Jump to content
×
×
  • Create New...

2021 წლიდან ასაკობრივი პენსია გაიზარდა


Recommended Posts

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზარდა.

უწყების ცნობით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 20 ლარით – 220 ლარიდან 240 ლარამდე გაიზარდა, 70-დან ზემოთ ასაკის პენსიონერბს კი – 25 ლარი დაემატათათ 250 ლარიდან 275 ლარს მიიღებენ.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მომატებულ პენსიაზე კიდევ 20%-იან დანამატს მიიღებენ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები. შესაბამისად, 2021 წლიდან, აქ მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერები 288 ლარს, 70-დან ზემოთ ასაკის პენსიონერები კი – 330 ლარს მიიღებენ.

ამასთან, ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის მექანიზმიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება.

2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2.6 მლრდ ლარია გათვალისწინებული.

ასევე წაიკითხეთ:

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share