Jump to content
×
×
  • Create New...

რუსი ოპოზიციონერი ნავალნი რუსეთში ბრუნდება, სადაც შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

Screen-Shot-2021-01-13-at-3.25.34-PM.png

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც მოწამლვის შემდეგ გადარჩა და მკურნალობას გერმანიაში გადიოდა, განაცხადა, რომ  მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდება.

კითხვადავბრუნდე თუ არაჩემს წინაშე არასდროს მდგარა. იმიტომ, რომ ჩემი ნებით არ წამოსულვარ. მე გერმანიაში რეანიმაციაში მოვხვდი ერთი მიზეზის გამო: ჩემი მოკვლა უნდოდათ”, – დაწერა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელებში.

აგვისტოდან ნავალნი გერმანიაში იმყოფება, სადაც იგი რუსეთის ქალაქ ომსკიდან გადაიყვანეს. რამდენიმე ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ნავალნი “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური მომწამლველი საშუალებით მოიწამლა. ბერლინის კლინიკა “Charite” – ში მკურნალობის შემდეგ ნავალნი გერმანიაში რეაბილიტაციას გადიოდა.

ნავალნიმ მკვლელობის მცდელობაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა კი მოწამლვაში სავარაუდო მონაწილე პირების ვინაობა დაადგინა, რომლებიც რუსეთის ფედერალური უშიშროოების სამსახურის თანამშრომლები აღმოჩნდნენ.



რუსეთის ხელისუფლება მოწამლვას არ იძიებს და რაიმე კავშირს ინციდენტთან უარყოფს.

ნავალნის დაპატიმრება ემუქრება?

ამასთან, რუსეთში ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის წინააღმდეგ ცილისწამების ფაქტზე. ამ მუხლით მას ჯარიმა და ორას ორმოც საათამდე სავალდებულო სამუშაოები ემუქრება.

ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კი მოითხოვა, რომ სასამართლომ პოლიტიკოსი 3,5 წლით კოლონიაში გაუშვას 2014 წლის სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ის პირობითად იქნა გასამართლებული. დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერის გერმანიაში გამგზავრება პირობითი მსჯავრის პირობებს არღვევს.

დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნავალნის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრა – ანტიკორუფციული ფონდიდან თანხების გაფლანგვაზე. ამ მუხლით მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რას ამბობს ამაზე ნავალნი

თავად პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ გამოძიება მის წინააღდეგ იმისთვის დაიწყო, რომ ქვეყანაში მისი დაბრუნება არ დაუშვან.

პუტინი, რომელმაც ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა, თავის ბუნკერში  ყვირის და თავის მსახურებს ეუბნება, ყველაფერი გააკეთონ, რომ არ დავბრუნდე. მსახურები ჩვეულებისამებრ იქცევიან: ჩემს წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეებს თხზავენ. მაგრამ რას არ უნდა აკეთონ, ჩემთვის ეს საინტერესო არაა. რუსეთი ჩემი ქვეყანაა, მოსკოვი ჩემი ქალაქია და მე ისინი მომენატრა, – განაცხადა ნავალნიმ 13 იანვარს

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   214 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 213 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • ASIA
    • YandexBot(22)
    • Facebookexternalhit(2)
    • Googlebot(1)