Jump to content
×
×
  • Create New...

„შეზღუდვების მოხსნისას სწორედ სკოლები უნდა გაიხსნას უპირველეს ყოვლისა, დახურვის საფასური გამანადგურებელია“


Moor
 Share

Recommended Posts

კორონავირუსის პანდემიის გამო, სკოლების დახურვის საფასური გამანადგურებელია, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის – იუნისეფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰენრიეტა ფორემ განაცხადა.

მისი თქმით, სკოლების დახურვა ნიშნავს, რომ მსოფლიოში მოსწავლეების მესამედს დისტანციურ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდება.

„სკოლების დახურვის ბავშვებზე ზემოქმედების უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად და იმის მზარდი მტკიცებულებების მიუხედავად, რომ სკოლები არ წარმოადგენს პანდემიის მამოძრავებელ ძალას, ზედმეტად ბევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, სკოლები დაეხურა, ზოგიერთმა თითქმის ერთი წლით“, – განაცხადა იუნისეფ-ის ხელმძღვანელმა.

ჰენრიეტა ფორეს განცხადებით, ბავშვების ჯანმრთელობა, განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა რისკის წინაშეა. მისი თქმით, სკოლების დახურვა უნდა იყოს უკანასკნელი ზომა მას შემდეგ, რაც ყველა დანარჩენი ვარიანტი განხილულია.

ჰენრიეტა ფორეს თქმით, დაზარალდა ბავშვების წერის, კითხვის, საბაზისო მათემატიკური უნარები.

იუნისეფ-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნისას სწორედ სკოლები უნდა გაიხსნას უპირველეს ყოვლისა. ამასთან, ის საჭიროდ მიიჩნევს, რომ პრიორიტეტული ყურადღება მიექცეს დამატებით გაკვეთილებს, რათა არ ჩამორჩნენ ის ბავშვები, რომლებმაც დისტანციურად სწავლა ვერ შეძლეს.

„ბავშვები სკოლების კიდევ ერთი წლით დაკეტვის წინაშე თუ აღმოჩნდებიან, ამის შედეგებს მომავალი თაობები იგრძნობენ“, – აღნიშნა ჰენრიეტა ფორემ.

წყარო: 1tv

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share