ფორუმელი Moor Posted 10 იანვარი, 2021 Posted 10 იანვარი, 2021 ოთხმა დეპუტატმა – ავთანდილ ენუქიძემ, ზაზა მიქაძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა, რომლებიც ალიანსის ბიზნესმენ შემომწირველთა ფლანგს წარმოადგენდნენ და პარლამენტში სწორედ პატრიოტთა ალიანსის პროპორციული სიით შევიდნენ, 9 იანვარს ახალი პარტია – ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს. პარტიის თავმჯდომარედ 74 წლის დეპუტატი, ყოფილი ტელეკომუნიკაციების მინისტრი და 2000-2004 წლებში ლეიბორისტული პარტიის დეპუტატი ფრიდონ ინჯია აირჩიეს. ახალი პარტია პირველი ოპოზიციური ჯგუფი იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტში, ვინაიდან დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რომელთაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს, ახალ საკანონმდებლო ორგანოს „არჩევნების გაყალბების“ მოტივით ბოიკოტს ერთხმად უცხადებენ. პარტიის არჩეულმა თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის მთავარ მიზნებზე ისაუბრა და მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეროვნული დამოუკიდებლობის გაძლიერება, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ხელშეწყობა, სასამართლო ხელისუფლების ოპონირება და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა დაასახელა. ოთხი დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შედის და პარტიას ტოვებს 5 იანვარს პარლამენტმა ზაზა მიქაძის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის უფლებამოსილება მას შემდეგ ცნო, რაც წინა დღეს პარტიის პირველ სამეულს – ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს – თავიანთი განცხადებებისვე საფუძველზე მანდატები შეუწყდათ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტს მათი ადგილმონაცვლეების დოკუმენტაცია გადასცა. პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ, რომელიც პროპორციულ სიაში მეოთხე ნომერი იყო სადეპუტატო მანდატის შენარჩუნებისა და პარლამენტში შესვლის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში განაცხადა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა