Jump to content
×
×
  • Create New...

რუსული ფეიკების ტოპ-შვიდეული – ევროპელი ექსპერტების მიმოხილვა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ba32dee92e704f199ff300650c2c3be2.jpg

ევროკომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფმა East Stratcom  გასული წელი კრემლთან დაახლოებული რუსული მედიის მიერ გავრცელებული ფეიკების რეიტინგით შეაჯამა. ეს  მიმოხილვა რუსულმა გამოცემა  “ნოვაია გაზეტამგაანალიზა.

ექსპერტების სამუშაო ჯგუფი East Stratcom ევროკავშირის ქვეყნების მტავრობების გადაწყვეტილებით 2015 წელს შეიქმნა. მისი მთავარი ფუნქციაა წინააღმდეგობა გაუწიოს დეზინფორმაციულ კამპანიებს რუსეთის მხრიდან. ყალბი ამბების ტოპ-7 რეიტინგი რუსული დეზინფორმაციის ანალიზის საფუძველზეა შამუშავებული.



RTX8HQVU-1024x685.jpgალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქტივისტი. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი, 2020 წლის დეკემბერი. REUTERS/Anton Vaganov

პირველი ადგილი – ყველაფერი, რაც რუსული ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მომწამლველი ნივთიერება “ნოვიჩოკით” მოწამლვას უკავშირდება. East Stratcom– მა ამ თემაზე რუსულ მედიაში 191 პუბლიკაცია გაანალიზა.

”ნავალნის საქმე” აშკარად დიდ უხერხულობას ქმნის რუსეთის სახელმწიფოსთვის, – აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები. – რა თქმა უნდა, არა თავად მკვლელობის მცდელობა. კრემლს ასეთი მკაცრი ზომების მიღებაზე ხელი არ აუკანკალდებოდა. მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფოს მიერ მიგზავნილი მკვლელები ჩაფლავდნენ, ისინი მტკიცებულებებს ტოვებენ და აშკარა არაპროფესიონალიზმის დემონსტრირებას ახდენენ. ”

დეზინფორმაციის ვერსიები ურთიერთგამომრიცხავია: ”ნავალნი საერთოდ არ მოწამლულა”, ”მან კომაში თავი თავად ჩაიგდო”, ”მისმა მეგობარმა მოწამლა”, ”შეიძლება გერმანიაში მოწამლეს”, ”ხოდორკოვსკი (რუსი ოპოზიციონერი) ნავალნის მოწამლვაში ნომერ პირველი ეჭვმიტანილია” და და ა.შ.

რეიტინგში მეორე ადგილზეა ყველაფერი COVID-19- ის შესახებ. 2020 წლის იანვრიდან East Stratcom-მა რუსეთის ოფიციალურ და ნახევრადოფიციალურ წყაროებში პანდემიის შესახებ დეზინფორმაციის 735 შემთხვევა აღმოაჩინა. ადრეულ ეტაპზე კრემლის მომხრე მედია ანტივაქსერობასა და კონსპირაციულ თეორიებს უჭერდა მხარს: ”ეს არის მასობრივი განადგურების ამერიკული იარაღი, რომელიც მიმართულია ჩინეთის წინააღმდეგ და რომელიც ერთ-ერთ ამერიკულ სამხედრო ლაბორატორიაში შეიქმნა”.

ინფექციის გავრცელების კვალობაზე კრემლის მომხრე მედია 180 გრადუსით შემობრუნდა და რუსული ვაქცინა Sputnik V -ის მარკეტინგული კამპანია დაიწყო. ეს გახდა დასავლური ვაქცინების დისკრედიტაციისა და რუსულის ვაქცინის იმიჯის მხარდასაჭერი კამპანიის ნაწილი, რომლის გამოჩენას  თავდაპირველად სკეპტიციზმი და კრიტიკა მოჰყვა ადგილობრივ სპეციალისტებს შორისაც კი.

მესამე პრიზი ერგო ცნობილ რუს კონორეჟისორ ნიკიტა მიხალკოვს, რომელმაც თავის გადაცემაში ბელარუსის საპროტესტო აქციების ყალბი ფოტოები წარმოადგინა.

”ეს ფეიკია, ფეიკი!” – გადაცემაში «БесогонTV»  რეჟისორმა მიხალკოვმა აუდიტორიას ეჭვის ნატამალი  არ დაუტოვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ შეკრებილი უამრავი ხალხის გამოსახულებები კომპიუტერული გრაფიკით იყო მიღებული. – “შეგიძლიათ მენდოთ, მე ამას როგორც პროფესიონალი  გეუბნებით. სურათი, რომელიც თითქოს ზღვა ხალხს აჩვენებს, ყალბია “.

content_fake-1024x576.jpgნიკიტა მიხალკოვის მიერ ნაჩვენები ფოტოcontent_orig__8_-1024x467.jpgტელეგრამ არხ NEXTA-ს  ორიგინალური ფოტო

ფოტო მინსკის მოედნიდან ნამდვილად ყალბია. მასზე ოპოზიციური არხის NEXTA-ს ლოგოა დატანილი. თუმცა, ფოტოს ორიგინალიც აქვს, სადაც აშკარად ჩანს ხალხის დიდი რაოდენობა მოედანზე.

თავად ალექსანდრ ლუკაშენკო სიცრუის რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. მან აღნიშნა, რომ აქვს მტკიცებულებები დასავლეთის მთავრობების მონაწილეობის შესახებ როგორც ნავალნის მოწამლვაში, ასევე ბელარუსის საპროტესტო გამოსვლებში. თუმცა ყველაზე მეტად მას სახელი გაუთქვა თითქოსდა  საიდუმლო საუბრის აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებამ  გერმანიისა და პოლონეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებს შორის – ერთმანეთს “მაიკი ვარშავიდან” და “ნიკი ბერლინიდან” ესაუბრებოდნენ. მის ნამდვილობას ოფიციალური რუსული მედიაც კი არ ამტკიცებდა.

დიალოგი მეორეხარიხოვანი ჯაშუშური ფილმის ეპიზოდს მოგვაგონებს. დასავლეთის დაზვერვის ორივე წარმომადგენელი აღფრთოვანებულია ლუკაშენკოთი, რომელიც სიმტკიცით გამოირჩევა და პროტესტის მიუხედავად, ძალაუფლების შენარჩუნება შეუძლია. როგორც ჩანს, ბელარუსის უშიშროებამ, რომელმაც ეს ჩანაწერი დაამზადა, ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა ქვეყნის მეთაურისთვის ესიამოვნებინა.

ევროპელი ექსპერტები რუს ტელეწამყვანებსა და დეზინფორმაციის სხვა სპეციალისტებს შორის ვლადიმირ სოლოვიოვს გამოყოფენ. East Stratcom– მა მას მეხუთე ადგილი მიაკუთვნა სიცრუის რეიტინგში. საკუთარი გადაცემის პირდაპირ ეთერში მან აჩვენა კადრები, რომლებიც, თითქოს, მთიან ყარაბაღში არის გადაღებული საომარი მოქმედებების დროს. სინამდვილეში ეს 2013 წელს გამოსული ვიდეოთამაშის Arma 3-ის კადრები იყო.

პროპაგანდისტული მაუწყებლობის დიდოსტატმა შეცდომა აღიარა, მაგრამ ბოდიში ამაყად არ მოიხადა.

Arma 3-ის კადრები რუსულ ტელეარხებზე რეალური საომარი მოქმედებების შესახებ რეპორტაჟის სახით ადრეც უჩვენებიათ. მაგალითად, 2018 წლის პირველი არხის კვირის გადაცემის ეთერში, წარწერით „დოსიე. სირია ”.

მეექვსე ადგილი პროპაგანდაშინიშნების ენასმიენიჭა – ლედი გაგას კლიპის “911”-ის მაგალითზე, რომელმაც, სპეკულაციების თანახმად, მთიანი ყარაბაღის ომი მის დაწყებამდე ერთ კვირაზე ადრე იწინასწარმეტყველა (მიზეზი ის იყო, რომ კლიპში მრავლადაა სომხური სიმბოლოები).

მეშვიდე ადგილი კი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ალექსეი ჟურავლიოვს ერგო განცხადებებისთვის ევროპაში პედოფილიისა და ზოოფილიის შესახებ.

content_________________.jpgდეპუტატი ალექსეი ჟურავლიოვი გადაცემა “60 წუთის” ეთერში

კერძოდ, ტელეკომპანია “როსია 1” -ზე გადაცემა “60 წუთის” ეთერში მან განაცხადა, რომ იტალიაში მიღებული კანონით, 2000 ევროთი დაჯარიმდება ყველა, ვინც ვინმეს პედოფილიაში ამხელს.

გერმანელები ახორციელებენ ამერიკელების მიერ შემუშავებულ პროგრამას, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეხვიდეთ საბავშვო ბაღში და შეეხოთ ბავშვებს”, – განაგრძო თოქ-შოუს აქტივისტმა.

მათ დანიაში ზოოფილეებისთვის პირველი [ბორდელი] გახსნეს,” – ამცნო მან სენსაციური ამბავი მაყურებლებს. – ის ოფიციალურად ფუნქციონირებს, შეგიძლია იქ მიხვიდე და კუ გააუპატიურო. იდიოტები! და ამათ უნდათ რაღაც გვასწავლონ! “

რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური დანაშაული ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და გერმანიაში. ზოოფილური ბორდელის მისამართი კი ჯერჯერობით ვერცერთმა ჟურნალისტმა ვერ მოიპოვა.

რეიტინგის დასკვნაში მისი შემდგენლები აღნიშნავენ, რომ ამ კვლევის ანტიგმირებს “წესიერების ნაკლებობა” ახასიათებთ.

ჩვენ შეგვიძლია ვიცინოთ ამ უხეშ, აშკარა  ტყუილებზე მანამ, სანამ არ გავიხსენებთ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო სასტიკი დიქტატორია, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს, – წერენ ისინიჩვენ შეგვიძლია ვიცინოთ მათ პრიმიტიულ წარმოდგენებზე მარიონეტებისშესახებ, სანამ მათ უკან ანტისემიტიზმს და ჰომოფობიას არ დავინახავთ.

ჩვენ დავცინით რუსულ უშიშროების სამსახურს, რომელმაც ალექსეი ნავალნის ტრუსი მოწამლა, მანამ, სანამ გავიხსენებთ, რომ ეს იყო მასშტაბური, ამბიციური და საგულდაგულოდ დაგეგმილი მკვლელობის მცდელობა, რომელიც მხოლოდ თვითმფრინავის ეკიპაჟისა და მედიკოსების პროფესიონალიზმის წყალობით ვერ განხორციელდა…”

რუსულ მედიასივრცეში დაშვებული შეცდომების ყველაზე უსიამოვნო ნაწილი კი, მათი აზრით, მათი არაღიარების ჩვევაა.

დემოკრატია თავისი ბუნებით კრიტიკულია. უთანხმოება, კითხვების დასმა და დებატები საზოგადოებრივი დისკურსის ძირითადი ელემენტებია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ნებისმიერი განცხადება, იდეა, ვარაუდი უნდა იყოს სადავო, გადამოწმებული, გულდასმით შესწავლილი ჩვენი, მოქალაქეების მიერ.

დეზინფორმაცია დემოკრატიულ სისტემაზე შხამივით მოქმედებს. დემოკრატიულ დიალოგში სიცრუე შემოდის, რომელიც შიშს, დაბნეულობას და უკმაყოფილებას იწვევს,”- მიმოხილვის ავტორთა აზრით, ამაში მდგომარეობს თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების დაუცველობა ავტორიტარული რეჟიმების პროპაგანდის წინაშე.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share