Jump to content
×
×
  • Create New...

რა გეგმა აქვს მთავრობას სკოლებისა და ბაღების გახსნის შესახებ? – ჯანდაცვის მინისტრის პასუხი


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, კითხვაზე, თუ როდის შეძლებენ ბაღებისა და სკოლების გახსნას პასუხობს, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას არ იძლევა. ამის შესახებ მან მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება სკოლებს და ბაღებს ეს ნამდვილად გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი, ვინაიდან ჩვენ არამხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ხშირად ვსაუბრობთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიცემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნება და აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს, თუმცა გვაქვს უკვე გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალება, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეძლება გაიხსნას სკოლები. თუმცა როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან ყველა ის პირობა იქნება უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   23 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 23 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(2)