ფორუმელი Moor Posted 15 იანვარი, 2021 Posted 15 იანვარი, 2021 კორუფციაზე გასამართლებულთა კომპანიამ 2020 წელს 18 მილიონის ტენდერები მოიგო admin Fri, 01/15/2021 - 19:49 შპს “გრინსერვის +” -მა მხოლოდ 2020 წელს 5 ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და აქედან 12,040,521 ლარი მიიღო. 2013 წელს ქართულმა ოცნებამ კომპანიის დამფუძნებლები - ლაშა ფურცხვანიძე და ტარიელ კიკნაძე - კორუფციულ სქემაში ჩართულობის ბრალდებით გაასამართლა. შპს გრინსერვისი + -ს 2013 წლიდან დღემდე ტენდერების გზით დაახლოებით 41,256,287 ლარი აქვს მიღებული, ხოლო გამარტივებული შესყიდვებით - 582,409 ლარი. შპს “გრინსერვისი +” 2010 წელს ლაშა ფურცხვანიძის, კობა ხარშილაძისა და ტარიელ კიკნაძის მიერ დაფუძნებული კომპანია. შპს მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დამფუძნებლების მეორე კომპანია - შპს გრინსერვისი - ტენდერების შავ სიაში შეიყვანეს. კომპანია “გრინსერვისი +”-მა სახელმწიფოს შესყიდვებში მონაწილეობის მიღება 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა ცოტა ხნით შესვენება მოუწია, რადგან ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შპს-ს დამფუძნებლები - ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე წინა კომპანიის - შპს გრინსერვისის “კორუფციული საქმიანობის” მოტივით დააკავა. 2013 წლის 18 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე 400,000-400,000 ლარიანი გირაოების გათავისუფლდნენ. თუმცა, 24 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კობა ხარშლაძეს კვლავ დააკავეს იმ მოტივით, რომ მას საქართველოდან წასასვლელი ბილეთი ჰქონდა ნაყიდი - მაშინ მისი დაცვის მხარე კობა ხარშილაძის კიდევ ერთხელ დაკავებას ზურაბ ჟვანიას საქმეს უკავშირებდა. ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი კორუფციული სქემების მიუხედავად, რომელშიც მათი თქმით დასტურდებოდა შპს “გრინსერვის +”-ის დამფუძნებლების ჩართულობა კორუფციაში, სახელმწიფო უწყებებმა უპრობლემოდ განაგრძეს კომპანიასთან თანამშრომლობა - კერძოდ: გრინსერვისი +-ს 2013 წლიდან დღემდე 222 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 42%-ში გაიმარჯვა და მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულებამ 41,256,287 ლარი შეადგინა. გარდა ამისა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო 42 გამარტივებულ შესყიდვაში და ასე გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 582,409 ლარი შეადგინა. გრინსერვისი + თავისი პროფილიდან გამომდინარე ძირითადად თვითმართველობის ორგანოების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იღებს მონაწილეობას. დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, ანუ 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით, გრინსერვისი +-მა 57 ტენდერში გაიმარჯვა. 2015 წელს ტენდერებიდან აღებულმა თანხამ 3,123,113 ლარი შეადგინა, 2016 წელს 3,549,836 ლარი, 2017 წელს კი 3,948,655 ლარი, მთლიანობაში 10,619,804 ლარი. კახა კალაძის მერობის პერიოდში, ანუ 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე, გრინსერვისი +-მა 42 ტენდერში გაიმარჯვა - 2018 წელს 11,025,727 ლარი მიიღეს, 2019 წელს 22,154,620 ლარი - მათ შორის 8,814,484 ლარიანი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, 2020 წელს კი 18,616,941 ლარი, აქედან 12 მილიონ ლარზე მეტი – უკონკურენტოდ. წყაროები: https://tendermonitor.ge/ge/organization/36776?page=37 https://www.my.gov.ge/ka-ge/services/6/service/179 Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-01/139040474_2865877660354332_3113886021268695772_o.jpgდეკემბერი 2021 2021 Author ანა აბაშიძე Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Grinch Posted 15 იანვარი, 2021 Posted 15 იანვარი, 2021 17 minutes წინ, Moor said: შპს “გრინსერვის +” -მა მხოლოდ 2020 წელს 5 ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და აქედან 12,040,521 ლარი მიიღო. 2013 წელს ქართულმა ოცნებამ კომპანიის დამფუძნებლები - ლაშა ფურცხვანიძე და ტარიელ კიკნაძე - კორუფციულ სქემაში ჩართულობის ბრალდებით გაასამართლა. შპს გრინსერვისი + -ს 2013 წლიდან დღემდე ტენდერების გზით დაახლოებით 41,256,287 ლარი აქვს მიღებული, ხოლო გამარტივებული შესყიდვებით - 582,409 ლარი. ბანძები One man’s toxic sludge is another man’s potpourri Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა