Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

მართალია რომ თუ ორსულობის პერიოდში ვეგანიზმს აპრაქტიკებ, ბავშვი ავტომატურად ვეგგანი იბადება?

Share on other sites
  • ფორუმელი
On 1/11/2021 at 3:01 AM, Harry Potter said:

უკვე წელიწადი და თვეა რაც ვეგანი გავხდი.

ადრეც მინდოდა, ვცადე რამდენჯერმე, მარა მთელი საძმაკაცო ხორცებს მაყრიდა სახეზე და ერთი კვირა გავქაჩე მარტო. ჰოდა, ეს ბოლო ერთი წელია ცხოველურ პროდუქტს არ გავკარებივარ. 

გარდა იმისა, რომ მორალურად არ მიმაჩნდა სწორად ცოცხალი არსებების ჭამა და ძაან მეცოდებოდნენ, დიდი გავლენა იქონია ჯანმრთელობის თემამაც.

 

მაგალითად, ნეტფლიქსზე ვნახე ფილმი: What the health, რომელშიც მოთხრობილია დიაბეტის ეპიდემისს შესახებ და გარდა ამისა ნაჩვენებია, როგორ თანამშრომლობს აშშ-ს დიაბეტის საზოგადოება ტაისონთან და სხვა ხორცმწარმოებლებთან. ასევე ვნახე ფილმი Eating Animals და შოკში ჩავვარდი, თუ რა დონეზე არის ცხოველთა ფერმერობის ინდუსტრია გათავხედებული და რას აკეთებენ. მაგალითად, ქათამს რ იყიდი და ზრდასრული ქათამი გგონია, სინამდვილეში სტეროიდებით გაზრდილი წიწილებია. აღარაფეს ვიტყვი ანტიბიოტიკებით გაჭყეპვასა და პანდემიების საშიშროებებზე. ეს პანდემიაც ცხოველური ბაზარიდან დაიწყო. მართალია, ღამურებს და პანგოლინებს აბრალებენ, მაგრამ მთელი სამეცნიერო საზოგადოება თანხმდება, რომ შემდეგ პანდემია ინდუსტრიალიზებული მასობრივი წარმოების ფერმებიდან წამოვა. როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. თუნდაც ე.წ. ესპანური გრიპი, რომელიც ამერკაში დაიწყო ქათმების ფერმაში.

 

რაც შეეხება პირად გამოცდილებას, ერთი წელია წნევა არ მქონია, როცა მანამდე მტანჯავდა, თან 30+ ასაკში. შესაბამის მინერალებს ვიღებ საკვებით, მაგალითად, მცენარეული რძე, რომელსაც რკინითაც აძლიერებენ და საჭირო ბ ვიტამინებითაც, კალციუმითაც და დ ვიტამინებითაც. დილას სირიალს ვჭამ ხოლმე და ეგაა, დღიური დოზა მიღებული მაქვს ყველა მინერალის. სადილზე დეაქტივირებულ საფუარს ვაყრი ხოლმე საჭმელს, ბ ვიტამინების და რკინის მისაღებად.

 

ჰოდა, თუ ვინმეს აპირებთ გავეგანებს, გოუ ვეგან! :დ  

ჯერ არ ვეძახი ჩემ თავს ვეგანს, მარა ვცდილობ :nako:

Share on other sites

@Mulan გოგო ნინო ვეგანია თუ ვეგეტარიანელი?

 

ვეგეტარიანელობისკენ ვისწრაფი აშკარად, ბუნებრივად, დროს ამბავი მგონია უკვე.

Share on other sites
  • ფორუმელი
14 საათის წინ, Windmühle said:

გოგო ნინო ვეგანია თუ ვეგეტარიანელი?

რას გაიგებ! 

მგონი უფრო ვეგეტარიანელი

აღარ შეგვიძლია ამდენი ფალაფელის და სხუანაირი ცილის ჭამა :mulan:

 

14 საათის წინ, Windmühle said:

ვეგეტარიანელობისკენ ვისწრაფი აშკარად, ბუნებრივად, დროს ამბავი მგონია უკვე.

მე ამ საწყისებს წლებია ხელოვნურად ვებრძვი. კანს ჭირდება ცილა! როგორც ჩანს ჩემ სისხლსაც  ჭირდება რკინა, მერამდენედ უნდა მიმანიშნოს ამიტომ მე ვეგეტარიანელობას არ ვაპირებ! 

be/do/have

Share on other sites

@Mulan მე ტოფუ მიყვარს უსასტიკესად. გერმანიაში გაგდებული მქონდა, აქ კიდევ ის რომ ვჭამო რაც მე მინდა მუდმივად, მომიწევს თირკმელი გავყიდო, რა უბედურებაა :(

გერმანიაში ჩამაგდო ეხლა 48 სთ-ით მეტი არ მინდა არაფერი. უცებ ჩამოვზიდავდი ყველაფერს. 

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა