ფორუმელი Moor Posted 12 იანვარი, 2021 Posted 12 იანვარი, 2021 ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებების განხორცილება მასწავლებლების მიერ15 იანვრამდე იქნება შესაძლებელი. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გადაწყვეტილებით, ცვლილებებისთვის ბოლო ვადამ უკვე მესამედ გადაიწია, აქამდე არსებული გადაწყვეტილებით კი პედაგოგებს ბოლო ცვლილების განხორცილება ელექტრონულ ჟურნალში 12 იანვრის ჩათვლით შეეძლოთ. პირველი სემესტრის დასრულებისთანავე მასწავლებლები საუბრობდნენ, რომ ელექტრონულ ჟურნალში ხარვეზების გამო შემაჯამებელი ქულების შეტანა უჭირდათ. საპილოტე რეჟიმში მიმდინარე პროექტს რომ ხარვეზები აქვს, ამას სამინისტროც აღიარებს. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პედაგოგებს ინსტრუქციას სთავაზობს, რისი საშუალებითაც ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებების შეტანას შეძლებენ. „გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის ელექტრონული ჟურნალი საპილოტე რეჟიმში დანერგილია ყველა საჯარო სკოლაში და არსებობდა ფუნქციონალთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები, მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მთელი სემესტრის განმავლობაში დაწერილი შეფასებები ასახონ ელექტრონულ ჟურნალში“, – ნათქვამია უწყების წერილში, რომელიც პედაგოგებმა მიიღეს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა