Jump to content
×
×
  • Create New...

მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებების შეტანის ვადა კიდევ გაუხანგრძლივდათ


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებების განხორცილება მასწავლებლების მიერ15 იანვრამდე იქნება შესაძლებელი.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გადაწყვეტილებით, ცვლილებებისთვის ბოლო ვადამ უკვე მესამედ გადაიწია, აქამდე არსებული გადაწყვეტილებით კი პედაგოგებს ბოლო ცვლილების განხორცილება ელექტრონულ ჟურნალში 12 იანვრის ჩათვლით შეეძლოთ.

პირველი სემესტრის დასრულებისთანავე მასწავლებლები საუბრობდნენ, რომ ელექტრონულ ჟურნალში ხარვეზების გამო შემაჯამებელი ქულების შეტანა უჭირდათ.

საპილოტე რეჟიმში მიმდინარე პროექტს რომ ხარვეზები აქვს, ამას სამინისტროც აღიარებს. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პედაგოგებს ინსტრუქციას სთავაზობს, რისი საშუალებითაც ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებების შეტანას შეძლებენ.

„გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის ელექტრონული ჟურნალი საპილოტე რეჟიმში დანერგილია ყველა საჯარო სკოლაში და არსებობდა ფუნქციონალთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები, მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მთელი სემესტრის განმავლობაში დაწერილი შეფასებები ასახონ ელექტრონულ ჟურნალში“, – ნათქვამია უწყების წერილში, რომელიც პედაგოგებმა მიიღეს.

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share