Jump to content
×
×
  • Create New...

2020 წელს უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა წინა წელთან შედარებით 8 პროცენტით იმატა


Recommended Posts

72879423_2874394729255445_79292630945287

2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 199,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე 15,9%-ით მეტია, ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საერთო ჯამში კი, 2020 წელს უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა წინა წელთან შედარებით 8 პროცენტით იმატა და სარეკორდო, 1,88 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 ქვეყნებზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთლიანი ფულადი გზავნილების 95.0% მოდიოდა.

ქვეყნები, საიდანაც დეკემბრის პერიოდში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა:

● რუსეთი – 40,71 მილიონი აშშ დოლარი;

● იტალია – 31,82 მილიონი აშშ დოლარი;

● საბერძნეთი – 22,42 მილიონი აშშ დოლარი;

● აშშ – 22,31 მილიონი აშშ დოლარი;

● ისრაელი – 15,52 მილიონი აშშ დოლარი;

● თურქეთი – 9,90 მილიონი აშშ დოლარი;

● უკრაინა – 9,51 მილიონი აშშ დოლარი;

● გერმანია – 8,32 მილიონი აშშ დოლარი;

● აზერბაიჯანი – 5,79 მილიონი აშშ დოლარი;

● ესპანეთი – 4,76 მილიონი აშშ დოლარი;

● საფრანგეთი – 3,23 მილიონი აშშ დოლარი; ●

● ყაზახეთი – 2,85 მილიონი აშშ დოლარი;

● პოლონეთი – 2,64 მილიონი აშშ დოლარი;

● ბრიტანეთი – 1,96 მილიონი აშშ დოლარი;

● ირლანდია – 1,92 მილიონი აშშ დოლარი;

● კანადა – 1,76 მილიონი აშშ დოლარი;

● ყირგიზეთი – 1,47 მილიონი აშშ დოლარი;

● სომხეთი – 1,20 მილიონი აშშ დოლარი;

● კვიპროსი – 1,12 მილიონი აშშ დოლარი.

_____________________________________________

● საქართველო Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში

● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს

● “საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა

_____________________________________________

ამასთან ერთად, 2020 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.7 მლნ აშშ დოლარი (81.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის დეკემბერის (25.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.

“ბოლო ათი წლის განმავლობაში უცხოეთში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა გადმორიცხეს 14,3 მილიარდი დოლარი. ეს ზუსტად იმდენივეა, რამდენიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ამავე პერიოდში. ეს არის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის ერთი წლის განმავლობაში. ათი წლიდან ერთი წელიწადი ქვეყანა ამ ადამიანებმა შეინახეს. ლარი რომ უარეს დღეში არაა, ამასაც მათ უნდა ვუმადლოდეთ. ორივე ქვეყანაში ქმნიან სიმდიდრეს, აქაც და იქაც. არაა ეს ცალმხრივი პროცესი“, – წერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე.

Screen-Shot-2021-01-15-at-15.44.58.png

წყარო: JAMnews

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share