Jump to content
×
×
  • Create New...

რა ელით პედაგოგებს, რომლებიც ელექტრონულ ჟურნალს დათქმულ ვადაში ვერ შეავსებენ


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

მასწავლებლებს ორი დღე რჩებათ იმისთვის, რომ ელექტრონულ ჟურნალში მონაცემები ასახონ, გარკვეული ხარვეზების გამო ჟურნალის შევსების ვადამ რამდენჯერმე, ჯერ 12 იანვრამდე, მოგვიანებით კი -15 იანვრამდე გადაიწია.

პედაგოგების დიდ ნაწილს ელექტრონულ ჟურნალში მონაცემები დაუბალანსდა და პრეტენზიები აღარ აქვს. თუმცა ის პირები, რომლებსაც ნიშნების შეტანასა თუ კლასების გამოჩენაზე კვლავ პრობლემები აქვთ, შიშობენ რომ დათქმულ ვადაში შესაძლოა ცვლილებების ასახვა ვერ შეძლონ. პედაგოგების შფოთვის საფუძველი ისიც გახდა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა სკოლებს იმ პედაგოგების სიები გადაუგზავნეს, რომლებმაც ელექტრონული ჟურნალები არ შეავსეს.

როგორც აღმოჩნდა, ამ სიებში დაწყებითი საფეხურის პედაგოგებიც მოხვდნენ, რომლებსაც ქულების დაწერა არ ევალებათ. მათთვის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) დამატებითი განმარტება გააკეთა.

„სკოლებს მოუვიდა წერილი სადაც მიბმულია იმ მასწავლებლების მონაცემები, რომლებსაც ელექტრონული ჟურნალი არ შეუვსიათ და ითხოვენ სასწრაფოდ შევსებას. სადაც ნიშნები იწერება იმ კლასებში კი ბატონო, გასაგებია, რომ მასწავლებლებმა უნდა შეიტანონ ნიშნები, მაგრამ დაწყებითებში, არჩევითებში და სპორტში, სადაც ნიშნები არ იწერება, იქ არების გარდა რა უნდა შეიტანონ მასწავლებლებმა?  P.S. განმავითარებელი კომენტარის ველი არ მუშაობს“, – აცხადებს ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენელი.

EMIS-ის განცხადებით, წერილი დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს არ ეხებოდა. „ის წერილი, რომელიც გადმოგეგზავნათ რესურსცენტრების მიერ არ ეხებათ იმ დაწყებით კლასებს, რომლებიც აწარმოებთ მხოლოდ აღრიცხვას. წერილი ეხება იმ საფეხურებს, სადაც იწერება განმსაზღვრელი შეფასებები“, – ნათქვამია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განმარტებაში.

სასკოლო ჟურნალის წარმოების წესი მატერიალურსა და ელექტრონული ჟურნალის შეფასებას შორის განსხვავების უპირატესობას განსაზღვრავს და მიმდინარე სასწავლო წელს ეს უპირატესობა მატერიალურს აქვს. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასწავლებელს ელექტრონული ჟურნალის ხარვეზებით წარმოების გამო, რაიმე სახის სანქცია დაეკისროს.

ზოგადად, სკოლების შინაგანაწესში არსებობს ჩანაწერი, რომ დოკუმენტის არასწორად წარმოების ან არწარმოების გამო, პირველ ეტაპზე შესაძლებელია შენიშვნის გამოცხადება. შემდეგ ჯერზე  საკითხი უნდა განიხილოს დისციპლინურმა კომიტეტმა და  შესაძლებელია დირექტორმა მასაწავლებელს დააკისროს სახდელი, თუმცა დაკონკრეტებული არაა, რომ ეს დოკუმენტი უნდა იყოს ელექტრონული ჟურნალი.

ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პროცესი საჯარო სკოლებში საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს და ამ ეტაპზე მატერიალურ ჟურნალთან პარალელურად იწარმოება.2021-2022 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მატერიალური ჟურნალი აღარ იარსებებს.

ამავე თემაზე:

სკოლის დირექტორი: ნიშნის „არასწორად“ დაანგარიშების პრობლემა ძირითადად შემაჯამებელი დავალების ზედმეტად ჩანიშვნით ​იყო გამოწვეული

როგორ (ვერ) მუშაობს უკვე სავალდებულო ელექტრონული ჟურნალი სკოლებში

ელექტრონული ჟურნალის წარმოებას სკოლები წელს დაიწყებენ, 2021-2022 სასწავლო წლისთვის კი სასკოლო ჟურნალი სულ გაუქმდება

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share