ფორუმელი Moor Posted 10 იანვარი, 2021 Posted 10 იანვარი, 2021 საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზარდა. უწყების ცნობით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 20 ლარით – 220 ლარიდან 240 ლარამდე გაიზარდა, 70-დან ზემოთ ასაკის პენსიონერბს კი – 25 ლარი დაემატათათ 250 ლარიდან 275 ლარს მიიღებენ. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მომატებულ პენსიაზე კიდევ 20%-იან დანამატს მიიღებენ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები. შესაბამისად, 2021 წლიდან, აქ მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერები 288 ლარს, 70-დან ზემოთ ასაკის პენსიონერები კი – 330 ლარს მიიღებენ. ამასთან, ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის მექანიზმიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება. 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2.6 მლრდ ლარია გათვალისწინებული. ასევე წაიკითხეთ: პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა პრემიერ-მინისტრმა 2019 წელი შეაჯამა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა