Jump to content
×
×
  • Create New...

შეშინებული მამაკაცის ზარი 112-ში - პოლიციას ევაკუაცია დასჭირდა


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

თბილისში დაკარგული პითონი დაიჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ  ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, პითონი მამაკაცს გაექცა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

„მონიტორინგის ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა. საკმაოდ აღელვებული, შეშინებული ხმით მამაკაცი დახმარებას ითხოვდა: პითონი გამექცა, დამეხმარეთ. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად ორი ეკიპაჟი გავიდა.
 წარმოიდგინეთ რამხელა რისკის წინაშე იდგა თითოეული თბილისის მცხოვრები, ძაღლები, კატები. პითონი მახრჩობელასებრი, მტაცებელი გველების რიცხვს მიეკუთვნება და ცხადია არავის ვუსურვებთ მის ,,სტუმრობას". ბოლომდე გვიჭირდა გააზრება რამხელა გამოწვევის წინაშე ვიდექით, რომ ეს იყო ბეწვის ხიდი და არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება. თითოეული წუთი იყო გარდამტეხი და მნიშვნელოვანი. რიგით მოსახლეობასთან ერთად, საფრთხე ჩვენს მაშველ ბიჭებსაც ემუქრებოდა, რომელთაც ფაქტობრივად „თვალებახვეულებს“ მოუწიათ ბრძოლის ველზე გასვლა.

საპატრულო პოლიციამ მყისიერად დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია და "გრძელი ღამეც" დაიწყო.

დავანგრიეთ მრავალი კედელი, მაქსიმალურად, გავასუფთავეთ უზარმაზარი ტერიტორია ავეჯისა და ნივთებისგან ფანრის შუქზე თითქმის შიშველი ხელებით. არ დაგვიტოვებია არც ერთი კუთხე, არც კუნჭული და მთავარი „დამნაშავეც“ გამოვიჭირეთ“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

წყარო: https://postv.media/news/1137/sheshinebuli-mamakacis-zari-shi-policias-evakuacia-dastchirda

 

 

@Moorვიცი რომ გიყვარს ასეთი სტატიების გადმოკოპირება, ახალი თემების გახსნა და აქაური კონტენტის მოცულობის ხელოვნურად გაზრდა. აჰა, გიჯიგრე :D

@პითონი გამოტყდი, შენი იყავი ხომ?

 

 

Edited by დათვების მეგობარი
ზედმეტი ასო ამოვაკელი

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, დათვების მეგობარი said:

Moorვიცი რომ გიყვარს ასეთი სტატიების გადმოკოპირება

კი ვნადირობ ეგეთ თემებზე :hahaaa:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   34 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 33 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(1)