტებული წარმოდგენა გაქვს"-თქო რომ ეს აზრი გამიყინა შუა გზაში კითხვამ:

ჩემი წარმოდგენა საკუთარ თავზე უფრო "სწორია" ვიდრე თუნდაც იმ ადამიანის წარმოდგენა ჩემზე?

Share on other sites

@Damnoc იქნებ საკუთარ დირეს ვერ ხედავ და ის უკეთ გხედავს გვერდიდან?

 

ა სწორია ბრჭყალებშია

 

 

Share on other sites

On 1/17/2021 at 3:05 AM, iaiameri said:

იქნებ საკუთარ დირეს ვერ ხედავ და ის უკეთ გხედავს გვერდიდან?

არ მაქვს პრეტენზია იმაზე რომ ამ საკითხებში ობიექტური სიმართლე არსებობს. ანუ ის არ მაინტერესებს რომელი უფრო სწორია.

მაგრამ თუნდაც სუბიექტურობის ჩარჩოში, ჩემი თვითაღქმა უფრო წინ რატომ უნდა დავაყენო იმაზე თუ სხვა რას ფიქრობს ჩემზე?

 

აი მაგალითად, თუ ვთვლი რომ ძალიან მაგარი ტიპი ვარ და ჩემს გარშემო არავინ მეთანხმება, პრინციპში დელუზიური გამოვდივარ ხო? რანაირად ხარ მაგარი ტიპი თუ შენს გარდა არავინ ფიქრობს ეგრე.

მაგრამ თუ ვთვლი რომ რიგითი *ლე ვარ და ამ დროს გარშემო ყველა ამბობს რომ ძალიან მაგარი ტიპი ვარ, ესეც იგივე სიტუაცია არ გამოდის? პირველ შემთხვევაში თუ სხვის აზრს ვაძლევთ პრიორიტეტს, აქაც იგივე არ უნდა ვქნათ?

Share on other sites

ვიზიტორი
On 1/17/2021 at 3:00 AM, Damnoc said:

ვიღაცამ ტონკი კომპლიმენტი მითხრა და მაგაზე გამეცინა, ის იყო უნდა მეთქვა "ჩემზე გადამეტებული წარმოდგენა გაქვს"-თქო რომ ეს აზრი გამიყინა შუა გზაში კითხვამ:

ჩემი წარმოდგენა საკუთარ თავზე უფრო "სწორია" ვიდრე თუნდაც იმ ადამიანის წარმოდგენა ჩემზე?

ალბათ მაინც ჯობია დააჯამო და საშუალო არითქმეტიკულით განსაზღვრო :lol: 

ჩემზე რასაც ''ფიქრობენ''  ამბობენ თუ პირში მეუბნებიან ეგეთი კარგი წარმოდგენის რომ ვიყო საკუთარ თავზე რა მიჭირს! 

თან მე არ მჯერა საზოგადოების გულწრფელობის, თუ დაჭირდებათ ამის საპირისპიროს გაგიჟღერებს და გაგიკეთებს ჯგუფი, ამიტომ  მკიდია სხვები რას ფიქრობენ ჩემთან დაკავშირებით... მთავარია არ მოვდუნდე და ის რაც გასაკეთებელი მაქვს გავაკეთო! 

Share on other sites

ვიზიტორი
9 minutes წინ, Damnoc said:

აი მაგალითად, თუ ვთვლი რომ ძალიან მაგარი ტიპი ვარ და ჩემს გარშემო არავინ მეთანხმება, პრინციპში დელუზიური გამოვდივარ ხო? რანაირად ხარ მაგარი ტიპი თუ შენს გარდა არავინ ფიქრობს ეგრე.

ნწუ რატომ? საერთოდ არ ვფიქრობ რომ თუ სხვები არ მეთანხმებიან ცუდი ტიპი ვარ, ხალხი ბრძენიაო ჰო და ტყუილია ეგ, ხალხი ინდივიდების კონფორმული ერთობაა შიგნით სხვა ქიმია ტრიალებს ამიტომ საერთოდ არ ნიშნავს რომ  ისინი უფრო ძლიერები და სწორები არიან ვიდრე შენ რომელსაც ობიექტური დასკვნების დადების მეტი რესურსი გაქვს :) 

Share on other sites

ონლაინ, mulan said:

ნწუ რატომ? საერთოდ არ ვფიქრობ რომ თუ სხვები არ მეთანხმებიან ცუდი ტიპი ვარ

საშიშ სისტემას არ ქმნის ეგ მიდგომა სადაც ნებისმიერი რაღაც შეგიძლია საკუთარ თავზე იფიქრო?

ცოლშვილს სცემდე ყოველდღე და თვლიდე რომ სამართლიანი ტიპი ხარ და "დაიმსახურეს" ან "სხვა გზა არ დაგიტოვეს".

Share on other sites

ვიზიტორი
8 minutes წინ, Damnoc said:

საშიშ სისტემას არ ქმნის ეგ მიდგომა სადაც ნებისმიერი რაღაც შეგიძლია საკუთარ თავზე იფიქრო?

 

საშუალოარითქმეტიკული ტყუილად არ ვახსენე... 

თუმცა ვარდება სიტუაციები როცა ინდივიდ უწევს იბრძოლოს ჯგუფის წინააღმდეგ, როცა გჯერა და ხედავ ლოგიკას შენი პოზიციის სისწორისას ვფიქრობ რომ მაგ დროს სოციუმი რას ფიქრობს არ აქვს მნიშვნელობა, ანუ თუ ახლა სოციუმს შეუძლია დაირაზმოს და ფიზიკური ზიანი მიაყენოს შენ იდეას ხო მარა მორალური წნეხის დაკიდების გარეშე პროგრესი არ არსებობს... იდეური შეზღუდულობა თუ არ გადალახე რომელსაც ჯგუფი ყოველთვის გატენის ვერც მორალურ წნეხს დაიკიდებ

11 minutes წინ, Damnoc said:

ცოლშვილს სცემდე ყოველდღე და თვლიდე რომ სამართლიანი ტიპი ხარ და "დაიმსახურეს" ან "სხვა გზა არ დაგიტოვეს".

ამ მაგალითით უბრალოდ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, ანუ მარტივი ქეისია. ჯგუფში ცხოვრობ სადაც სხვების უსაფრთხოება გარანტირებულია კანონის მიერ, არ იცავ ეი არღვევ კანონს და იზოლირდები მისგან. აპრავე რამდენიც გინდა თუ მარტივ კონტრაქტს არღვევ! ზოგადად მოძალადების დიდი წილი ეგრე ფიქრობს რომ აიძულეს მას არ უნდოდა და მართალია, ვნებ სხვას, მოდი ჩაერიოს კანონი და ფსიქოლოგ-ფსიქიატრთა ჯგუფი და მათ გადაწყვიტონ. 

Share on other sites

1 minute წინ, mulan said:

ამ მაგალითით უბრალოდ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, ანუ მარტივი ქეისია.

მაწყენინე ბრატ, თითქოს 2 წუთის წინ არ დაპოსტე თემაში რომ კანონიერება არ უდრის მორალურობას.

დაიკიდე კანონის ჩარჩო და ისე უპასუხე მაგ კითხვას. ხარ მარტო შენ, ვინც ოჯახის წევრებს ფიზიკურად უსწორდება (თან თვლი რომ სამართლიანი ტიპი ხარ) და სხვები, ვინც გეუბნებიან რომ არ ხარ სამართლიანი ტიპი, დელუზიური სადისტი ხარ და ამას არ უნდა აკეთებდე.

Share on other sites

ვიზიტორი
Posted (შესწორებული)
4 minutes წინ, Damnoc said:

მაწყენინე ბრატ, თითქოს 2 წუთის წინ არ დაპოსტე თემაში რომ კანონიერება არ უდრის მორალურობას.

 

სორი ბრად, მას შემდეგ რაც ყველას ომი ყველას წინააღმდეგ მდგომარეობიდან გამოვედით სხვისი სიცოცხლის ხელყოფა დანაშაულია. ყოფიერების ანაბანაა სოციუმში ცხოვრებისას ეს მოცემულობა არა? მე როცა იდეებზე ვსაუბრობ ადამიანებისგან საპნის გაკეთების და ექსპორტზე გატანის იდეებს კი არ ვგულისხმობ...ხომ ვიცით რომ ლიმიტირებული თავისუფლების პირობებში ვარსებობთ და ზუსტად მაგ ლიმიტირებულ პალიტრაში თემის მორალით არ შეიზღუდო თავი თქო ამას ვამბობ... იმიტომ რომ სოციუმის წნეხი ყოველთვისაა პროგრესს კიდევ მშიშრები ვერ ქმნიან! 

4 minutes წინ, Damnoc said:

ინც გეუბნებიან რომ არ ხარ სამართლიანი ტიპი, დელუზიური სადისტი ხარ და ამას არ უნდა აკეთებდე.

ვინმეს ვვნებ? თუ ვინმეს უსიამოვნების მიზეზი ვარ მკიდია თუ ვინმეს ვნებ მაშინ ნახუი ციხეში ან ფსიქიატრიულში :) 

 

Edited by mulan
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share