Jump to content
×
×
  • Create New...

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სამი პირი გირაოთი გაათავისუფლეს 


Recommended Posts

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თითოეულს პატიმრობა 1 000-1 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა, მომავალში კი – თითოეულის საქმეზე ცალკე სასამართლო პროცესი გაიმართება.

ბრალდების მხარე დაეთანხმა გირაოს შესახებ შუამდგომლობას, რადგანაც სამივე დაკავებულმა – საბა ჩხარტიშვილმა, საბა გოგშელიძემ და ირაკლი წაქაძემ – ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარეს, მტკიცებულებები სადავო არ გახადეს, რამაც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე აღმოფხვრა.

არსებული ინფორმაციით, სამივე მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებით ედებათ, რაც ძალადობასა და სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. კერძოდ, საქმე ეხება მცხეთაში ორ ჯგუფს შორის მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ეპიზოდს.

პროკურატურის მიერ ადრე გამოქვეყნებული საქმის მასალების თანახმად, დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთმა ჯგუფმა თბილისიდან შურისძიების მიზნით დამხმარეები ჩამოიყვანა, რასაც შემდეგ ძალადობა და მოგვიანებით შაქარაშვილის გარდაცვალება მოჰყვა.

გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ გირაოთი გათავისუფლებულები უშუალოდ არ მონაწილეობდნენ შაქარაშვილთან დაკავშირებულ ეპიზოდებში და ისინი იმ პირებს შორის იყვნენ, რომლებიც მეორე ჯგუფს დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელის წარმომადგენლებს კი, მოგვიანებით, ძალადობა და შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა დაედოთ ბრალად.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, გაუჩინარებიდან ოთხ დღეში, მცხეთასთან ახლოს, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. პროკურატურამ ხუთ მათგანს აგვისტოში ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა. ნოემბერში სასამართლომ ექვსი ეჭვმიტანილი ძალადობაში, ჯგუფურ ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ცნო დამნაშავედ.

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share