ფორუმელი Moor Posted 11 იანვარი, 2021 Posted 11 იანვარი, 2021 21 დეკემბერს გადაწყდა, რომ ლიეტუვას სახელმწიფო დოკუმენტებში, “გრუზიას” ნაცვლად, გამოყენებული იქნება “საქართველო”. ამ გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ტვიტერის საშუალებით მიესალმა. ლიეტუვამ “საქართველოს” გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში მიიღო და ასე მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. თუმცა, 2018 წლიდან “საქართველო”-სთან ერთად “გრუზიაც” იხმარებოდა. ამჯერად კი, “საქართველო” უკვე ერთადერთი სახელწოდება იქნება, რომელსაც ოფიციალურ დოკუმენტებში გამოიყენებენ. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოში 2018 წლის 24 მაისს – ქართულად, ლიტვის ოფიციალური სახელი შეიცვალა და გახდა “ლიეტუვა” – ლიტვის თვითდასახელება. Delighted 2 connect W my colleague @GLandsbergis. Very much appreciated letter of FMs on #COVID19 vaccine distribution 2 #EaP states, as well as 's continued support of . Welcomed decision 2 establish authentic name of Georgia “Sakartvelo” as official name 4 in . pic.twitter.com/DC9Bv5ePD4— David Zalkaliani (@DZalkaliani) January 11, 2021 ● რუსეთის გარდა, საქართველო ასევე „გრუზიაა“ ბევრი სხვა ქვეყნისთვის, მაგალითად იაპონიისთვის. განსაკუთრებით კი, საქართველოს ეს სახელწოდება რუსული გავლენით გავრცელებულია აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებში. ● საქართველოში ფიქრობენ, რომ სახელწოდება “გრუზია” ასოცირდება საქართველოს რუსეთის ქვეშ ყოფნის 200 წლიან პერიოდთან.● როგორც ისტორიკოსები ამბობენ, სახელწოდება „გრუზია“ წარმოშობილია სირიულიდან. „გურზანი“ ერქვა ქართლის სამეფოს, აქედან არის „გურზია“ და შემდგომში „გრუზია“. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 12 იანვარი, 2021 Posted 12 იანვარი, 2021 დაგვიძახონ "გრუზია", ოღონდ "ლიეტუვას" ნუ მათქმევინებენ, ლიტვას დავუძახებ ისევ. თვითონაც არ მოიტეხენ ენას და ჩვენც დავისვენებთ. ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა