Jump to content
×
×
  • Create New...

ქვეყნის პირველი პირები რელიგიური ტოლერანტობის მნიშვნელობაზე საუბრობენ


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13 იანვარს გურიაში რელიგიურ ნიადაგზე „მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას“ გამოეხმაურა და თქვა, რომ „არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა“.

პრეზიდენტმა მომხდარს „სამწუხარო ფაქტი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ „ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება“.

„საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის  ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას“, – დაამატა მან.

ბუკნარის დაპირისპირებას გუშინ თბილისის მერი და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძეც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს  მოქალაქეების  რელიგიური  თუ  ეთნიკური  განსხვავებულობა  არის  სწორედ  ჩვენი  ქვეყნის  უდიდესი  სიმდიდრე  და  სიამაყე“.

„საუკუნეების  მანძილზე  ერთად  ვცხოვრობთ   და  ერთად  ვქმნით  ჩვენი  ქვეყნის  მომავალს  სხვადასხვა  რელიგიისა  და  ეთნოსის  წარმომადგენლები  და  ეს  მშვიდობიანი  თანაცხოვრება  არასდროს  დადგება  ეჭვქვეშ“, – თქვა დედაქალაქის მერმა.

მისივე შეფასებით, „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ არა მხოლოდ „კანონისა და კონსტიტუციის უგულვებელყოფა“, არამედ „საკუთარი  წინაპრების  შეურაცხყოფა  და  ქვეყნის  მომავალზე  უარის  თქმა“ იქნება.

მედიის ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში 12 იანვარს ადგილობრივებს შორის რელიგიურ ნიადაგზე მომხადარი დაპირისპირების დროს 3 მოქალაქე დაშავდა. ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან თემებს შორის უთანხმოება თითქმის ერთი თვეა გრძელდება. ქრისტიანული თემის წარმომადგენლები სოფელში მეჩეთის მოწყობას ეწინააღმდეგებიან.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

იქნება უშიშროებაც აგემუშავებინათ ლაპარაკის გარდა?

რატომ არ აგდიან ის ხალხი უშიშროების იზოლატორში  ვინც ქობულეთიდან და ბათUმიდან დაეთრევა მანდ პროვოკაციებისთვის?

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share