ფორუმელი Mulan Posted 15 იანვარი, 2021 Posted 15 იანვარი, 2021 შემადგენლობა: 0.5 ლ წყალი 3-4 ს.კ ფქვილი 0.5 ჩ.ჭ შაქარი 1 ქილა შესქელებული რძე 200-250 გრ კარაქი ვანილი მომზადება: შაქარი და ფქვილი აურიეთ, გახსენით წყალში, დადგით ნელ ცეცხლზე და მოხარშეთ. განუწყვეტლივ ურიეთ, ფქვილის გემო რომ დაეკარგება, დაამატეთ ვანილი, გააცივეთ. შესქელებული რძე და კარაქი ათქვფიეთ შესქელებაბამდე, მცირე ულუფებით დაამატეთ მოხარშულ კრემს და ათქვიფეთ. X წაიკითხეთ სხვაც კაკაოიანი კექსი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 15 იანვარი, 2021 Posted 15 იანვარი, 2021 ჩემებურ გამოცდილ კრემს დავწერ, რომელსაც შუს და ეკლერს ვუკეთებ. მასალა: 3 სუფრის კოვზი ფქვილი 200 გრამი შაქარი 1 კვერცხის გული რძე ნახევარი ლიტრი 200 გრამი კარაქი ვანილი მომზადება: შაქარი და ფქვილი ავურიოთ ერთმანეთში, დავასხათ რძე და დაბალ ცეცხლზე მოვამზადოთ მოხარშული კრემი(გაზზე აუცილებელია გამანაწილებელი), მუდმივად ვურიოთ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გამოვრთათ გაზი და მაშინვე შევათქვიფოთ ცხელს კვერცხის გული. დავდგათ გასაციებლად. პარალელურად ამოვიყვანოთ ოთახის თემპერატურის კარაქი და ამავე ტემპერატურამდე მიყვანილი კრემი ნელ-ნელა ჩავუმატოთ. კარგად ავთქვიფოთ და დავუმატოთ ვანილი. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 15 იანვარი, 2021 Posted 15 იანვარი, 2021 რამე ჩამიკრემეთ და დამპატიჟეთ რა სადმე პარკში სკამზე მაინც დამიდეთ, წადით და მერე ავიღებ, თუ ვირუსის გეშინიათ ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა