Jump to content
×
×
  • Create New...

რა ვჭამე დღეს ვოლ. 1


Katutu
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Mulan said:

წითელ ღვინოზე ნუ საუბრობთ ჩემში ლოთი იღვიძებს და არ მინდა გავხსნა ბოთლი რომელსაც მაცივარში შევდგამ და მთელი კვირა მთვრალი ვივლი :nope:

ქინძმარაული - ესაა კახეთში ; ალაზნის ველზე განსაკუთრებული მიკროზონა რომელ მიკროზანასი მოყვანილი საფერავიც დარვინების შემდეგ ხდება ქინძმარაული :)

რატომ არის განსაკუთრებული მიკროზონა ? - ამ ადგილს სამი მხრიდან ჩამოუდის მდინარეები : - ქვედა მხრიდან მდინარე ალაზანი ; მარჯვნიდან მდინარე ჩელტი და მარცხნიდან მდინარე დურუჯი :  - მდინარე დურუჯი ერთ-ერთი  მდინარეა საქართველოში რომელშიც თევზი არ ბინადრობს იგი მოედინება კავკასიონის ერთ-ერთი ხეობიდან საიდანაც მოაქვს შავი მარმარილოს ნაწილაკები; მდიდარია მინერალებით და სწორედ მდინარე დურუჯის მიმდებარედ მოყვანილი ვენახიდან დაწურული ქინძმარაულია ყველაზე საუკეთესო თვისებებისა და გემოვნების ;)

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Mulan said:

მიყვარს კარგი ქინძმარაული...

ხოლო რაც შეეხება ხვაჩკარას ნათლულო - ხვანჩკარა დაერქვა იმ სოფლის სახელიდან გამომდინარე სადაც რაჭის თავადმა დიმიტრი ყიფიანმა წინაპრების ადგილმამული მიიღო და მასზედ სხვადასხვა ჯიშების მოყვანას შეუდგა ...

აბა რაჭველები რომელი ხართ ? - გაგიგიათ ასეთი ძველი ჯიშები : - ძველი არაბეული :) თეთრა :) მუჯურეთული :) 

დიმიტრი ყიფიანი სწორედ ამგვარი ძველი ჯისების მოშენებას შეუდგა და მატი კუპაჟირება დაიწყო 

რამოდენიმე წლის შემდეგ სამ ჯიშზე დავიდა : ალექსანდროული (60%) + მუჯურეთული (20%) + უსახელოური (20%) - და ამგვარად კუპაჟირებულ ღვინოს ყიფიანის ღვინეო დაერქვა საწყის ეტაპზე :) - შემდგომ კი საქვეყნოდ ცნობილი ხვანჩკარა ;)

თუმცა დღესდღეობით ხვანჩკარა მზადდება ორი ჯიშის კუპაჟირებით : ალექსანდროული 70% + მუჯურეთული 30%

არსებობს ალექსანდროული 60% + მუჯურეთული 40% და ასეთი შეფრდება მიიჩნევა პრემიუმ კლასის ნახევრად ტკბილ ღვინოდ

რაც შეეხება "ძველ არაბეულს" - საოცარი გემოვნების ღვინოა ; თუ სადმე წააწყდით და შემოგთავაზეს უარი არ თქვათ :)

უსახელაური - საერთოდ ცალკე ფენომენია და მიუხედავად იმისა რომ რაჭაშიც მოჰყავთ ეს ჯიში ; იგი ლეჩხუმურ ჯიშად ითვლება და მართლაც ლეჩხუმურს სრულიად სხვა გემო აქვს .... ყოველ-დღე 50 გრამი ნამდვილი უსახელოური რომ სხვათ აღარ მოკვდებით იმდენად სასარგებლო სასმელია :D

 

არასწორად დავწერე; სწორია - ხვანჭკარა

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   37 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 37 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(6)
    • YandexBot(4)
    • Facebookexternalhit(5)