Jump to content
×
×
  • Create New...

ბუკნარის ქრისტიანი და მუსლიმი მკვიდრნი „მშვიდობიან თანაცხოვრებაზე“ შეთანხმდნენ


Recommended Posts

%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, ქრისტიანულ და მუსლიმურ თემთა წარმომადგენლებს შორის ვითარება დაძაბულია.

უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სამლოცველოს მოწყობას აპირებდნენ, რასაც იქ მცხოვრები ადგილობრივი ქრისტიანი თემი ეწინააღმდეგება. 

მუსლიმები საქმეში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.

წინა საღამოს, 12 იანვარს მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, რასაც ქვების სროლა მოჰყვა, მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის – ბავშვებს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმავე საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს კონფლიქტის ერთი მონაწილე. 

______________________________________________________________________________

● დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას

● ეკლესია და საზოგადოება საქართველოში – ხომ არ არის მეტისმეტი დიქტატი?

● სომხეთში ეროვნული უმცირესობები საკუთარ პრობლემებზე იშვიათად საუბრობენ

______________________________________________________________________________

დღეს რამდენიმე ათეული ადამიანი მეზობელი რეგიონიდან – აჭარიდან სოფელ ბუკნარში მუსლიმური თემის მხარდასაჭერად ჩავიდა.

ერთ-ერთმა მათგანმა, ფირუზ წულუკიძემ გაზეთ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან სოლიდარობა გამოუცხადა მუსლიმებს:

„რამდენი ვართ, ახლა ციფრებს რა მნიშვნელობა აქვს, საკმაოდ ბევრი. რისთვის ვართ ჩასულები და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მუსლიმან დებსა და ძმებს. ჩვენ აქციისთვის არ ჩამოვსულვართ. ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ მოვიკითხოთ აქ რა ხდება და აქაური საზოგადოება გადაწყვეტს აქცია უნდა იყოს, პროტესტი, მშვიდობიანი საუბარი თუ ასე შემდეგ.“

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, რამაზ ჭაღაიძის თქმით, მათ ლოცვის დროს ქალები, კერძოდ კი მასწავლებლები გზაზე ხვდებიან და მუსლიმური სამლოცველოს მოწყობას უკრძალავენ.

“ვერიდებით ცენტრში გამოსვლას, შეკრებებს, რომ არ მოხდეს დაპირისპირება. დანაწილდნენ ჯგუფ-ჯგუფად, ხვდებიან, მანქანებს აჩერებენ და ურტყამენ ხალხს”, – აცხადებს რამაზ ჭაღაიძე ფორმულასთან საუბარში. 

გამოხმაურება

ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის თბილელი მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 

სონღულაშვილის თქმით, “ქვეყანას, სადაც ახალგაზრდებს ლოცვისათვის თავს უტეხავენ, მომავალი არა აქვს”.

“ჩვენ ასევე მივმართავთ ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც წააქეზეს მუსლიმების წინააღმდეგ: ეს ქვეყანა ყველასია, ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავის რწმენის აღმსარებლობის უფლება, ყველას აქვს უფლება, თავისი საკულტო ნაგებობა ისე მოაწყოს და ისე ააშენოს, როგორც ამას მისი რელიგია ითხოვს“, – აცხადებს სონღულაშვილი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სოფელ ბუკნარში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მოუწოდებს კონფლიქტის დეესკალაციისკენ. ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებმა ადამიანის უფლებების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან.

კერძო საცხოვრებელ სახლში რელიგიური სივრცის ორგანიზება, როცა ის რაიმე სამშენებლო ინტერვენციას არ საჭიროებს, სამართლებრივ რეგულირებას ან ნებართვას არ ექვემდებარება – აცხადებენ EMC – ში.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი, “ეს შეიძლება იყოს იმის გაგრძელებაც, რომ 2012-2016 წლებში მომხდარ რელიგიური ნიშნით დაპირისპირებებს სამწუხაროდ, სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია”.

Now I can look at you in peace; I don't eat you any more :nah:
 

Share on other sites

არ გამოდის საუკუნეების მანძილზე მუსულმანი დამპყრობლებისგან რწმენის დამცველი წინაპრების სადღეგრძელო ასვა ხალხს და მერე უთხრა რომელ სარწმუნოების ხალხსაც რა უნდათ ის უნდა აკეთებინოთო :katutu:

Share on other sites

მედიის ინფორმაციით, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის ქრისტიან და მუსლიმ მცხოვრებელს შორის 12 იანვარს რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამი ადგილობრივი მუსლიმი მოქალაქე დაშავდა.

ამავე ცნობებით, სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული უთანხმოება თითქმის ერთი თვეა გრძელდება. სოფლის ქრისტიანული თემის წარმომადგენლები ბუკნარში მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებენ, მუსლიმი თემი კი – ლოცვის უფლებას ითხოვს.

„თუ ამ ქვეყანაში და ამ სოფელში მუსლიმებმა უნდა ვიცხოვროთ, მგონი გვეკუთვნის ერთი სალოცავი“, – თქვა მედიასთან საუბარში ერთ-ერთმა ადგილობრივმა მუსლიმმა. ქრისტიანული თემის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით კი, სოფლის სიახლოვეს „საკმარისი მეჩეთებია“, სადაც მუსლიმებს ლოცვა შეუძლიათ და ახლის მოწყობის საჭიროება არ არსბობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 12 იანვარს ბუკნარში მომხდარ ინციდენტზე სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სოფლის ორ მკვიდრს „ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა“. უწყება საქმეს ცემის ან სხვაგვარი ძალადობის მუხლით (126-ე) იძიებს, რაც და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას განმარტებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში მას დაპირისპირებულ მხარეებთან 7 შეხვედრა ჰქონდა და არის „პრინციპული საკითხები“ რაზეც შეთანხმება ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, კიდევ ერთი შეხვედრა დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა გუშინდელმა ინციდენტმა „მოლაპარაკებები“ გაართულა.

ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც“ (EMC) გამოეხმაურა და განმარტა, რომ ადგილობრივი მუსლიმი თემი სოფელში მეჩეთის მშენებლობას 2007 წლიდან ითხოვს, თუმცა შესაბამისიი „სივრცის ორგანიზება ვერ მოხერხდა“.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას „მიიღოს სათანადო ზომები ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით. გაატაროს ყველა რელევანტური ღონისძიება მეჩეთის სივრცეში მუსლიმების მხრიდან ღვთისმსახურების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის“.

სამართალდამცველ ორგანოებს „ძალადობის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარ ფაქტებზე დროული და ეფექტიანი გამოძიებისთვის შესაბამისი ზომების“ მიღების, ასევე „მუსლიმური რელიგიური რიტუალების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში“ ჩატარების უზრუნველყოფისკენ ომბუდსმენის აპარატმაც მოუწოდა.

Now I can look at you in peace; I don't eat you any more :nah:
 

Share on other sites
  • ფორუმელი

ეს არია ოცნებამ ხმების სანაცვოდ.

იდიოტები.

კიდე გყავდეთ დუჩიკო უშიშროების ანალიტიკოსად.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites
  • ფორუმელი

თხელ ყინულზე დგას მთელი ქვეყანა :up:

პრაქტიკულად სპეცსამსახურები არ არსებობს

Share on other sites

kn7vbkfqrukqarn.png

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან თემებს შორის შეხვედრა მხარეების შერიგებით დასრულდა.

შეხვედრაზე სოფლის მცხოვრებლებმა ერთმანეთს პოზიციები გაუზიარეს და ხელი ჩამოართვეს. მათი თქმით, ყველას აქვს რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და ერთ სოფელში მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება დაუშვებელია, შესაბამისად, ისინი მშვიდობიან თანაცხოვრებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას, ადგილობრივების გარდა ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები: ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი და ჩოხატაურის მერიის წარმომადგენლები.

„ჩვენ ყველა ერთად – ბუკნარის მცხოვრებლები უნდა შევთანხმდეთ, რომ უნდა ვიცხოვროთ კეთილმეზობლურად“, – განაცხადეს შეხვედრაზე ადგილობრივებმა.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ. 

ისტორიული და ემოციური შეხვედრის მომსწრენი გავხდით. ეს იქნება სიმბოლო მომავალი ჩვენი ურთიერთობებისა. ვლოცულობთ, დასრულდეს ეს ყველაფერი და ჩვენს ქვეყანაში ტოლერანტობა და შემწყნარებლობა იყოს. ვულოცავ ყველას“,  – განაცხადა  საქართველოს მუფთმა.

kn7vbkfqrukqarn-1.pngფოტო: ფორმულა

რა მოხდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის შევიწროებისა და დევნის შესახებ ინფორმაცია 12 იანვარს გახდა ცნობილი. 

უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სამლოცველოს მოწყობას აპირებდნენ, რასაც იქ მცხოვრები ადგილობრივი ქრისტიანი თემი ეწინააღმდეგებოდა. 

12 იანვარს მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, რასაც ქვების სროლა მოჰყვა, მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის – ბავშვებს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმავე საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს კონფლიქტის ერთი მონაწილე. 

მოსახლეობა კონფლიქტის დასარეგულირებლად საქმეში ხელისუფლების ჩართვას ითხოვდა.

__________________________________________________

● დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე – ჩოხატაურელი მუსლიმები ლოცვის უფლებას ითხოვენ

წყარო: JAMnews

Now I can look at you in peace; I don't eat you any more :nah:
 

Share on other sites

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის ქრისტიანი და მუსლიმი მცხოვრებლები რელიგიურ ნიადაგზე მიმდინარე თითქმის ერთთვიანი დაპირისპირების შემდეგ 15 იანვარს „მშვიდობიან თანაცხოვრებაზე“ შეთანხმდნენ.

მორიგებულმა ქრისტიანმა და მუსლიმმა ქართველებმა „ერთად მშვიდად ცხოვრების“ გაგრძელების პირობა დადეს. შეთანხმების შემდეგ ერთ-ერთმა ადგილობრივმა აღნიშნა, რომ „ყველა თავის სალოცავში შევა და მოილოცავს“.

ორი თემის წარმომადგენელთა მეჩეთის მოწყობის საკითხზე დაწყებული დაპირისპირება 12 იანვარს ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რა დროსაც 3 ადგილობრივი დაშავდა.

ამ დაპირისპირების აღმოსაფხვრელად და მოსარიგებლად მხარეები დღეს დაახლოებით 15:00 საათზე, მუსლიმი თემის ტრადიციული პარასკევის ლოცვისა და ადგილობრივ ქრისტიანულ ეკლესიაში სამშვიდობო პარაკლისის გადახდის შემდეგ შეხვდნენ. შეხვედრას ორივე თემის 10-10 წარმომადგენელი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, გურიის სახელმწიფო რწმუნებული, გურიაში ყოფილი და მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები – ნინო წილოსანი და ვასილ ჩიგოგიძე, სრულიად საქართველოს მუფთი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აღნიშნა, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მან იმედი გამოთქვა, რომ „ეს იქნება სიმბოლო და ეს იქნება დასაბამი ჩვენს ქვეყანაში მარადიულად მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემისა“.

„ამ სოფელში გაგრძელდება თანაცხოვრება მშვიდობიანად. ყველა ილოცებს თავის აღმსარებლობის მიხედვით და ეს არ იქნება გაღიზიანების საბაბი. არც აქამდე ყოფილა და ვინც პროვოკაციებს ეცდება, ის გამოაშკარავდება“, – თქვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.

მხარეებს შორის მოლაპარაკების დაწყებამდე ერთმანეთს სიტყვიერად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები დაუპირისპირდნენ. ადგილობრივებთან მოლაპარაკებებზე ჩასულ ქართული ოცნების გურიის მაჟორიტარ დეპუტატს ვასილ ჩიგოგიძეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბესიკ ქათამაძემ შეახსენა, რომ ქართული ოცნება მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ხმების სანაცვლოდ მეჩეთის მშენებლობას ჰპირდებოდა. მან ბუკნარში შექმნილ ვითარებაში ქართული ოცნება დაადანაშაულა. ქათამაძე პოლიციამ ადგილიდან მალევე გაიყვანა.

მხარეთა შორის შეხვედრისა და შერიგების მცდელობებს გასულ დღეებშიც ჰქონდა ადგილი, თუმცა უშედეგოდ. დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე ერთ-ერთი ადგილობრივი მესამე მხარის მიერ „დაგეგმილ პროვოკაციაზე“ საუბრობდა.

„შემოვარდა უეცრად ინფორმაცია გურულ მოსახლეობაში, რომ შენდებოდა მეჩეთი, მინარეთი და მიკროფონები, ადგილობრივებთან შეკითხვის გარეშე, თურქული ფულით. იქით მხარეს მივიდა ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ იმ სამლოცველოს დანგრევას ვაპირებდით და ლოცვის აკრძალვას“, – უთხრა ჟურნალისტებს ქრისტიანული თემის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

„აუცილებელია შერიგება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი თანასოფლელები გამოიჩენენ [გონიერებას]… შუღლს და მტრობას არაფერი მოუტანია დღემდე საქართველოსთვის და არც დღეს მოიტანს… ჩემი შვილებისა და ძმა ქრისტიანების სისხლის ფასად არანაირი სამლოცველო და რელიგია არ მიღირს“, – განუცხადა პრესას მუსლიმი თემის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბუკნარში სიმშვიდეა, თუმცა სოფლის ცენტრში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი კვლავაც რჩება.

ასევე წაიკითხეთ:

წყარო: Civil.ge

Now I can look at you in peace; I don't eat you any more :nah:
 

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა