Jump to content
×
×
  • Create New...

სიკვდილი და სიცოცხლე ერთი და იგივე რამეა თუ სხვადასხვა?


Recommended Posts

  • ფორუმელი

გააჩნია რომელი პრიზმიდან შევხედავთ. ისევე როგროც გააჩნია, როგორ გვესმის სიცოცხლე, სიკვდილი, ადამიანად ყოფნა თუ არსებობა. ვუდის ერთი ფილმის არ იყოს, ამბის მომყოლი ირჩევს, ამბავი ტრაგედიად მოჰყვეს თუ კომედიად, რა მნიშვნელობა და ფერები მიანიჭოს მიმდინარე მოვლენებს. 

თუ წარმოვიდგენთ რომ რაღაც მატრიცაში ვცხოვრობთ, სადაც ილუზიებით ყოველდღიურობის პროექციას გვიქმნიან და ამ პროექციის მიღმა ყალბი ღირებულებებისთვის კაბალურ შრომის თუ ძაღლურ ცხოვრებას მეტი არაფერია. შესაძლოა ასეთ არსებობასა და სიკვდილს შორის დიდი სხვაობა არც იყოს. მაგრამ უმარტივეს ცოცხალ ორგანიზმებს რომ დავაკვირდეთ, როგორ მიილტვიან სინათლისა და უკეთესობის ილუზიისკენ, რასაც შესაძლოა სიცოცხლისკენ ლტოლვა თუ სიცოცხლის სიყვარულიც კი ვუწოდოთ, მაშინ it's better to be, than not to be. 
ერთ-ერთ სოფისტს თუ დავუჯერებთ, სიკვდილზე დიდხანს მსჯელობა არც ღირს, რადგან მაინც ვერ მოვახერხებთ მის შეცნობას, რადგან სანამ ცოცხლები ვართ, ის ჩვენს შემეცნების ზღვარს იქითაა. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share