Jump to content
×
×
  • Create New...

რა ვჭამე დღეს ვოლ. 1


Katutu
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი @ფორთოხალი

mandili viknebi .

ლენსკჩ, კაი ავატარი დაგიყენებია :უპ: 

 

დედაჩემს შეუჭამია ჩემი გაუდა :მად; მაგრამ არ დავიბენი, ტოსტის პურებს წავუსვი მდნარი ყველი, მერე მოხეხილი იმერული ყველი, პომიდორი თხლად და მრგვალად. ზემოთ-ქვემოთ წავუსვი ცოტა კარაქები და მოვხუხე კარგად გახურებულ ტაფაზე. + ყავა, თხელი გამჭვირვალე ჟოლოს ტორტის ნაჭერი

:drug:

korchos drosac ro ar mekargeba mada

:facepalm:

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
26 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

სანდო ვკვლევების შედეგები დადე

მეღადავები? ბრიტანელი მეცნიერების კვლევებიც ხომ არ დაგიდო? :D დიდი ხანია დადგენილია, რომ ზაფხულში მონელება მნიშვნელოვნად შენელებულია და რა ახალი ამერიკა აღმოაჩინე შენ?! თვითონვე იძახი 

26 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

შეიძლება არ სიამოვნებდეთ

და თან საწინააღმდეგოს მიმტკიცებ. :D 

26 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

შენ მაისში ქორწინება რომ არ შეიძლება, იმისიც ხომ არ გჯერა? :D 

ეს რა შუაშია ადამიანის ორგანიზმთან?! :facepalm: ძაან აურიე ახლა, ზაფხულში ნაჭამი შაურმასავით.

 

26 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

შენ თავს დადებ, რომ ზამთარში ჩვეულებრივად შეჭამდა მულანი მაგ ჭაურმას?

თავს დავდებ, რომ ისე არ დაამძიმებდა, როგორც ახლა. თუ არა და მოვა ზამთარიც და აქ იქნება მულანიც, მეც და შენც.

ამ სიცხეში ხორცი თუ გაფუჭებული იყო, მოწამლავდა და ასე ვერ იჭიკჭიკებდა. 

 

ვერ ვხვდები, რაც არ იცი, იმას რატო მიმტკიცებ, ან იცი და ძალით შენის გატანას ცდილობ.

Edited by ფორთოხალი

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

 

19 minutes წინ, ფორთოხალი said:
44 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

შეიძლება არ სიამოვნებდეთ

და თან საწინააღმდეგოს მიმტკიცებ.

აგერ წერია ზემოთ რასაც გიმტკიცებ, ნუ მიგონებ რაღცეებს. 

 

 

20 minutes წინ, ფორთოხალი said:

ბრიტანელი მეცნიერების კვლევებიც ხომ არ დაგიდო?

გაჩერებაზე თუ მეცეკვები ვალსს (ნუ, რამდენადაც გამოგვივა ვალსი), მხოლოდ ეგ არგუმენტი  დამარწმუნებს.

 

 

21 minutes წინ, ფორთოხალი said:

რაც არ იცი, იმას რატო მიმტკიცებ, ან იცი და ძალით შენის გატანას ცდილობ

მე გეუბნები, რომ რაც მულანს დაემართა, არაა ჯანმრთელი ადამიანის ნორმალური რეაქცია მეტ-ნაკლებად ვარგის საკვებზე. არც ზაფხულში და არც მარტემბერში. თუ სხვა რამეს გეგონა რომ გიმტკიცებდი, აგერ ესაა მოკლე და მკაფიო ფორმულირება. თუ ამას არ ეთანხმები, ე. ი. მეტის გაგება გმართებს ადამიანის ორგანიზმზე. დასაწყსისითვის შეგიძლია ასი ნაცნობი ადამიანის გამოცდილებას გგაეცნო უბრალოდ. ასი კაცი ზუსტ სტატისტიკას რა თქმა უნდა ვერ მოგცემს, მაგრამ ჩაგაფიქრებს მაინც.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
30 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

მე გეუბნები, რომ რაც მულანს დაემართა, არაა ჯანმრთელი ადამიანის ნორმალური რეაქცია მეტ-ნაკლებად ვარგის საკვებზე

მე კიდევ გეუბნები, რომ ნორმალურია.

ხორცი და ის საწებელები, რაც შაურმაშია ჩათხლეშილი ცალ-ცალკეც და მითუმეტეს - ერთად, განეკუთვნება ძნელადმოსანელებელ პროდუქტებს, განსაკუთრებით, ზაფხულში. რაც შეეხება სიცხეს, სიცხეში ადამიანის ორგანიზში შენელებულია მონელების პროცესი, ჩემი თუ არ გჯერა, ნებისმიერ ექიმს ჰკითხე. ამ ორი მოცემულობიდან დასკვნას, იმედია, შენითაც გამოიტან. 

სიცხეში  ბოსტნეული და სხვა საკვებიც ნაკლები უნდა მიიღო, რადგან ინტოქსიკაციის მაღალი რისკია, შაურმა და ძმანი მისნი ხომ საერთოდ. 

 

37 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

გაჩერებაზე თუ მეცეკვები ვალსს (ნუ, რამდენადაც გამოგვივა ვალსი), მხოლოდ ეგ არგუმენტი  დამარწმუნებს.

ცეკვა არ მიყვარს, განსაკუთრებით - გაჩერებაზე.

 

 

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, ფორთოხალი said:

ცეკვა არ მიყვარს, განსაკუთრებით - გაჩერებაზე.

აქეთ-იქეთ ნერვიულ სიარულს აღარ ჯობია?

 

 

ონლაინ, ფორთოხალი said:

მე კიდევ გეუბნები, რომ ნორმალურია.

ოკ, აზრზე არ ხარ ანუ. 

 

 

ონლაინ, ფორთოხალი said:

ხორცი და ის საწებელები, რაც შაურმაშია ჩათხლეშილი ცალ-ცალკეც და მითუმეტეს - ერთად, განეკუთვნება ძნელადმოსანელებელ პროდუქტებს

რომელი საწებლები? მაიონეზი და კეტჩუპი ვიცი, ორივე ადვილად მოსანალებელია და თავის მხრივ ხორცის მონელებასაც აადვილებენ კუჭის სტიმულირების გზით. სხვას რამეს უშვრებიან კიდევ?

ძნელად მოსანალებელს რაც შეეხება, ხორცი ძნელად მოსანელებელია მაწონთან და კომბოსტოსთან შედარებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის ჭამაზე ორი დღე მკვარივით ყოფნა ჩვეულებრივი ამბავია.

 

 

2 minutes წინ, ფორთოხალი said:

სიცხეში ადამიანის ორგანიზში შენელებულია მონელების პროცესი

რა აიჩემე ეს სადღაც ყურმოკრული ციტატა :) შენელობეული (უფრო სწორად, ნაკელბად აქტიური, არის ნიუანსობრივი განსხვავება) არ ნიშნავს რომ გადაყვები ხორციანს საჭმელს მულანივით. შენ გოგონია საშაურმეებთან რომ რიგებია, ის ხალხი კამიკაძეებია და მერე ასე იტანჯებიან სულ? მექსიკაში ჩვენზე დიდი სიცხეებია და სულ ხორცეულს ეტანებიან, არაბული ქვეყნებშიც, მაგრამ რავი, არიან ჯიგრულად.

 

 

8 minutes წინ, ფორთოხალი said:

სიცხეში  ბოსტნეული და სხვა საკვებიც ნაკლები უნდა მიიღო, რადგან ინტოქსიკაციის მაღალი რისკია

იმდენი უნდა მიიღო, რამდენიც ორგანიზმს სჭირდება. ინტოქსიკაციის თუ გეშინია, პროდუქტების სიახლე და სანდოობა უნდა შეამოწმო, ჭამას კი არ უნდა მოუკლო მაგის გამო. ჭამას ისედაც მოუკლებ ალბათ სიცხეში, ბუნებრივად, მაგრამ ინტოქსიკაცია მანდ არაფერ შუაშია. თუ ზამთრში სულ შინ იჯექი და ზაფხულში სულ ლაშქრობ, დარბიხარ, ფეხბურთს, ფრენბურთს და კალათბურთს თამაშობ, ცურავ, ცეკვავ, სექსაობ და ა. შ., მაშინ მეტი საკვები მაგ დროს დაგჭირდება, თუმცა ასეთი ცხოვრება არ ღირს, ჯობია მთელი წელი იაქტიურო.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@დათვების მეგობარი და ვინ გითხრა რომ გადაყვა? ადამიანი ამბობს რომ მძიმედ და დონდლოდ გრძნობს თავს, რაც სრულიად ნორმალურია სიცხეში ნაჭამი შაურმის მერე.

38 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

რა აიჩემე ეს სადღაც ყურმოკრული ციტატა

ოკ, ჩემი ნათქვამია ყურმოკრული, და შენი მოსაზრებები და ვარაუდები დამტკიცებული. :facepalm: 

 

38 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ის ხალხი კამიკაძეებია და მერე ასე იტანჯებიან სულ?

და რა იცი, რომ არ იტანჯებიან და არ აწუხებთ სიმძიმე? სხვა გზა არ აქვთ და ჭამენ. ყველას არ შეუძლია სახლში დაამზადოს ჯანსაღი საკვები და ის ჭამოს, ან მთელ დღეს იშიმშილონ. რადგან შენ ან ერთ-ორ ადამიანს მიჩვევის გამო არ გაწუხებთ, იმას არ ნიშნავს, რომ ნორმალურია და ასე უნდა იყოს. მასე რამდენიც გინდა იმდენი ადამიანი ვიცი, ვისაც სიცხეში არათუ შაურმის, არამედ კარტოფილიანი ღვეზელის ჭამაც კი არ სიამოვნებთ და მერე აწუხებთ, მაგრამ უწევთ და ჭამენ.

 

38 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ინტოქსიკაციის თუ გეშინია, პროდუქტების სიახლე და სანდოობა უნდა შეამოწმო, ჭამას კი არ უნდა მოუკლო მაგის გამო.

ის, რომ მომზადებისას პროდუქტი ახალი და ჯანსაღია, არ გამორიცხავს, რომ სიცხეში ჭამის შემდეგ, ნორმალურ რეჟიმში ვერმონელების გამო არ შეიძლება გაფუჭდეს და ინტოქსიკაცია  არ გამოიწვიოს.

 

ბოდიში მომიხადე, ამხელა ტექსტებს რომ მაკრეფინებ და მთხოვე შეგინდო!!!

Edited by ფორთოხალი

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, ფორთოხალი said:

ვინ გითხრა რომ გადაყვა? ადამიანი ამბობს რომ მძიმედ და დონდლოდ გრძნობს თავს, რაც სრულიად ნორმალურია სიცხეში ნაჭამი შაურმის მერე

დონდლოდ გრძნობს თავს კი არა დედა მაქვს ნატირებიო. უკვე მეორე დღეა თან, ერთი საათი კი არ გასულა. მასე მოთენთილი მაკარონის მერეც კი ვარ ხოლმე. 

 

 

6 minutes წინ, ფორთოხალი said:

ის, რომ მომზადებისას პროდუქტი ახალი და ჯანსაღია, არ გამორიცხავს, რომ სიცხეში ჭამის შემდეგ, ნორმალურ რეჟიმში ვერმონელების გამო არ შეიძლება გაფუჭდეს და ინტოქსიკაცია  არ გამოიწვიოს.

ეგ ვერმონელება უკვე არაა ნორმალური, თორემ თუ ვერ მოინელე, კი შეიძლება გაწყინოს, ბუნებრივია.  ერთ შაურმაზეა საუბარი, ოცზე ხომ არა.

 

 

3 minutes წინ, ფორთოხალი said:

და რა იცი, რომ არ იტანჯებიან და არ აწუხებთ სიმძიმე? სხვა გზა არ აქვთ და ჭამენ. ყველას არ შეუძლია სახლში დაამზადოს ჯანსაღი საკვები და ის ჭამოს, ან მთელ დღეს იშიმშილონ.

ხაჭაპურს იყიდიდნენ მაშინ ან რამეს. შენ გგონია გაჭირვებისგან ყიდულობს ხალხი ათლარიან შაურმებს?

 

 

5 minutes წინ, ფორთოხალი said:

მასე რამდენიც გინდა იმდენი ადამიანი ვიცი, ვისაც სიცხეში არათუ შაურმის, არამედ კარტოფილიანი ღვეზელის ჭამაც კი არ სიამოვნებთ და მერე აწუხებთ, მაგრამ უწევთ და ჭამენ.

მეც ბევრი ვიცი, მეხუთე სართულზე უჭირთ ასვლა. ნორმალური არაა ეგ მერე. ისე შენ მაგარ უცნაურ ხალხში გიტრიალია, მე არავის ვიცნობ ისეთს, კარტოფილიანი რომ ამძიმეს

 

 

10 minutes წინ, ფორთოხალი said:

ბოდიში მომიხადე, ამხელა ტექსტებს რომ მაკრეფინებ და მთხოვე შეგინდო!!!

მე შემოგთავაზე ალტერნატივა - ერთი ცეკვა გაჩერებაზე. 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   364 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 363 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Houston
    • Googlebot(2)
    • Facebookexternalhit(11)
    • YandexBot(2)