Jump to content
×
×
  • Create New...

საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ მერაბ ჯერანაშვილი აირჩიეს


Recommended Posts

  • ფორუმელი

საპროკურორო საბჭომ 15 იანვარს გამართულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით საბჭოს ახალ თავმჯდომარედ, ორი წლის ვადით, თბილისის პროკურორის მოადგილე და ამავე საბჭოს წევრი მერაბ ჯერანაშვილი აირჩია.

საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მერაბ ჯერანაშვილი ერთადერთი წარდგენილი კანდიდატი იყო და მას 15 წევრიანი საბჭოდან 13-მა მხარი ერთხმად დაუჭირა. დღევანდელ სხდომას საბჭოს ორი წევრი არ ესწრებოდა.

ჯერანაშვილმა ამ თანამდებობაზე ნანა ხუნჯუა შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.

მერაბ ჯერანაშვილი პროკურატურაში 2009 წლიდან მუშაობს. 2014-2016 წლებში იგი საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, 2016 წლიდან დღემდე კი – იგი თბილისის პროკურორის მოადგილეა.

სხვა ფუნქციებთან ერთად, საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებაა კომპეტენციის ფარგლებში გენერალური პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება, ასევე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებაც შედის.

წყარო: Civil.ge

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share