Jump to content
×
×
  • Create New...

სკოლის დირექტორი: ნიშნის „არასწორად“ დაანგარიშების პრობლემა ძირითადად შემაჯამებელი დავალების ზედმეტად ჩანიშვნით ​იყო გამოწვეული


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

საჯარო სკოლების პედაგოგებს ხვალ ეწურებათ ვადა, როცა ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა შეფასებებთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა შეიტანონ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ მიუხედავად ყველა წესის გათვალისწინებისა, სისტემაში ხარვეზებია, რის შედეგადაც მასწავლებლის მიერ მოსწავლის რეალური შეფასება და ელექტრონული ჟურნალის მიერ დათვლილი ქულა ერთმანეთს არ ემთხვევა.

პედაგოგები ხარვეზების შესახებ ხშრად საუბრობენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ, დისტანციური სწავლებისთვის შექმნილ საჯარო ჯგუფში, სადაც მათ პასუხობენ, რომ ცვლილებები ჟურნალში 24 საათში აისახება და თავადვე უნდა გადაამოწმონ ყველა მონაცემი ზუსტად აქვთ თუ არა შეტანილი.

„სისტემა რომ ვერ მუშაობს ცხადია, ან საერთოდ შეწყვიტეთ ან გამართეთ ნორმალურად. 3 დღე ნიშნები შეტანი გვაქვს ელ.ჟურნალში და არ აისახა, რომელ 24- საათში უნდა აისახოს მიპასუხეთ? ნუ გვაწვალებთ და თავსაც ნუ იწვალებთ. ჯერ გამართეთ სისტემა და შემდეგ გვითხარით ელექტრონულ ჟურნალში ნიშნები შეიტანეთო. ეს რა უბედურება. მასწავლებელს შეეშალოს აბა თუ სისტემა აპატიებს. გთხოვთ მიპასუხოთ ნიშნები რა დროში უნდა აისახოს ველოდები 3 დღე.“

„მოგესალმებით, ვარ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ.საქობოს საჯარო სკოლის დირექციის წარმომადგენელი, სკოლის პედაგოგებს აქვთ პრობლემა: ელექტრონულ ჟურნალში ყველა შემაჯამებელი და მიმდინარე შეფასებები სწორად აქვთ შეტანილი,(8ა კლასი ბიოლოგია, 8ა კლასი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, 9ბ კლასი ქიმია, 12ა კლასი ინგლისური ენა)პროგრამა სემესტრულ შეფასებას აჯამებს არასწორად, ათოსან მოსწავლეებს უწერს დაბალ შეფასებებს, ეს გამოიწვევს მშობლების და მოსწავლეების უკმაყოფილებას, გთხოვთ დაგვეხმაროთ პრობლემის მოგვარებაში“

„მოგესალმებით იქნებ დამეხმაროთ, ვერ ვიგებ რას ვაკეთებ არასწორად მოსწავლევს, რომელსაც საშუალო 9.7 უნდა ჰქონდეს 9.1 უწერს. ასევე, სხვა მოსწავლეებსაც, რომელსაც სულ 5-ები უწერიათ საშუალო 3.25 ან 1.75 უწერიათ. ვერ ვიგებ რატომ. შემაჯამებელი არ მაქვს ზედმეტად ჩანიშნული. კლასში ზოგს აქვს სწორად გამოყვანილი ნიშანი და ზოგს არა“, -წერენ მასწავლებლები.

რა სირთულეები გამოიკვეთა ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პროცესში და რა გამოსავალი იპოვეს, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლის დირექტორი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ია კვატაია ესაუბრა.

-საჯარო სკოლებში ელექტრონული ჟურნალის წარმოება საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს, პედაგოგების დიდი ნაწილი საუბრობს პრობლემებზე, რომელიც ამ პროცესში გამოჩნდა, რომ სწორად არ ჯამდება ქულები, იკარგება შეტანილი შეფასებები და ა.შ თქვენი სკოლის შემთხვევაში რა პრობლემები გამოიკვეთა და თუ შეძელით გამოსავლის პოვნა?

122693365_3450388041744449_8509481681479-მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის შესაბამისად, სკოლას 2020-2021 სასწავლო წელს ვალდებულებად დაეკისრა ელექტრონული ჟურნალის წარმოება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი პლატფორმით ელექტრონული ჟურნალების ფორმატი  წინანდელისგან განსხვავებულია, საკმაოდ დახვეწილია, მოსახერხებელი და საკმაოდ მარტივად იწარმოება. ელექტრონულ ჟურნალში ცხრილის-დისტანციურისა თუ დასწრებულის და კლასების/მოსწავლეების გამოჩენა ამა თუ იმ მასწავლებელთან პირდაპირ უკავშირდება სკოლის მიერ eschool- ის ბაზაში შეტანილ მონაცემებს.  ჩვენს სკოლაში 23 მასწავლებელია, ელექტრონული ჟურნალის წარმოება ძირითადად დეკემბრის დასაწყისიდან დავიწყეთ, ვინაიდან საპილოტე რეჟიმია და არსებობდა გარკვეული ხარვეზები. ამ ეტაპისთვის ელექტრონული ჟურნალის შევსება ყველა მასწავლებელს დამთავრებული აქვს და გამოსავალი ყველა ხარვეზსა თუ გადაცდომას ვუპოვეთ. ვინც სკოლაში ვერ მოახერხა მოსვლა, ზოგ მასწავლებელს პირადად გავუგზავნე მატერიალური ჟურნალიდან თავისი საგნის გვერდის ფოტო. დისტანციურ რეჟიმში უწყვეტად 18 ნოემბრიდან ვსწავლობთ. ამ პერიოდში სამჯერ გადავავადეთ მოთხოვნა სამინისტროსთან, რომ სრულად ონლაინ გვესწავლა. სამინისტროდან თანხმობის მიღების შემდეგ რესურსცენტრი გვირთავდა eschool – ის ბაზაში დისტანციური სწავლების ფუნქციონალს და ერთხელ ატვირთული ცხრილი ავტომატურად ისახებოდა ბაზაში. ვინაიდან რამდენჯერმე მოვითხოვეთ დისტანციური სწავლების გაგრძელება, რესურსცენტრის მიერ მონიშნულ პერიოდს, მაგალითად 9-21 დეკემბერს, ბაზა აღიქვამდა, როგორც 21 დეკემბრამდე პერიოდს, ამიტომ, პირობითად, 21 დეკემბერი არ ჩანს დისტანციურში. ამ ,,ხარვეზთან“ დაკავშირებული გამოსავალი იყო ის, რომ საერთოდ არ შეგვიტანია ნიშანი ასეთ დღეებში.

ნიშნის ,,არასწორად“ დაანგარიშების პრობლემა ძირითადად შემაჯამებელი დავალების ზედმეტად ჩანიშვნით ან შემაჯამებელში ნიშნის არდაწერით, თუნდაც სხვა კრიტერიუმში დაწერით იყო გამოწვეული, ვინაიდან ზედმეტად ჩანიშნულ შეუფასებელ შემაჯამებელს ბაზა ავტომატურად ნული ქულით აღიქვამდა. ასეთ შემთხვევაში, ხშირად თვლიდნენ, რომ ყველაფერი სწორად ჰქონდათ შეტანილი, მაგრამ ყველა მასწავლებელთან ინდივიდუალურად ვმუშაობდით და ყველა ,,ხარვეზს“ მიზეზი და გამოსავალი ვუპოვეთ. ვერ ჩავნიშნეთ, მაგალითად, შემაჯამებლის აღდგენა და ნიშანი ძირითადში შევიტანეთ. ერთი სიტყვით, რის საშუალებასაც იძლეოდა ამ ეტაპისთვის ჟურნალი, იმას ,,მოვერგეთ“.

-პედაგოგები ამბობენ, რომ სკოლების ნაწილში, რომლებიც მთელი სემესტრი დისტანციური სწავლების რეჟიმში იყვნენ, მატერიალურ ჟურნალს არ აწარმოებდნენ (სკოლაში არ დადიოდნენ და ბუნებრივია, ამას ვერ შეძლებდნენ) და მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალში შეჰყავდათ ქულები. როგორაა  ჟურნალის წარმოების წესი განსაზღვრული და როგორი ფორმითაა მისი წარმოება სავალდებულო ამ ეტაპისთვის?

-მიმდინარე სასწავლო წლისთვის ჟურნალის წარმოების წესის მიხედვით, სავალდებულოა ელექტრონული ჟურნალის წარმოება, დასწრებული სწავლებისას ამ ეტაპზე, ბუნებრივია, მატერიალური ჟურნალის წარმოება გაუქმებული არაა, ხოლო დისტანციური სწავლების პერიოდში მასწავლებელი მატერიალური ჟურნალის წარმოების ვალდებულებისგან თავისუფლდება, მაგრამ, ვალდებულებისგან გათავისუფლება უფლებებს არ გვიზღუდავს და მატერიალურ ჟურნალში დისტანციური სწავლების შეფასებასა და არებს აუცილებლად გადავიტანთ, როცა ამის საშუალება მოგვეცემა.

– ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებული ქულების ნახვის შესაძლებლობა მშობლებსაც აქვთ, მათი ნაწილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, მასწავლებლები მიერ მათთვის გადაგზავნილი შეფასება და ელექტრონულში დაფიქსირებული სემესტრული ქულები განსხვავებულია, რომელ შეფასებას აქვს უპირატესობა და იურიდიული ძალა?

– ელექტრონულ ჟურნალში მშობელსაც შეუძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირება და მისი შვილის არათუ აკადემიური შეფასებისა და დასწრების აღრიცხვის ნახვა, მასწავლებლისგან მიცემული დავალების ნახვაც. ჟურნალის წარმოების წესი მატერიალურსა და ელექტრონული ჟურნალის შეფასებას შორის განსხვავების უპირატესობასაც განსაზღვრავს და მიმდინარე სასწავლო წელს ეს უპირატესობა მატერიალურს აქვს. ხოლო ამავე წესის მიხედვით, 2021-2022 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მატერიალური ჟურნალი აღარ იარსებებს. თუნდაც ის, რომ განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მატერიალურ ჟურნალს ეკისრება, საფუძველს გვაძლევს, რომ მასწავლებლებმა ზედმეტად არ იღელვონ, თუ ელექტრონულ ჟურნალში სემესტრული ნიშანი ჯერ კიდევ არაა სწორად გამოყვანილი, თუ დისტანციურში არ უჩანთ ყოველი დღე, რომელ დღესაც გაკვეთილი ჩაატარეს ან ნებისმიერი, მათი აზრით ხარვეზი, რამაც, შესაძლოა, მოსწავლეს ნიშანი გაუფუჭოს. მინდა, ყველას წარმატებები ვუსურვო, მაქსიმალური კომპეტენცია და უნარი, რაც მასწავლებლებს მოგვეთხოვება, დღეს, მითუმეტეს… რაც ჩვენი გასაკეთებელია, ან რაც უნდა გაგვეკეთებინა, ჩვენ გავაკეთოთ, სხვებზე არგადაბრალებას მივეჩვიოთ და მჯერა, ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია.

ამავე თემაზე:

როგორ (ვერ) მუშაობს უკვე სავალდებულო ელექტრონული ჟურნალი სკოლებში

ელექტრონული ჟურნალის წარმოებას სკოლები წელს დაიწყებენ, 2021-2022 სასწავლო წლისთვის კი სასკოლო ჟურნალი სულ გაუქმდება

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   202 all people including: 1 წევრი, 3 ანონიმური, 198 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • t-90
    • YandexBot(1)
    • Googlebot(1)