Jump to content
×
×
  • Create New...

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა 16,6 ათასი ლიტრი საწვავი მოიხმარეს


Recommended Posts

  • ფორუმელი
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა 16,6 ათასი ლიტრი საწვავი მოიხმარეს admin Mon, 01/11/2021 - 19:21

2020 წლის თებერვალი-მაისის თვეებში ფინანსთა სამინისტრომ თითქმის 30 ათასი ლარის საწვავი მოიხმარა.

მოხმარებული საწვავის ოდენობა უტოლდება იმ პერიოდისას, როცა მანქანით გადაადგილება აკრძალული არ იყო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრმა, მისმა მოადგილეებმა და თანამშრომლებმა პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, 2020 წლის თებერვლის, მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში 16 624 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რამაც 29 777 ლარის ღირებულება შეადგინა.

გამოდის, რომ თითოეულ თვეში სამინისტროს თანამშრომლები საშუალოდ 4,156 ლიტრ საწვავს მოიხმარდნენ, რაც საშუალოდ თვეში 7,444 ლარს შეადგენდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, რა დროსაც დაწესდა შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი. საგანგებო მდგომარეობამ ქვეყანში 23 მაისამდე გასტანა, ამ პერიოდის განმავლობაში სხვა რაღაცებთან ერთად, მათ შორის აკრძალული იყო მანქანით გადაადგილება.

ფლანგვის დეტექტორმა ასევე გაარკვია, რამდენი საწვავი მოიხმარა და ამაში რა გადაიხადა ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში - 35 165 ლიტრი საწვავი, რაც 62 539 ლარის ღირებულების იყო.

გამოდის, რომ სამინისტრომ იანვარში, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში თითქმის ანალოგიური რაოდენობის - 18 541 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რაც ზემოთ აღნიშნული დანარჩენი ოთხი თვის განმავლობაში.

წყარო - ფინანსთა სამინისტროს წერილი: https://www.scribd.com/.../%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1...

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-01/137536303_2862824460659652_9133919509787384345_o.jpgდეკემბერი 2021 2021 Author ანა აბაშიძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   202 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 201 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(21)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(1)
    • ASIA