ფორუმელი Moor Posted 13 იანვარი, 2021 Posted 13 იანვარი, 2021 კორონავირუსის პანდემიის გამო, სკოლების დახურვის საფასური გამანადგურებელია, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის – იუნისეფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰენრიეტა ფორემ განაცხადა. მისი თქმით, სკოლების დახურვა ნიშნავს, რომ მსოფლიოში მოსწავლეების მესამედს დისტანციურ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდება. „სკოლების დახურვის ბავშვებზე ზემოქმედების უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად და იმის მზარდი მტკიცებულებების მიუხედავად, რომ სკოლები არ წარმოადგენს პანდემიის მამოძრავებელ ძალას, ზედმეტად ბევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, სკოლები დაეხურა, ზოგიერთმა თითქმის ერთი წლით“, – განაცხადა იუნისეფ-ის ხელმძღვანელმა. ჰენრიეტა ფორეს განცხადებით, ბავშვების ჯანმრთელობა, განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა რისკის წინაშეა. მისი თქმით, სკოლების დახურვა უნდა იყოს უკანასკნელი ზომა მას შემდეგ, რაც ყველა დანარჩენი ვარიანტი განხილულია. ჰენრიეტა ფორეს თქმით, დაზარალდა ბავშვების წერის, კითხვის, საბაზისო მათემატიკური უნარები. იუნისეფ-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნისას სწორედ სკოლები უნდა გაიხსნას უპირველეს ყოვლისა. ამასთან, ის საჭიროდ მიიჩნევს, რომ პრიორიტეტული ყურადღება მიექცეს დამატებით გაკვეთილებს, რათა არ ჩამორჩნენ ის ბავშვები, რომლებმაც დისტანციურად სწავლა ვერ შეძლეს. „ბავშვები სკოლების კიდევ ერთი წლით დაკეტვის წინაშე თუ აღმოჩნდებიან, ამის შედეგებს მომავალი თაობები იგრძნობენ“, – აღნიშნა ჰენრიეტა ფორემ. წყარო: 1tv Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა