Jump to content
×
×
  • Create New...

კაი კომბოსტო როგორ ჩავამწნილო? :დ


Recommended Posts

  • ფორუმელი
On 1/14/2021 at 5:19 PM, marguerite said:

@Harry Potter

დედაჩემის რეცეპტს გეტყვი, კი გამოდის ხრამუნა, წითელი და უგემრიელესი

კომბოსტო

ჭარხალი(რაც მეტი იქნება მით უფრო წითელი გამოვა)

მარილი

დაფნა ნიახური

მწარე წითელი წიწააკა

ნიორი

(ყველაფერს იღებს თვალის ზომით)

კომბოსტოს ზედა რამდენიმე ფოთოლი შემოვაცალოთ. გავჭრათ 4-6 მსხვილ ნაჭრად. ჭარხალი თხელ ფირფიტებად დავჭრათ.
ემალის ან შუშის ჭურჭელში, ძირზე დავალაგოთ ნიახური, ნივრის კბილები, ჭარხლის ნაწილი, დაფნა, წიწაკა. დავამატოთ კომოსტოს ნაჭრები. შემდეგ ისევ ნიახური, ნიორი, წიწაკა, ჭარხალი, დაფნა და ასე ბოლომდე, სანამ კომბოსტო გვეყოფა.
მდუღარე წყალში გავხსნათ მარილი. ხსნარი მლაშე უნდა იყოს, როგორც ზღვის წყალი. გავაგრილოთ და დავასხათ კომბოსტოს, ისე რომ დაფაროს. ზემოდან დავადოთ ჭურჭელზე ნაკლები დიამეტრის სახურავი და დავადოთ სიმძიმე. 7-10 დღეში მწნილი მზადაა.

 

წიწაკა რათ უნდა 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Dude

გაოცდები და სიმწარისთვის , ასევე გემოსთვის

Edited by marguerite

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

არასდროს მომენატრება მწნილი

არ მომნატრებია

ან მჟავე რამე

ან ცხარე

მხოლოდ ტკბილი მენატრება მე

და ხაჭაპური კიდევ

:wtf:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share