ფორუმელი marguerite Posted 15 იანვარი, 2021 Posted 15 იანვარი, 2021 დავდოთ სხვადასხვა ტკბილეულობისა და დესერტის რეცეპტები. დღევანდელი, ბავშვობის დროის სიყვარული ტრუბოჩკა მასალა კრემისთვის: 1ლ რძე 3 კვერცხის გული 200 გრამი კარაქი 300გრამი შაქარი 5 ს/კ ფქვილი 1ც ვანილი მომზადება: კვერცხის გულები და შაქარი გავთქვიფოთ გათეთრებამდე, ნელა დავამატოთ ფქვილი და ვურიოთ ხის კოვზით. რძე დავდგათ შესათბობად და თბილ რძეში გახსნათ მიღებული მასა ხელის სათქვეფით. მოვადუღოთ ფაფა და ვხარშოთ 3 წთ. გადმოვდგავათ და მივიყვანოთ ოთახის ტემპერატურამდე. ავთქვიფოთ ამავე ტემპერატურის კარაქი და შევურიოთ ფაფას, დავამატოთ ვანილი და კრემიც მზადაა. მასალა ცომისთვის: 350გრ ფქვილი 200გრ მარგარინი 2კვერცხის გული 1.5ს/კ არაყი 1.5ს/კ ძმარი 1.5ს/კ ზეთი მომზადება: ფქვილს და 50 გრამ მარგარინს ვურევთ კარგად და შემდეგ ვასხამთ კვერცხის გულს, არაყს, ძმარს და ზეთს, ვზელთ კარგად ცომს. შემდეგ ავდგებით და დარჩენილ 150 გრამ მარგარინს ვყოფთ სამად. გავაბრტყელებთ მიღებულ ცომს და მარგარინის მესამედს ვუსვამთ. გადავკეცავთ და ვინახავთ მაცივარში 15 წუთით. ვიმეორებთ სამჯერ და ბოლოს ვათავსებთ მაცივარში 3-5სთ. გამოვიღებთ და ცომი მზადაა. ფორმის გამოსახობად იხილეთ ფოტოები და ვაცხობთ 180გრადუსზე გამოვიღებთ, გავაციებთ და დავკრემავთ, გავაკეთებთ შაქრის პუდრას და მოვაყრით(ცომი დედას ნახელავია). პ.ს. თავადვე დავკრემე 3 ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Holden Caulfield Posted 16 იანვარი, 2021 Posted 16 იანვარი, 2021 22 საათის წინ, marguerite said: თავადვე დავკრემე ჩამკრემავი არ დაგიქირავებია? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 16 იანვარი, 2021 Author Posted 16 იანვარი, 2021 @Holden Caulfield ის ჩემი ვაკანსია იყო და არავინ გამომეხმიანა. @Grinch ეკლერი(შუ) მასალა კრემისთვის: 6 სუფრის კოვზი ფქვილი 400 გრამი შაქარი 2 კვერცხის გული 1 ლიტრი რძე 250 გრამი კარაქი ვანილი მომზადება: შაქარი და ფქვილი ავურიოთ ერთმანეთში, დავასხათ რძე და დაბალ ცეცხლზე მოვამზადოთ მოხარშული კრემი(გაზზე აუცილებელია გამანაწილებელი), მუდმივად ვურიოთ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გამოვრთათ გაზი და მაშინვე შევათქვიფოთ ცხელს კვერცხის გული. დავდგათ გასაციებლად. პარალელურად ამოვიყვანოთ ოთახის თემპერატურის კარაქი და ამავე ტემპერატურამდე მიყვანილი კრემი ნელ-ნელა ჩავუმატოთ. კარგად ავთქვიფოთ და დავუმატოთ ვანილი. მასალა ცომისთვის: 250 მლ წყალი 250 გრ ფქვილი 100გრ კარაქი 1/2 ჩ/კ მარილი 6ც კვერცხი მომზადება: წყალი, კარაქი და მარილი მოვათავსოთ ქვაბში, მაღალ ტემპერატურაზე ავადუღოთ და გავადნოთ კარაქი, შემდეგ დავუწიოთ და ჩავყაროთ ნელ-ნელა ფქვილი და ვურიოთ ხის კოვზით. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ გადმოვდგათ და სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხი. მივცეთ სასურველი ფორმა და 200გრადუსზე გამოვაცხოთ. ღუმელი უნდა იყოს ცხელი. ეკლერის გამოცხობის შემდეგ ფორმები გავაციოთ ღუმელშივე. კაკაოს მინანქარი: 5ს/კ რძე 2ს/კ კაკაო 2ს/კ კარაქი 100გრ შაქარი მომზადება: ავურიოთ ყველაფერი ერთმანეთში და მივიყვანოთ სასურველ კონსისტენციამდე. 3 ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Grinch Posted 17 იანვარი, 2021 Posted 17 იანვარი, 2021 17 საათის წინ, marguerite said: @Holden Caulfield ის ჩემი ვაკანსია იყო და არავინ გამომეხმიანა. @Grinch ეკლერი(შუ) მასალა კრემისთვის: 6 სუფრის კოვზი ფქვილი 400 გრამი შაქარი 2 კვერცხის გული 1 ლიტრი რძე 250 გრამი კარაქი ვანილი მომზადება: შაქარი და ფქვილი ავურიოთ ერთმანეთში, დავასხათ რძე და დაბალ ცეცხლზე მოვამზადოთ მოხარშული კრემი(გაზზე აუცილებელია გამანაწილებელი), მუდმივად ვურიოთ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გამოვრთათ გაზი და მაშინვე შევათქვიფოთ ცხელს კვერცხის გული. დავდგათ გასაციებლად. პარალელურად ამოვიყვანოთ ოთახის თემპერატურის კარაქი და ამავე ტემპერატურამდე მიყვანილი კრემი ნელ-ნელა ჩავუმატოთ. კარგად ავთქვიფოთ და დავუმატოთ ვანილი. მასალა ცომისთვის: 250 მლ წყალი 250 გრ ფქვილი 100გრ კარაქი 1/2 ჩ/კ მარილი 6ც კვერცხი მომზადება: წყალი, კარაქი და მარილი მოვათავსოთ ქვაბში, მაღალ ტემპერატურაზე ავადუღოთ და გავადნოთ კარაქი, შემდეგ დავუწიოთ და ჩავყაროთ ნელ-ნელა ფქვილი და ვურიოთ ხის კოვზით. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ გადმოვდგათ და სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხი. მივცეთ სასურველი ფორმა და 200გრადუსზე გამოვაცხოთ. ღუმელი უნდა იყოს ცხელი. ეკლერის გამოცხობის შემდეგ ფორმები გავაციოთ ღუმელშივე. კაკაოს მინანქარი: 5ს/კ რძე 2ს/კ კაკაო 2ს/კ კარაქი 100გრ შაქარი მომზადება: ავურიოთ ყველაფერი ერთმანეთში და მივიყვანოთ სასურველ კონსისტენციამდე. რა გოგო ხარ One man’s toxic sludge is another man’s potpourri Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 18 იანვარი, 2021 Author Posted 18 იანვარი, 2021 ზებრა ორცხობილა ინგრედიენტები: 250გრ ფქვილი 100გრ შაქარი 100გრ კარაქი 3ს/კ კაკაო 1ც კვერცხი 1/2ჩ/კ გამაფხვიერებელი მომზადება: ფქვილისა და კაკაოს გარდა მოცემული მასალა ავურიოთ ერთმანეთში და გავყოთ ორ ტოლ ნაწილად, ერთში ჩავაყაროდ 125გრ ფქვილი, ხოლო მეორეში დანარჩენი ფქვილი და კაკაო. მოვზილოთ ორი ცომი და ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ გავახვიოთ სამზარეულოს პარკში და შევდოთ მაცივარში 1სთ. გამოვიღოთ და გავაბრტყელოთ. თეთრ ნაწილს ზემოდან დავადოთ შავი მასა,მივცეთ მრგვალი ფორმა და დავჭრათ. ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსზე და შევაწყოთ გამოსაცხობად. 10-15 წუთში ორცხობილები მზადაა. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 20 იანვარი, 2021 Posted 20 იანვარი, 2021 კაია, ე.ი. გცოდნია რაღაცეები და ტყუილად მეგონე მარტო ჭამია მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 20 იანვარი, 2021 Author Posted 20 იანვარი, 2021 @საწყალი ოსვალდო რიოსი შენი შემოქმედებაც გვაჩვენე შვრიის ორცხობილა მასალა: 250გრ ფქვილი 250გრ შვრიის ფანტელი 250გრ დაფქული ნუში(შეგვიძლია კაკალი, თხილი და ა.შ.) 200გრ შაქარი 150გრ კარაქი 150 გრ ქიშმიში 2 კვერცხი 1.5ჩ/კ გამაფხვიერებელი მწიკვი მარილი მომზადება: ფხვიერი მასა ავურიოთ ერთმანეთში, ოთახის თემბერატის კარაქი დავჭრათ, ასევე დავამატოთ კვერცხი, ავურით ყველაფერი ერთმანეთში კარგად, შევფუთოთ სამზარეულოს პარკში და დავასვენოთ მაცივარში 30წთ. შემდეგ დავაწყოთ ჟარონაზე და გამოვაცხოთ180 გრადუსზე. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 21 იანვარი, 2021 Author Posted 21 იანვარი, 2021 ნამცხვარი არაჟნის კრემით ცომისთვის: 250 მლ წყალი 250 გრ ფქვილი 100გრ კარაქი 1/2 ჩ/კ მარილი 6ც კვერცხი მომზადება: წყალი, კარაქი და მარილი მოვათავსოთ ქვაბში, მაღალ ტემპერატურაზე ავადუღოთ და გავადნოთ კარაქი, შემდეგ დავუწიოთ და ჩავყაროთ ნელ-ნელა ფქვილი და ვურიოთ ხის კოვზით. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ გადმოვდგათ და სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხი. საცხობი შპრიცით მივეცი ჩემთვის სასურველი ფორმა და ადუღებულ ზეთში ჩავყარე. შემდეგ დავდე საწურზე და ბოლოს ამოვავლე შაქარში. კრემისთვის: 1ლ 20% არაჟანი 200გრ შაქარი ვანილი მომზადება: არაჟანი მაცივარში დავტოვოთ ერთი ღამე მარლაში, რომ ზედმეტი სითხე გაუვიდეს, შემდეგ გადმოვიღოთ თასში, შევურიოთ შაქარი, ვანილი და ვთქვიფოთ 20წთ. მიიღება ჰაეროვანი სქელი კრემი. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა