ფორუმელი Moor Posted 12 იანვარი, 2021 Posted 12 იანვარი, 2021 “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს „გლობალიზაცია და ბიზნესი“ (www.eugb.ge), ცნობილი ევროპული ბაზის „Index Copernicus“ (https://journals.indexcopernicus.com/search/form) იმპაქტ-ფაქტორი მიენიჭა. როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, ეს მიუთითებს, რომ წინა წლების მაჩვენებელთან შედარებით ჟურნალისა და მისი ავტორების მიმართ საერთაშორისო ინტერესი და ცნობადობა გაზრდილია. ჟურნალი “გლობალიზაცია და ბიზნესი” “ევროპის უნივერსიტეტის” გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტისა და “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის თანამშრომლობით ჩამოყალიბდა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, მეცნიერთა კვლევებისა და სპეციალისტთა პრაქტიკული საქმიანობის შედეგების საფუძველზე, პერიოდულად გამოიცემა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა