Moor Posted 13 იანვარი Posted 13 იანვარი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა პროფესიონალი კადრების სიმცირეა და სწორედ მისი გადაჭრისთვის დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ განათლების რეფორმა. „ევოლუცია და არა რევოლუცია, ევოლუციურად უნდა განვითარდეს საზოგადოება და ეს პროცესი ხდება ახლა ზუსტად.. ყველა ხელმოცარული პოლიტიკაში მოდის სამწუხაროდ, ჰგონიათ ყველაზე იოლი პროფესია ესაა, მოდის და ყვირილს იწყებს. სამწუხარო რეალობაა, ჩვენ არც ერთი მიმართულებით პროფესიონალები არ გვყოფნის, ყველაზე დიდი ტრაგედია სწორედ ესაა ჩვენი. ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ და განათლების რეფორმაზე ამხელა ნაბიჯი გადავდგით ეს გმირობის ტოლფასია, რა თქმა უნდა, და ის გუნდმა შეძლო იმ წლების მერე რაც ხდებოოდა და ჩვენ ამხელა რესურსი შესაძლებელია განათლებაზე მივმართოთ, ეს შეიძლება იყოს ხსნა ჩვენი ისტორიული წარსულისთვის და გაგვიჩნდეს რეალური, ძალიან წარმატებული მომავალი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. ყოფილმა პრემიერმა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის და საჯარო ფიგურის რანგში ეს მისი ბოლო ინტერვიუ იყო. განათლების სფეროში ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება, რომლის მშენებლობის და აღჭურვის პროცესს ფონდი „ქართუ“ დღემდე ახორციელებს. შეცვალა თუ არა მისი გეგმები კონკრეტულად უნივერსიტეტთან დაკავშირებით, ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილს განცხადება არ გაუკეთებია და არც მის მიერვე გამოქვეყნებულ წერილში ყოფილა საუბარი. Now I can look at you in peace; I don't eat you any more Share on other sites
ფორუმელი Seth Posted 13 იანვარი Posted 13 იანვარი 8 საათის წინ, Moor said: ქვეყნის მთავარი პრობლემა პროფესიონალი კადრების სიმცირეა აბა რა, არ აქვს ჩვენს განათლების სისტემას დუნდუების და მდინარძეების გამოჭედვის თავი/შესაძლებლობა Share on other sites
Lollygag Posted 15 იანვარი Posted 15 იანვარი სანამ მასწავლებლობა პრესტიჟული პროფესია არ გახდება -ვითომ რომელიმე განათლების რეფორმას აქვს აზრი? Share on other sites
Recommended Posts
შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია
დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო
რეგისტრაცია
შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო
რეგისტრაციაავტორიზაცია
Already have an account? Sign in here.
შესვლა