Jump to content
×
×
  • Create New...

მჭედლობის დღესასწაული – აჟირნიხუა აფხაზეთში


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

%D0%90%D0%B6%D1%8C%D1%8B%D1%80%D0%BD%D1%

14 იანვარი აფხაზურ კალენდარში, ოფიციალურად, დასვენების დღეა. მაგრამ არა იმიტო, რომ ეს პოსტსაბჭოთა სივრცეშ პოპულარული „ძველით ახალი წელია“.

აფხაზეთში ეს წარმართული აჟირნიხუაა – რაც ითარგმნება, როგორც „მჭედლობის დღესასწაული“. და ნიშნავს მსოფლიოს შექმნის (ან განახლების) დღესასწაულს.

%D0%90%D0%B6%D1%8C%D1%8B%D1%80%D0%BD%D1%

ჩემს ნათესავებს შორის ქრისტიანიც ბევრია, მუსლიმიც და ათეისტიც, თუმცა, ეს არ გვიშლის ხელს, რომ საკუთარ საგვარეულო კერიასთან, „აჟირნიხუა“ ერთად ვიზეიმოთ.

ყოველ 13 იანვარს (და არც მიმდინარე წელი აღმოჩნდა გამონკლისი), დილიდან მთელ ოჯახს მანქანაში ვსვამ და სოფელ ხუაპისკენ მივეშურები. იქ, მთის ძირას დგას სახლი, რომელშიც მამაჩემი დაიბადა და ახლა ჩემი ბიძაშვილი, ასლანი ცხოვრობს. მგზავრობისთვის მზადებას დიდ დროს არ ვუთმობ და ამიტომ სოფელში პირველი მე ჩავდივარ ხოლმე. მალე, ერთი საათის განმავლობაში, სხვებიც შემოგვიერთდებიან. ცოტა ხანს დავისვენებთ და ზეიმისთვის მზადებას შევუდგებით.

როგორც წესი, ამ დღეს, ოჯახის ყველა წევრი, რომელიც ამჟამად აფხაზეთში იმყოფება, დიდ სახლში იკრიბება – სწორედ ასე ეწოდება მშობლიურ ბუდეს. 

მაგრამ ამჯერად ამის გაკეთება ყველამ ვერ მოახერხა. დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ოჯახის უხუცესები რეგულარულ სატელეფონო კონსულტაციებს მართავდნენ იმის შესახებ, როგორ შევხვედროდით დღესასწაულს პანდემიის პირობებში და შესაბამისად, რა შემადგენლობით. 

კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ არ შეგვეწუხებინა და სახლში დაგვეტოვებინა ხანდაზმული ადამიანები. გარდა ამისა, ისინი, რომლებიც არ იყვნენ დარწმუნებულები საკუთარი კონტაქტების „სისუფთავეში“, წინასწარ იტარებდნენ კორონავირუსის ტესტებს და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეეძლოთ დიდ სახლში ჩამოსვლა. 

მოკლედ, რამდენიმე ადამიანი ვერ ჩაჯდა სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სტანდარტში. მაგრამ „გაჯეტების“ საშუალებით შეეძლოთ პირდაპირ ეთერში ედევნებინათ თვალყური მიმდინარე პროცესებისათვის. 

სამწუხაროდ, ამჯერად ამინდში არ გაგვიმართლა. დილიდან წვიმდა, არადა, საერთოდ, ამ დროს ხუაპში თოვლი დევს ხოლმე. მაგრამ ახლა აფხაზეთში თოვლი ძალიან დიდი იშვიათობაა. თოვლი მხოლოდ მაღალ მთებზე დევს. და ძირითადი სამზადისი უმეტესად წვიმაში მოგვიხდა. 

„აჟირნიხუას“ აღნიშვნის ერთიანი სტანდარტი არ არსებობს. ყველა ოჯახს თავისებური ტრადიცია აქვს. მაგრამ ისინი დაკავშირებულია ერთი გარემოებით – არის თუ არ არის საგვარეულო ბუდეში აჟირი (წმინდა სამჭედლო).

რატომ სამჭედლო? 

შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო – როდესაც ქვისხანიდან ბრინჯაოსაში გადავიდა სამყარო – რკინის მფლობელი მნიშვნელოვან ადამიანად მიიჩნეოდა. ის კი, ვინც მისგან შრომისა და საბრძოლო აღჭურვილობას ქმინდა – ამასთან ერთად, მიახლოებული იყო უზენაესთან. ძველ დროში, მჭედლობა დიდ წარმატებად მიიჩნეოდა და მთელი ოჯახის სიამაყედ ითვლებოდა.

ჩემს ოჯახში ასეთი სამჭედლო არის და შესაბამისად, დღესასწაული სრულფასოვნად აღინიშნება. 

ამ დღეს, აუცილებლად ვკლავთ ხარს და იმდენ მამალს, რამდენი ქალიცაა ოჯახში. 

ვიდრე მამაკაცები ხორცსა და დიდ ქვაბში ღომს ამზადებენ, ქალები თხილიან და ყველიან ღვეზელებს აცხობენ, გოგონები კი სახლ-კარს ალაგებენ და სუფრას შლიან.

%D0%90%D0%B6%D1%8C%D1%8B%D1%80%D0%BD%D1%

მიღებული არ არის, ვინმესთვის საქმის შეხსენება – ყველამ ისედაც კარგად იცის თავისი ვალდებულება. მეც ვიცი. ჩემი ოჯახის ზოგიერთი წევრისგან განსხვავებით, ხორცის დაჭრისა და ღომის მომზადების ოსტატობით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, ამიტომ მთელ ენერგიას სანთლების დამზადებას ვახმარ.

რამდენიმე საათი მჭირდება, რომ ცვილის დიდი ნაჭრისგან აჟირისთვის ერთი დიდი და რამდენიმე მცირე ზომის სანთელი დავამზადო. მცირე ზომის სანთლები ოჯახის წევრი ქალებისა და გოგოების სახელზე მზადდება. 

ჰო, კინაღამ დამავიწყდა. სანთლების დამზადების გარდა, თხილის ტოტისგან კეტის გამოთლაც მევალება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ.

როდესაც სამზადისი დასრულებულია და სოფელში ბინდი წვება, იწყება დღესასწაულის მთავარი რიტუალი – ოჯახის წევრი მამაკაცების აჟირში შესვლა.

ის განთავსებულია ბაღში. მამაკაცებთან ერთად, გამონაკლისის სახით ამ რიტუალს გოგონებიც ესწრებიან.

%D0%90%D0%B6%D1%8C%D1%8B%D1%80%D0%BD%D1%

სახლის პატრონი ასლანი უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩვენი ოჯახის თავკაცი გახდა. სწორედ მას ევალება მიმართოს უზენაესს და ჩვენი გვარის დაცვა შესთხოვოს. 

გარდა ამისა, ასლანი ოჯახისთვის, ხალხისა და მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის შესთხოვს მშვიდობასა და კეთილდღეობას. სანავლოდ კი, როგორც ოჯახის თავკაცი, მთელი მოდგმის სახელით ვალდებულებას იღებს, რომ იცხოვრებს სწორად და კეთილსინდისიერად. 

ბუნებრივია, ამჯერად უფლისადმი სტანდარტული თხოვნა არ შეიძლებოდა არ შევსებულიყო დამატებითი თხოვნით: „რათა COVID-19, რაც შეიძლება მალე მოშორდეს დედამიწას“. 

ერთი წლის წინ, ასეთი სიტყვაც არ ვიცოდით, ახლა კი ამ ბუნებრივი შევსების გაშიფვრა ოჯახის ყველაზე კონსერვატიული წევრებისთვისაც კი არავის მოსვლია აზრად. 

მარცხენა ხელში ასლანს ჩემს მიერ გამოთლილი კაკლის კეტი უნდა ეჭიროს, რომელზეც რიტუალის განსაზღვრული წესით, რამდენიმე ღვეზელს და მსხვერპლად შეწირული ხარის გულ-ღვიძლს წამოაცვამს; მარჯვენა ხელს კი ღვინის ჭიქა დაუმშვენებს.

მას შემდეგ, რაც მთავარი სადღეგრძელო-მიმართვა წარმოითქმება, ასლანის შემდეგ ღვინოს ოჯახის სხვა წევრებიც გადაინაწილებენ. ბუნებრივია, რაც უფრო პატარაა სადღეგრძელოს ავტორი, მით უფრო მოკლეა მისი სიტყვა. სანამ რიგი დანატამდე მივიდა – ჩვენი გვარის ყველაზე პატარა წარმომადგენლამდე, ყველაფერი მნიშვნელოვანი უკვე ნათქვამი იყო. და მას ისღა დარჩენოდა, ეთქვა – „ჩაანიბზიალა!“ (გილოცავთ ახალ წელს!).

შემდეგი სადღეგრძელოები უკვე ჩვეულებრივ ვითარებაში გრძელდება, როდესაც მთქმელი ბოლომდე სვამს ჭიქას. ისმება სამშობლოს, ხალხის, უფროსებისა და ბავშვების სადღეგრძელო. სამჭედლოში დაწყებული რიტუალი ერთ საათზე ნაკლებ დროში სრულდება.

როგორც წესი, აჟირიდან გამოსვლისას, მიღებულია იარაღის სროლა, ამ ბოლო დროს კი ფეიერვერკსაც უშვებენ ხოლმე. თუმცა, ამჯერად პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების გამო, როდესაც პატარა აფხაზეთში კორონავირუსისგან უკვე, დაახლოებით, 150 ადამიანი გარდაიცვალა, გადაწყდა, სადღესასწაულო ზალპისგან თავი შეგვეკავებინა.

139462067_466622414695094_49679380662539

სახლში დაბრუნებისას ლოცვის რიტუალური ნაწილი არ სრულდება. სახლის დიდ ფანჩატურში ასლანმა ქალების თანდასწრებითაც უნდა გაიმეოროს ის სიტყვა, რაც მანამდე აჟირაში წარმოთქვა. 

ამ დროს ქალები თავიანთ ქალიშვილებთან ერთად ანთებული სანთლებით დგანან ქათმის ხორცითა და ღვეზელებით სავსე სარიტუალო სუფრასთან. ყველა სადღეგრძელოს შემდეგ ამ სანთლებს რიგრიგობით მიაკრავენ სახლის კედელს, სადაც საბოლოოდ ჩაიწვება კიდეც. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ნადიმი. 

ჩვენს ოჯახში ისევ მძლავრობს პატრიარქალური ტრადიცია და ამიტომ, ქალები და მამაკაცები სხვადასხვა დარბაზებში დასხდებიან. 

თუმცა, ეს წესი ჯერ არავის გაუპროტესტებია. მოკლედ, ეს ქეიფიც ხანგრძლივი და მხიარული გამოდგა.


სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   28 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 27 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)