Jump to content
×
×
  • Create New...

რომელი მუხლებით მსჯავრდებულ სტუდენტებს შეეცვლებათ პატიმრობა შინაპატიმრობით 2021 წლის ამნისტიის საფუძველზე – დოკუმენტი


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი, მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს. პროექტს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, მოგვიანებით კი, კენჭს უყრიან პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

ამნისტიის აქტი 80-მდე მუხლს შეეხება და 1500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება, მათ შორის არიან მსჯავრდებული სტუდენტები, რომელთა ნაწილსაც პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვლება.

კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კანონი არ გავრცელდება იმ პირებზე რომლებიც დანაშაულის ჩადენისას იყვნენ სტუდენტები და სტატუსი შეუჩერდათ.

„ეს კანონი არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მაგალითად, დანაშაულის ჩადენისას იყვნენ სტუდენტები და როდესაც მოხვდნენ საპატიმროში, შეუჩერდათ სტატუსი. საუბარია მათზე, ვინც უშუალოდ განაგრძობს სწავლას და ეს სტატუსი შეიძინა მსჯავრდების პერიოდში და პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამნისტია არ ვრცელდება იმ შეთხვევაში თუ იგი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში. ბუნებრივია, რომ კანონმა არ უნდა გააჩინოს არასწორი მოლოდინები, მანამდეც აღინიშნა, რომ არ შეიძლება ეს ინდულგენციასავით გაჟღერდეს, რომ ვინც გახდება სტუდენტი შემდეგ ის მოიპოვებს უფლებას გათავისუფლდეს რაიმე ტიპის დანაშაულისგან, ეს ასე არ იქნება“-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსჯავრდებული სტუდენტების შესახებ ჩანაწერი ამნისტიის შესახებ კანონის მე-9 მუხლში გვხვდება, სადაც განმარტებულია კონკრეტულად რა სახის დანაშაულის ჩამდენ პირს ეხება აღნიშნული აქტი:

მუხლი 9 1. სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვალოს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, რომელიც სასჯელის მოხდის პარალელურად „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოპოვებული აქვს სტუდენტის სტატუსი (სტატუსი არ აქვს შეჩერებული) და პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ), XXVI (დანაშაულის სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ), XXVII (დანაშაული ფულადსაკრედიტო სისტემაში), XXVIII (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში), XXXIII (ნარკოტიკული დანაშაული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას) თავებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ პირი მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ან სტუდენტის სტატუსს მოიპოვებს აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ.

3. მსჯავრდებულს, რომელსაც ამ მუხლის საფუძველზე სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა შინაპატიმრობით, სასჯელის მოხდის წესსა და პირობებს ინდივიდუალური შეფასებისა და ინდივიდუალური საჭიროების საფუძველზე განუსაზღვრავს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო.

4. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირს ამ კანონის საფუძველზე უმცირდება დანიშნული სასჯელი, მაშინ მას შინაპატიმრობით შეეცვლება სასჯელის ის ნაწილი, რაც მოსახდელად დარჩება ამ კანონის საფუძველზე სასჯელის შემცირების შედეგად.

2021 წლის ამნისტიის შესახებ კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, მისი აღსრულება კი ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   168 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 167 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(3)