Jump to content
×
×
  • Create New...

დესერტი


marguerite
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ადვილი და გემრიელი 

 

ოლადები

მასალა:

2ც კვერცხი

1/2 ჩაის ჭიქა შაქარი

სოდა

ლიმონის წვენი(ან ძმარი)

250გრ მაწონი(ან არაჟანი)

ვანილი

 

მომზადება:

კვერცხი და შაქარი მიქსერით მივიყვანოთ გათეთრებამდე, დავასხათ მაწონი, შემდეგ შევურიოთ ნელ-ნელა ფქვილი ხის კოვზით, რომ ამოყვანილი მასა არ ჩაიფუშოს, დავამატოთ სოდა ლიმონის წვენით და ვანილი. ცხელ ტაფაზე გამოვაცხოთ.

140022113_225267115904024_4728915368879887575_n.jpg

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
On 1/18/2021 at 6:35 PM, marguerite said:

ზებრა ორცხობილა

 

ინგრედიენტები:

250გრ ფქვილი

100გრ შაქარი

100გრ კარაქი

3ს/კ კაკაო

1ც კვერცხი

1/2ჩ/კ გამაფხვიერებელი

 

მომზადება:

ფქვილისა და კაკაოს გარდა მოცემული მასალა ავურიოთ ერთმანეთში და გავყოთ ორ ტოლ ნაწილად, ერთში ჩავაყაროდ 125გრ ფქვილი, ხოლო მეორეში დანარჩენი ფქვილი და კაკაო. მოვზილოთ ორი ცომი და ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ გავახვიოთ სამზარეულოს პარკში და შევდოთ მაცივარში 1სთ. გამოვიღოთ და გავაბრტყელოთ. თეთრ ნაწილს ზემოდან დავადოთ შავი მასა,მივცეთ მრგვალი ფორმა და დავჭრათ. ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსზე და შევაწყოთ გამოსაცხობად. 10-15 წუთში ორცხობილები მზადაა. 

 

71644076_942652282794226_161222077175562240_n.jpg

ცხობა არ გამომდის :( 

ეს მარტივი ზებრაც კი რამდენჯერაც ვცადე იმდენჯერ ჩამივარდა 

არადა მინდა რომ გამომივიდეს 

Share on other sites

  • ფორუმელი

@marguerite

On 1/21/2021 at 9:10 PM, marguerite said:

ნამცხვარი არაჟნის კრემით

ცომისთვის:

250 მლ წყალი

250 გრ ფქვილი

100გრ კარაქი

1/2 ჩ/კ მარილი

6ც კვერცხი

 

 

მომზადება:

წყალი, კარაქი და მარილი მოვათავსოთ ქვაბში, მაღალ ტემპერატურაზე ავადუღოთ და გავადნოთ კარაქი, შემდეგ დავუწიოთ და ჩავყაროთ ნელ-ნელა ფქვილი და ვურიოთ ხის კოვზით. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ გადმოვდგათ და სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხი. საცხობი შპრიცით მივეცი ჩემთვის სასურველი ფორმა და ადუღებულ ზეთში ჩავყარე. შემდეგ დავდე საწურზე და ბოლოს ამოვავლე შაქარში.

 

 

კრემისთვის:

1ლ 20% არაჟანი

200გრ შაქარი

ვანილი

 

მომზადება:

 

არაჟანი მაცივარში დავტოვოთ ერთი ღამე მარლაში, რომ ზედმეტი სითხე გაუვიდეს, შემდეგ გადმოვიღოთ თასში, შევურიოთ შაქარი, ვანილი და ვთქვიფოთ 20წთ. მიიღება ჰაეროვანი სქელი კრემი. 

 

 

 

16880168_384232525302874_1956146412_o.jpg

უნდა ვცაადოოო

 

ნიამ ნიიაამ

 

:fofo:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, marguerite said:

@cosmia

ძალიან ადვილია

 

შიგნით კენკრაც ჩაამატე და ეგაა :love:

ზუსტად ეგ ვიფიქრე და უფრო დიდი რო გავაკეთო ცომი? დიდი ტორწიკივით რა

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@cosmia

უკეთესი იქნება, ცხიმიც ნაკლები ექნება, ცომიც ნაკლები იქნება 

 

რაც უმფრო მეტი კრემია, უკეთესი 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, marguerite said:

@cosmia

უკეთესი იქნება, ცხიმიც ნაკლები ექნება, ცომიც ნაკლები იქნება 

 

რაც უმფრო მეტი კრემია, უკეთესი 

:jump:

დავდებ მერე ფოტოს

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   187 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 187 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(8)