Jump to content
×
×
  • Create New...

„ამ შემთხვევაში შეიძლება სკოლებისა და ბაღების გახსნის მიმართულებით ფიქრი“


Moor
 Share

Recommended Posts

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, ახლანდელი ეპიდსიტუაცია არ არის საიმედო, მაგრამ არის ერთი მოცემულობა, რა შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება, რომ მთავრობამ სკოლების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებაზე მუშაობა დაიწყოს.

„ჯერჯერობით, სამწუხაროდ, სკოლებისა და ბაღების გახსნისთვის ეპიდემიური სურათი არ არის კეთილსაიმედო. ამდენად, ამას კიდევ უნდა დავაკვირდეთ. ბევრი ქვეყანა სკოლებისა და ბაღების გახსნის გადაწყვეტილებას იღებს ისევ და ისევ დადებითობის მაჩვენებლის საფუძველზე, თუ ეს არის 5 პროცენტზე ნაკლები, 3 პროცენტი მაინც უნდა იყოს, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ სკოლებისა და ბაღების გახსნაზე და როგორც კი მივუახლოვდებით ამ მაჩვენებლს, შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ მიმართულებით ფიქრი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნის გეგმაზე კითხვას 13 იანვარს უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამავე თემაზე:

როდის და როგორ განახლდება სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის მეორე სემესტრიდან? – რა ვიცით ამ დროისთვის

„შეზღუდვების მოხსნისას სწორედ სკოლები უნდა გაიხსნას უპირველეს ყოვლისა, დახურვის საფასური გამანადგურებელია“

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share