ფორუმელი Moor Posted 12 იანვარი, 2021 Posted 12 იანვარი, 2021 პოლიტიკიდან წასვლამდე პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების უმეტესი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც მასვე ეკუთვნის. ბიძინა ივანიშვილი გამოცემა Entrepreneur-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში – რომლის სათაურია “რასაცა გასცემ შენია” – საუბრობს მისი ქონების დიდი ნაწილის საკუთარ საქველმოქმედო ორგანიზაციის ბალანსზე გადატანაზე. ______________________________________________________________________________ ● ყოფილი პრემიერი, მოქალაქე, მილიარდერი. ივანიშვილი ამბობს, რომ საბოლოოდ წავიდა პოლიტიკიდან ● ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. რა წერია მის გამოსამშვიდობებელ წერილში ______________________________________________________________________________ მისი თქმით, 1.5 მილიარდი დოლარი, რომელშიც მანს ფონდს გადასცა, “სრულად დაიხარჯება ქველმოქმედებაში”. როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, მან ცოლთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო ან სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული, გადაეცათ ფონდისთვის იმ პირობით, რომ საქველმოქმედო პროფილი არ შეიცვლებოდა. აქტივს ასევე გადაეცემა ივანიშვილის მილიონობით ღირებულების ნახატების კოლექცია. ამავდროულად, აქტივების მიზანი “არ შეიძლება შეიცვალოს” მენეჯმენტის ან გასხვისების პროცესში: “არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნეს–პროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია”. ივანიშვილის თქმით, მისი და მისი მეუღლის განკარგულებაში ამჟამად 200 მილიონი დოლარია, რაც ამ ერთნახევარი მილიარდის გარდა არსებობდა, როგორც უფასო სახსრები. “ჩემს შვილებს ვტოვებ იმდენი ფული, რამდენიც მათ სჭირდებათ, რათა არ დაკარგონ მოტივაცია, შექმნან რაიმე ახალი, სრულად გააცნობიერონ და განავითარონ საკუთარი თავი, რისთვისაც ცხოვრება დივიდენდების იმედით შეიძლება ხელისშემშლელიც კი იყოს ”, – ამბობს ივანიშვილი. იგი ასევე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებულ ბიზნესპროექტებსა და მათში განთავსებულ კაპიტალს საკრედიტო თუ სხვა სახის ტვირთისგან გაათავისუფლებს, ასევე გადასცემს საქველმოქმედო ფონდს. ივანიშვილმა გამოცემასთან საუბარში უარი თქვა ამჟამინდელი კაპიტალის დასახელებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ მრავალი წლის განმავლობაში არ უთანამშრომლია ფორბსისა და ბლუმბერგის გამომცემლობებთან და ამიტომ არ იცის, თუ რა კრიტერიუმებით განსაზღვრავენ მის ქონებრივ მდგომარეობას. ამ წამყვანი ეკონომიკური გამოცემების თანახმად, ივანიშვილის ქონება 5 მილიარდიდან 7 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. იმავდროულად, ივანიშვილს მიაჩნია, რომ სინამდვილეში მისი ფინანსები გაცილებით ნაკლებია. ჟურნალისტის კითხვაზე, უხერხულია თუ არა ის ფაქტი, რომ ეს ავტორიტეტული გამოცემები, მისი “პასიურობის” გამო, მრავალი წლის განმავლობაში არაზუსტ ინფორმაციას აქევყნებდნენ, ივანიშვილი პასუხობს, რომ “იგი ამას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს”. მედიის ცნობით, ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდს ათობით სავაჭრო და ტურისტული ობიექტი, ოფისი და მიწის ნაკვეთი გადასცა. აქტივების ჩამონათვალში ასევე შედის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრი სოლოლაკში და ბანკი ქართუს შენობა ჭავჭავაძის გამზირზე. გამოცემა „ქართუ ფონდისთვის“ გადაცემული ქონების სიას აქვეყნებს: 1. შპს თბილისი სითი (ცეკავშირი) 2. შპს სოლოლაკი რაიზი (პროექტი სოლოლაკი) 3. შპს სოლოლაკი ჰილს 4. შპს თაბორი რიზორთსი (თაბორი, გოლფი) 5. შპს ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი (საბაგიროები) 6. შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი) 7. შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი) 8. შპს ბიზნეს დეველოპმენტი (ციხისძირი) 9. შპს სისაიდი (ჩაქვი) 10. შპს ბლექსი რიზორთსი (შეკვეთილის სასტუმრო პარაგრაფი) 11. შპს ბლექ სი რივიერა (განმუხური/ანაკლია) 12. შპს ცისარტყელა (წილის 51%, აბასთუმანი) 13. შპს „ბიზნესცენტრი“ 14. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, 300 არაგველის ქუჩაზე 15. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N39ა-ში 16. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ 17. „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, ცხვედაძის ქუჩის მიმდებარე ფერდობი 18. შპს „ბურჯი“ 19. შპს „ელიტა ბურჯი“ და ისანი ქართუს ტერიტორია 20. შპს „ელიტა ბურჯი“ 21. სს „ლაგუნა ვერე“-ს ტერიტორია და შპს კოსტავას 69 22. შპს „სი ვიუ რესორთ“ 23. სს „ბოლნისის ტუფი“ 24. სს „დიდველი“-ს მიწის ნაკვეთები 25. სს „ბანკი ქართუ“ 26. სს დაზღვევის კომპანია „ქართუ“ დამატებითი ქონების სია: გამოცემის ინფორმაციით, გადაცემის პროცესშია: კომპლექსი დაბა ბაკურიანში – 7 625 (ქონების ფართი) – 88 801 (მიწის ნაკვეთის ფართი); შპს სასტუმრო სიღნაღში – (წილის 70%). რას ამბობენ ოპოზიციაში ოპოზიციაში არ სჯერათ, რომ ივანიშვილმა საკუთარი სახსრების უდიდესი ნაწილი მართლა ქველმოქმედებისთვის მიმართა და ამ ყველაფერს სანქციების შიშით ხსნიან. მათი თქმით, ივანიშვილმა ფული ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიტანა და ამას ქველმოქმედებასთან საერთო არაფერი აქვს. “ყველაფერი, რაც ივანიშვილმა გააკეთა, გამოიყენა პოლიტიკური აქტიურობისთვის, ამიტომ მე არ მჯერა მისი ქველმოქმედების – ეს უფრო ჰგავს ქონების დაცვას“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე, პარტია “ერთიანი საქართველოს” ლიდერი. “მას შეიძლება ეშინოდეს გარკვეული სანქციების, შეიძლება არ უნდა გაიგივებული იყოს პირდაპირ ამ ქონებებთან, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მარჯვნიდან მარცხენა ჯიბეში გადადებას ჰგავს ამ ქონების გადაცემა“, – აცხადებს “სტრატეგია აღამაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა