Jump to content
×
×
  • Create New...

ტარტალეტები ბროკოლით და შაშხით


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

შემადგენლობა:

  • 100 გრ ფქვილი
  • 1/2 ჩ.კ მარილი
  • 100 გ ცივი კარაქი
  • 100 გ უცხიმო ხაჭო
  • 300 გ ბროკოლი
  • 2 ს.კ ზეთი
  • 60 გ მოხარშული შაშხი
  • 100 გ ნაღები
  • 1 მწიკვი გახეხილი ჯავზი
  • პილპილი
  • 30 გ გახეხილი ყველი
  • ფქვილი-სამუშაოდ
  • ცხიმი- ფორმისთვის

მომზადება:

1.    ფორმებს წაუსვით ცხიმი. ფქვილის, მარილის, კარაქისა და ხაჭოსგან მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ამოჭერით 4 წრე, ჩააკარით ფორმებში და ცოტა ხნით შედგით მაცივარში.

2.    გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ბროკოლი გარეცხეთ, მოაჭერით უხეში ღეროები და დაშალეთ პატარა კონებად. ბროკოლის ღეროები წვრილად დაჭერით და ბროკოლის კონებთან ერთად ზეთში მოშუშეთ. გრძლად დაჭერით შაშხი.

3.      ათქვიფეთ ნაღები. შეურიეთ კვერცხი. დაუმატეთ ცოტა მარილი, ჯავზი, პილპილი და გახეხილი ყველი.

4.      ბროკოლი და შაშხი გაანაწილეთ  ცომზე, მოასხით კვერცხიანი ნაღები და აცხვეთ 20-25 წთ.

 

 

 

 

 

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share