Jump to content
×
×
  • Create New...

საფლავის საშიში ხედი


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

დევიდ გუტენფელდერი აიოვის პაწაწინა ქალაქის განაპირა პაწაწინა ფერმაში გაიზარდა. მას გაშუქებული აქვს ისეთი მოვლენები, როგორებიცაა რუანდის გენოციდი თუ ერაყის ომი. მან Associated Press-ის – დასავლური მედიის პირველი ოფისის – გახსნას შეუწყო ხელი ჩრდილოეთ კორეაში.

%E1%83%99%E1%83%AF%E1%83%9C-1024x1017.jpNational Geographic-ის
ფოტოგრაფი
2011 წლიდან
ფოტო: კასანდრა გუტენფელდერი

როდესაც პანდემიამ იმძლავრა, ჩემს რედაქტორებს ვუთხარი, რომ ნებისმიერ ცხელ წერტილში წავიდოდი, სადაც საჭირო იქნებოდა. მათი ზოგადი პასუხი იყო: „დაოკდი, ძველებურად აღარაფერი იქნება“. აღარავინ აღარსად მიდიოდა. ასე რომ, უნდა მომეფიქრებინა, როგორ მომეთხრო ამბავი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. მალევე მივხვდი, რომ საკუთარ კარ-მიდამოში უნდა გავსულიყავი. შემოვლა დავიწყე, ვეძებდი, თუ რას წარმოადგენდა ახალი ვირუსი ქვეყნის „მიყრუებული“, ხშირად უგულებელყოფილი, ნაწილის მოსახლეობისთვის.

მუშაობის ყაიდის შეცვლაც მომიწია. დრონის გამოყენება დავიწყე. ხალხს გადავძახებდი: „გამარჯობათ, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თქვენს გადასაღებად, კორონავირუსის გამო სოციალური დისტანცირების მიზნით, ჩემი მფრინავი კამერა რომ გამოვიყენო?“. დრონი ფოტოების შორი მანძილიდან გადაღების შესაძლებლობას მაძლევდა, მაგრამ ის ასევე მიმძაფრებდა იმ დისტოპიურ, სიურრეალისტურ განწყობას, რომელთან გამკლავებასაც დღეს ყველანი ვცდილობთ.

 ფოტოების გადაღების შემდეგ ადამიანებს მანქანაზე, კიბის საფეხურსა თუ საფოსტო ყუთში ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას ვუტოვებდი. ვთავაზობდი, რომ დამკავშირებოდნენ, თუ უნდოდათ, მეტი ეთქვათ თავიანთ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე, მე კი ფოტოს გავუგზავნიდი. მიღებულმა პასუხებმა გული ამიჩუყა.

ერთ-ერთი სახლის წინა ეზოში ორი ადამიანი საუბრობდა, ერთი კიბის საფეხურებზე იჯდა, მეორე – სკამზე ორი მეტრის მოშორებით. ეს ჩვეულებრივ რამედ ჩანდა, მაგრამ მათი წერილებიდან გავიგე, ერთ-ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობდა; ისინი მთელი ცხოვრება ახლო მეგობრები იყვნენ და ახლა ორივეს ძალიან უჭირდა.  

 იმის გააზრებამ, რომ ფოტოგრაფიის წყალობით გარეთ გასვლა შემეძლო, მადლიერების გრძნობით აღმავსო – მიზანი მქონდა.

შემდეგ კი ჯორჯ ფლოიდი მოკლეს მინეაპოლისში, ჩემი სახლიდან 10 წუთის სავალზე. თავი ვალდებულად ჩავთვალე, საპროტესტო გამოსვლები აღმებეჭდა. ვფიქრობ, ყველაზე უკეთესი, დღეს რისი გაკეთებაც ძალგვიძს, ჩვენი საზოგადოებისთვის მუშაობა და მისი წევრობაა. – რეიჩელ ჰარტიგანისთვის მონათხრობი

მისი ამბავი

როგორ მიიყვანა პაპის დახმარებამ ფოტოგრაფიამდე  

ბავშვობაში დიდ დროს ვატარებდი ბებიასა და პაპასთან, რომლებიც მეზობელ ქალაქში ცხოვრობდნენ. პაპაჩემი სადაზღვევო აუდიტორი იყო და შტატის მანქანით შემოვლა უწევდა. იგი ფოტოებს უღებდა საევაკუაციო გასასვლელებსა და კვამლის დეტექტორებს. მან მომცა პოზიტივნეგატივის გადამღები პოლაროიდის ძველი ფოტოაპარატი, რომელიც აკორდეონს წააგავდა. მასთან ერთად ვიღებდი და მეგონა, რომ ეს იყო ფოტოგრაფია. 

პაპამ ფირის რამდენიმე დიდი ყუთიც გადმომცა, რომლებიც სახლში წამოვიღე. ფოტოების გადაღება დავიწყე.  

ერთი პერიოდი ფოტოებს ვუღებდი ყადაღადადებულ ფერმებს. მახსოვს, ერთ-ერთი ასეთი ფერმის საცხოვრებელ სახლში შევედი. ადამიანებს საოჯახო ფოტოები და ძველი, გაცვეთილი ავეჯი დაეტოვებინათ.იქაურობა ლამაზი და სევდიანი მეჩვენა. შემდეგ კარი შევაღე ოთახში, რომელშიც დახეული ბუმბულის ლეიბი ძველ ოთხბოძიან საწოლზე იდო. ფანჯარა ღია იყო და ბუმბული ოთახში დაფრინავდა და ტრიალებდა. ის ფოტო დღესაც მაქვს. – პიტერ გვინისთვის მონათხრობი

AP_041113014942-1.jpg

საფლავის საშიში ხედი

ნახე სრულად

The post დევიდ გუტენფელდერი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

პალესტინელთა ლიდერის, იასირ არაფატის გარდაცვალებას 2004 წელს მის მიმდევართა ყოვლისმომცველი მწუხარება მოჰყვა. Associated Press-მა მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე თორმეტამდე ფოტოგრაფი გაგზავნა მისი დაკრძალვის გადასაღებად. „მე იმ მოხეტიალე ბიჭებიდან ერთ-ერთი ვიყავი“, – ამბობს დევიდ გუტენფელდერი.   

ფოტოგრაფების უმეტესობამ ადგილები არაფატის გალავანშემორტყმული შტაბ-ბინის მიმდებარე სახურავებზე დაიკავა. თავად შენობასთან ათობით ათას ადამიანს მოეყარა თავი. როდესაც ჰორიზონტზე არაფატის კუბოს გადამტანი ვერტმფრენი გამოჩნდა, გუტენფელდერის თქმით, „მგლოვიარეები კედლებს მიაწყდნენ და მათზე გადაძრომა დაიწყეს. მეც იგივე მოვიმოქმედე“.

 ბრბოს კუბო ხელიდან ხელში გადაჰქონდა. გუტენფელდერმა ხალხის გროვაში მეტ-ნაკლებად ხელსაყრელი ადგილისკენ გაიკაფა გზა – საფლავის კიდის მახლობლად. ბრბოს წნეხის მიუხედავად, კადრის გადაღება მოახერხა.  

შემდეგ ბრბო აზვირთდა და გუტენფელდერს ვიღაცამ ხელი ჰკრა. მან იგრძნო, რომ ქვემოთ ვარდებოდა: „ზურგზე დავეცი. მის საფლავში აღმოვჩნდი“, – ამბობს იგი.  ხალხმა გუტენფელდერი სწრაფად ამოიყვანა. საფლავის კიდეზე დგომისას იგრძნო, რომ სწორედ აქ უნდა მდგარიყო. მისი თქმით, ფოტოგრაფის „საქმეა მთელი იმ ენერგიის, ქაოსისა და ემოციის აღბეჭდვა და ადამიანებისთვის იმ შეგრძნების მინიჭება, რომ შენთან ერთად არიან მოვლენების შუაგულში“.

MM9340_200411_001465-1.jpg

დევიდ გუტენფელდერი

ნახე სრულად

The post საფლავის საშიში ხედი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   292 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 292 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(2)
    • Facebookexternalhit(1)