Jump to content
×
×
  • Create New...

„2020 წელს განრიდებული 298 არასრულწლოვნიდან განმეორებითი დანაშაული მხოლოდ 6-მა ჩაიდინა“


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამის შედეგების თანახმად, განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემებით დადებითია.

ამის შესახებ მან საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენილი ანგარიშის ფარგლებში ისაუბრა, სადაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხსაც შეეხო.

„განრიდება-მედიაციის პროგრამის ეფექტიანობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი განრიდების ხელშეკრულების პირობების დარღვევა და განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელია. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, განრიდებული 298 არასრულწლოვნიდან მხოლოდ ექვსმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისივე თქმით, მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ პროკურორები არასრულწლოვნის მიმართ განრიდების გადაწვეტილებას დროულად იღებენ, დაბალია სასამართლოდან საქმეთა განრიდების მიზნით დაბრუნების მაჩვენებელი.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არსებული ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებების ეფექტური გამოყენებაა. ამ მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა გაზარდა არასრულწლოვანთა და 18-დან 21 წლამდე ასაკის პირთა განრიდების მაჩვენებელი, რაც არასრულწლოვნის საჭიროებებზე ორიენტირებას და პროცესში დაზარალებულის აქტიურ მონაწილეობას უწყობს ხელს“, – აღნიიშნა ირაკლი შოთაძემ.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   229 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 229 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(2)