ფორუმელი Moor Posted 30 დეკემბერი, 2020 Posted 30 დეკემბერი, 2020 „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. პროექტის ავტორი და ინიციატორი დეპუტატი მიხეილ სარჯველაძეა. კანონი ითვალისწინებს იმ პატიმრების გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს დანაშაული. სარჯველაძის თქმით, ამნისტიის კანონი არ შეეხება მძიმე დანაშაულებს და ეხება მხოლოდ 44 მუხლს. ამნისტიას დაექვემდებარება შემდეგი დანაშაულები: ● ქურდობა ● ფალსიფიკაცია ● ქონების დაზიანება ● სხეულის დაზიანების სხვადასხვა კატეგორიები ● ნარკოდანაშაული (გასაღების გარდა) __________________________ ● რა იყო მთავარი მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში. ვიდეო ___________________________ ამნისტია შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც უვადოდ იხდიან სასჯელს. სარჯველაძის განმარტებით, ასეთი პატიმარი საქართველოში სულ სამია და მათ სასჯელის ზომა გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით. ამნისტია არ ეხება ოჯახში ძალადობას და ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობას. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონპროექტი ასევე არ შეეხება პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს – “მთავარი არხის” დამფუძნებელ გიორგი რურუას და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს – ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას [ე.წ. კარტოგრაფების საქმე]. _______________________________ ● სამი არგუმენტი, რატომ არის კარტოგრაფების საქმე პოლიტიკური. არასამთავრობოების პოზიცია ● გიორგი რურუას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა _______________________________ მუხლი ოჯახური ძალადობის შესახებ კამათი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მუხლმა ოჯახური ძალადობის შესახებ. დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის აზრით, ოჯახში ძალადობა ემოციურ ფონზეც ხდება და სხვა მსჯავრდებულებთან ერთად, ის მოძალადეების გათავისუფლებასაც ითხოვდა. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამნისტიის შესახებ კანონს განიხილავდნენ, დიმიტრი ხუნდაძემ ისიც თქვა, რომ მოძალადეები მათი ოჯახების ეკონომიკური პრობლემების გამოც უნდა გათავისუფლდნენ. “პირველ რიგში აუცილებელია სოციალური ფონის გათვალისწინება, მით უმეტეს, პანდემიის ფონზე,” – ამბობს ხუნდაძე. მისი თქმით, როცა მსხვერპლი მოძალადისგან ვერ მიდის, ვინაიდან მასზე ფინანსურად არის დამოკიდებული, ეს დამატებით ეკონომიკური ძალადობაცაა. ხუნდაძის ინიციატივას გამოეხმაურა ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია და ინიციატივას მავნებლური უწოდა. საბოლოოდ, პარლამენტმა ხუნდაძის განცხადება არ გაითვალისწინა და კანონპროექტი 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ პირველივე მოსმენაზე დაამტკიცა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი eL Posted 30 დეკემბერი, 2020 Posted 30 დეკემბერი, 2020 პარლამენტი და ერთ პარტიულიო , აბა რა გეგონათ რო არ შევიდნენ . მთავრობა ერთპარტიულია და ლოგიკურიცაა მივესალმები მთავრობა უნდა იყოს ერთ პარტიული ! რაც შეეხეაბ პარლამენტს მრავალ პარტიულია მოსახლეობამ მხარდაჭერა გამოუცხადა და მანდატები მიანიჭა ხოდა შეაჯვან და იმუშაონ ,ამის გარდა დასავლელმა პარტნიორებმაც სიტყვა-სიტყვით უთხრეს ლაბავოი პრიამა როგორც ღორუსები იტყვიან შ ე ა ჯ ვ ი თ პარლამენტშიო ! ქართული ოპოზიცია როგორიც ახლაა ჩაჯმული და ჩაყლეებული არასდროს არ ყოფილა პადოშების და გრეჩიხების დროს მაინც გამოდიოდნენ ხოლმე და გამოყავდათ 100კ ხალხი მუხტი იყო ამათი შემხედვარე რავიცი ერთის თქმა შემიძლია , ქართულმა ოცნებამ და უფრო რო ჩავაზუსტოთ ბიძინომ წამოიხია სრულიად ოპოობა ესაა რეალობა გონს თუ მოეგებიან ელისაშვილი და გირჩი ქვეყნის ინტერესებიდან და დემოკრატიიდან გამომდინარე დროულად უნდა იმოქმედონ და არ უნდა ითამაშონ მიშას და ბიძამისის თამაში სხვებივით ხოდა ეს კანონპრიექტებიც სწორი და დროულია და მთავრობაზე დადებითად აისახება ამიტომ თუ უნდათ მართლა საქმე + პიარი და თავის გამოჩენა როგორც დასავლელმა პარტნიორებმა არაერთგზის უთხრეს უნდა გააკეთონ და შეაჯვან პარლამენტში. პ.ს. შემდეგში აღარ შევცდები ჟოპოობის მხარდაჭერას ვგულისხმობ !. ღმერთმანი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 7 იანვარი, 2021 Posted 7 იანვარი, 2021 On 12/30/2020 at 6:43 PM, eL said: პარლამენტი და ერთ პარტიულიო , აბა რა გეგონათ რო არ შევიდნენ . მოიცა რომ შესულიყვნენ რა, ამ კანონპროექტს ვერ მიირებდნენ? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი eL Posted 7 იანვარი, 2021 Posted 7 იანვარი, 2021 56 minutes წინ, mulan said: მოიცა რომ შესულიყვნენ რა, ამ კანონპროექტს ვერ მიირებდნენ? რა მნიშვნელობა აქვს მიიღებდნენ რომელიმე კანონს თუ არა , უმრავლესობაა და ყველა ვარიანტში მიიღებდნენ . მარა აქ სხვა რამეა , ოპოს მხარდაჭრა გამოიცხადა ნახევარ მილიონზე მეტმა ხმის მიმცემმა ხოდა კეთილი ინებონ პასუხისმგებლოანმა ნეხვებმა და შეაჯვან პარლამენტში ან დაფინანსებაზეც და ხელფასებზეც უარი განაცხადონ ! ამის მომხრე ვარ , გირჩზე კიდე ვიძახი ვნანობ რო ხმა მივეცი . აწი აღარ მივქარავ და დავამატებ ვინც გრიღორა ვაშაძეს ხმა მისცა ჩვეულებრივი ღრუსია ამას ვწერ კიდე რბილად რადგან საახლობლოში მყავს ნაცები და არ მინდა მძიმე დაჯმა გამომივიდეს ანუ მიხვდი ხო ? 500 000 პოტენციური კამსამოლი მოღალატე რო ყავს ქვეყანას იმის ევროკავშირზე და დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც ზედმეტია . ღმერთმანი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Chigurh Posted 9 იანვარი, 2021 Posted 9 იანვარი, 2021 მეოთხე პუნქტზე რა არგუმენტები აქვთ საინტერესოა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 11 იანვარი, 2021 Author Posted 11 იანვარი, 2021 საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით დაამტკიცა კანონი “ამნისტიის შესახებ”. პროექტის ავტორის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს და 10 ათასამდე პრობაციონერს შეეხება. “ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს აღუდგებათ უფლებები და ასეთთა რიცხვი კიდევ უფრო მეტი იქნება. რაც შეეხება 2012 წლამდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს ამასთან მიმართებაში დაახლოებით 4 ათასს გადააჭარბებს იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ეს ამნისტია შეეხება”, – განაცხადა სარჯველაძემ. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პატიმრების გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს დანაშაული. ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის ისეთ მუხლებს, როგორებიცაა ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის სხვადასხვა კატეგორიის დაზიანება, ნარკოდანაშაული (გარდა გასაღებისა) და სხვა – სულ 44 მუხლი. ამნისტია შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც უვადოდ იხდიან სასჯელს. სარჯველაძის განმარტებით, ასეთი პატიმარი საქართველოში სულ სამია და მათ სასჯელის ზომა გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით. ამნისტია არ ეხება ოჯახში ძალადობას და ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობას. ______________________________________________________________________________ ● შეეხებათ თუ არა ამნისტია პოლიტიკურ პატიმრებს? საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო ● კორონავირუსი ციხეში. პატიმართა ნათესავები ამბობენ, რომ ვითარება მძიმეა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა