Jump to content
×
×
  • Create New...

არასამთავრობოები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს


Recommended Posts

28698579_1934303889945349_34539726117030

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ. ისინი პირველი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას მოითხოვენ.

მათი თქმით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება  – დისტანცირება, დეზინფექცია, მგზავრთა რაოდენობის და ტრანსპორტში პირბადის ტარების კონტროლი. ასევე, საზ. ტრანსპორტის მუშაკთა უსაფრთხოების დაცვა.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული შეზღუდვები მხოლოდ პრივილეგირებულთა კლასზეა მორგებული და არჩევანს არ უტოვებს საზოგადოების იმ ფენას, რომელიც სასიცოცხლოდაა დამოკიდებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებაზე.

ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას, პირდაპირ დისკრიმინაციის მძიმე ფორმას უწოდებენ მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენის მიმართ:

სახელმწიფო მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომლებიც არ ფლობენ ავტომობილს ეუბნება, რომ არ აინტერესებს და სრულად უგულებელყოფს მის გადაადგილების საჭიროებას.”

___________________________________________

● საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღისთვის ემზადება. უცნობია, როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები

● კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, პირველ თებერვლამდე არ მოიხსნება

● ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ოდნავ მშვიდდება

__________________________________________

მათი განცხადებით, ეს მიდგომა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის თბილისის მერიის ურბანული ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიასთან, რომლის თანახმად, პრიორიტეტი ენიჭება ქვეითს, ველოსიპედს, საზ. ტრანსპორტს და მხოლოდ შემდეგ კერძო ავტომობილს.

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური დისტანციის დაცვა და ვირუსის გადაცემის კონტროლი რთული გამოწვევაა, ეს სრულიად არ ამართლებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას – წერენ არასამთავრობოები.

მიმართვას 7 ორგანიზაცია აწერს ხელს:

“თბილისის ველომოყვარულთა კლუბი”, ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”, არასამთავრობო ორგანიზაცია “იარე ფეხით”, “ურბანული ლაბორატორია”, მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავ”, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე პოლუსი”.

 

წყარო: JAMnews

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share