Jump to content
×
×
  • Create New...

ბელა ჩეკურიშვილი – ალუბლის კერკი და სხვა ლექსები


Moor
 Share

Recommended Posts

http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/01/bela-chikurishvili234.jpg

Unlocked

ჰელენე ჰაბოტ ბაუტისტას ლითოგრაფიები

ჩარაზული კარი და კლიტე

კიბის ჩრდილები

ლითოგრაფიებზე, ონლაინ

ვუყურებ:

ბოლოს ყველა კარი იღება.

 

როცა მაჩვენებ დახურულს

და ყრუს და დაგმანულს,

გჯერა (მაჯერებ),

გაიხსნება, უნდა მხოლოდ დავაკაკუნო,

ხელი ვკრა, განზე გადავწიო

რაზა, ურდული

სულ ერთია, რა არის იქით, რა მელოდება,

თუ ღიაა, სინათლეც მოჩქეფს –

გჯერა (მაჯერებ)

და შუქს გაშლილ ფრთებივით მიფენ

ზღურბლზე,

და აი: ჩრდილები ქრება,

ჩემს წინ ფრინველის

და გახსნილი კარების ფრთები

ირხევა,

მრჩება მხოლოდ გასვლა, ერთი აქნევა…

 

კლიტე აღარ ჩანს

კლიტე თავის რიგს ელოდება:

იქნება, ეჭვი შემეპაროს,

კარს ხელი ვკრა და

მომდევნო ლითოგრაფიისკენ გადავინაცვლო.

 

ხმები

მეგობრები დაცარიელდნენ,

სადგურში შესული მატარებლის ვაგონებივით

და მსუბუქად მიიკვლევენ ვიწრო გვირაბებს.

 

ქალაქში კი ჩიტები გაქრნენ.

 

ამბობენ, რომ ტურისტების სიჭარბეა

ყველაფრის თავი,

მობილური ინტერნეტის სიმძლავრე

და სასუქებში ქიმური დანამატები,

თორემ რაღა დროს ქვასროლია ბიჭები და შურდულებია?

 

აყურადებ,

ყველა ხმა ჩაკვდა,

მხოლოდ მატარებლის კივილი აღწევს,

შეუჩერებლად გზას რომ მიჰყვება,

დღეს დილიდან კი – წყლის შხუილიც,

რადგან სარდაფში მილი გასკდა,

და მალე მას სულმთლად დატბორავს,

ამოახრჩობს,

ძველი დღეების სულებთან ერთად,

იქ ჩატანილ ნივთებში ჯერაც რომ ბინადრობენ.

 

ლუბლის კერკი

ალბათ ზამთარი იქნებოდა,

ალუბლის კერკი რადგან ვახსენე,

ღუმელის სითბო და თხილი,

თხილი მუდამ იყო თამაშში

და შეკრულ მუჭებში

ლუწად თუ კენტად დამალული,

ჩემი ყველა ამბავი ხომ ამით მთავრდება,

მივადგები ისევ იმ დღეებს

და გამოკეტილ ჭიშკარს შევზმუვლებ,

სადაც ქალები

ნაცრისფერი, ხამი ტილოსგან

წვრილ-წვრილ პარკუჭებს კერავდნენ ჩვენთვის:

ნუშის,

ნიგვზის,

ჩირიჩურების…

თამაში კი ყველას ბავშვობაში ერთნაირია,

მოგებას და წაგებას იქ არავინ გითვლის,

ალუბლის კერკს მაინც მოგცემენ,

შენ კი კურკების გაგიკვირდა,

რომ ვახერხებდით და არ ვყლაპავდით

და ენის ქვეშ სათითაოდ ვიგროვებდით.

ესეც იმ ზამთრების გასართობი იყო,

ვიდრე ყველაფერს ეროტიული ფანტაზიები ჩაანაცვლებდა,

ვიდრე, ერთხელაც, მესინჯერში ლაყბობისას

ამას მოგწერდი და წვრილმანებზე ვიხალისებდით.

 

ეს იყო

ეს იყო დიდი მარტოობა

უცხო ქვეყნის უცხო ქალაქში

სიარული ეულად და ხელისცეცებით

სადაც საგნები სამჯერ უფრო დიდები მოჩანს

ჩიტის ფრთები ხიდის თაღები

პირმოკუმულნი აღმართულან სახლები შენს წინ

დახუჭული თვალებით თითქოს

არაფერი გააჩნდეთ უკვე გასაცემი ან გასამხელი

მხოლოდ ხეები აფენენ ჩრდილებს

და თანაგრძნობით მიგაცილებენ

გაურკვევლობის მომწარო სუნში

ტროტუარებზე არ ჭაჭანებს ერთი სულდგმულიც

რომ გითხრას მოდი ჩამოვსხდეთ და

გადავხედოთ დღეებს შორიდან

ნუ იფიქრებ საით აქვთ გეზი შენგან წასულ ადამიანებს

შენც ხომ აი აქ ჩამოჰყევი გზას და საკუთარ თავს დაატარებ

პილიგრიმივით უცხო მიწის შეცნობის ჟინით

როცა არსად არ მიგელიან

და წყალი მაინც შუა იყოფა რომ გაიარო

მერე იხსენებ რომ ფერები თანდათან გაქრა

და შემოგრჩა მხოლოდ ქვაზე ამოკაწრული ნახატები და სახელები

და მეც – იმ ქვაში

როგორც სურვილი

რომელიც ბოლოს ისე დამძიმდა

ჩანთიანად სადღაც დატოვე

 

სირენების ქვითინი

(ია ქვაჩახიას)

საგანგაშო სირენის ხმა არასოდეს გამიგონია
მის მოსასმენად
ინტერნეტის საძიებო სისტემაში ჩავწერე სიტყვა
და დოკუმენტურ ფილმებს ჩავყევი
ემოცია მჭირდებოდა
ერთი ლექსისთვის
გერმანული ენიდან რომ ვაქართულებდი
გვიან ღამით
სირენები აკივლდნენო
ომის ამბებზე დაწერილი წიგნებიდან ვიხსენებ
თუმცა
მგონი ყმუილს უფრო ჩამოჰგავს ქვითინს
ან ღნავილს
შიშზე ბევრია ალბათ როცა ეს ხმა ჩაგესმის
ხვდები იქიდან უნდა გაიქცე თვალს მიეფარო გადაიკარგო
ვუსმენ
მაინც რჩევა მჭირდება
ვერ გადავწყვიტე რომელი სიტყვა შევუსაბამო
საბედნიეროდ
ეს ხმა არასდროს თავს არ დამსხმია
და ვწერ მეგობარს (სოციალურ ქსელში ჯერაც მწვანედ ანათებს)
მოუსმინოს ერთ ვიდეოჩანაწერს
და გამოთქმა შემომაშველოს
ის კი დუმს
ალბათ შევაშინე
გვიანია საამისო დრო მართლაც არ არის
ბელა
მწერს ბოლოს
სოხუმიდან ვარ
ქალაქი ბოლო დღესღა დავტოვე
სწორედ ეს ხმა დამკიოდა სარდაფში
სადაც დაბობმვისას ვიყუჟებოდით
ეს ხმა
არ არის გაფრთხილება
რომ ცუდი მოდის,
ეს მოსული სიკვდილის ხმაა
როცა ყოველი სულიერი დუმდება და
სახლები იწყებენ ქვითინს კედლებით ქვებით

 

ფერისცვალება

სასაფლაოზე მივდივართ

ამ დღეს

ამ ქვეყნად მყოფნი,

ამ დროის და ჟამის მუშაკებს

არ გვავიწყდება:

თაბორის მთა მზისებრ გაბრწყინდა,

რომ მზემაც საქმე მოილია,

ხილი დამწიფდა

და შუქჩამდგარი თვალით ბრიალებს.

და გვახსენდება, ვინც გვიყვარდა, მაგრამ აქეთ ვეღარ ხედავენ,

ამიტომაც მივიჩქარით მათ საფლავებზე,

რომ მივახაროთ,

როგორ ჩადგა მზის სხივები ყურძნის მტევანში,

ცეცხლად აალდა

და ციალით როგორ გვიყვება,

რომ გაბრწყინდა მაცხოვარი თაბორის მთაზე.

შენც, ჩემო მამავ,

ამის ნიშნად გქონდეს საფლავზე მტევანი და სიმინდის ტარო,

არც აქეთ გვაქვს მეტი სინათლე,

იმ ცოდნის გარდა,

რომ ყოველ წელს მწიფდება ხილი,

და მისი წილი ბადაგის სიტკბო

გვყოფნის ჩვენც და თაბორის მთასაც.

© არილი

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/01/bela-chikurishvili234.jpg

Unlocked

ჰელენე ჰაბოტ ბაუტისტას ლითოგრაფიები

ჩარაზული კარი და კლიტე

კიბის ჩრდილები

ლითოგრაფიებზე, ონლაინ

ვუყურებ:

ბოლოს ყველა კარი იღება.

 

როცა მაჩვენებ დახურულს

და ყრუს და დაგმანულს,

გჯერა (მაჯერებ),

გაიხსნება, უნდა მხოლოდ დავაკაკუნო,

ხელი ვკრა, განზე გადავწიო

რაზა, ურდული

სულ ერთია, რა არის იქით, რა მელოდება,

თუ ღიაა, სინათლეც მოჩქეფს –

გჯერა (მაჯერებ)

და შუქს გაშლილ ფრთებივით მიფენ

ზღურბლზე,

და აი: ჩრდილები ქრება,

ჩემს წინ ფრინველის

და გახსნილი კარების ფრთები

ირხევა,

მრჩება მხოლოდ გასვლა, ერთი აქნევა…

 

კლიტე აღარ ჩანს

კლიტე თავის რიგს ელოდება:

იქნება, ეჭვი შემეპაროს,

კარს ხელი ვკრა და

მომდევნო ლითოგრაფიისკენ გადავინაცვლო.

 

ხმები

მეგობრები დაცარიელდნენ,

სადგურში შესული მატარებლის ვაგონებივით

და მსუბუქად მიიკვლევენ ვიწრო გვირაბებს.

 

ქალაქში კი ჩიტები გაქრნენ.

 

ამბობენ, რომ ტურისტების სიჭარბეა

ყველაფრის თავი,

მობილური ინტერნეტის სიმძლავრე

და სასუქებში ქიმური დანამატები,

თორემ რაღა დროს ქვასროლია ბიჭები და შურდულებია?

 

აყურადებ,

ყველა ხმა ჩაკვდა,

მხოლოდ მატარებლის კივილი აღწევს,

შეუჩერებლად გზას რომ მიჰყვება,

დღეს დილიდან კი – წყლის შხუილიც,

რადგან სარდაფში მილი გასკდა,

და მალე მას სულმთლად დატბორავს,

ამოახრჩობს,

ძველი დღეების სულებთან ერთად,

იქ ჩატანილ ნივთებში ჯერაც რომ ბინადრობენ.

 

ლუბლის კერკი

ალბათ ზამთარი იქნებოდა,

ალუბლის კერკი რადგან ვახსენე,

ღუმელის სითბო და თხილი,

თხილი მუდამ იყო თამაშში

და შეკრულ მუჭებში

ლუწად თუ კენტად დამალული,

ჩემი ყველა ამბავი ხომ ამით მთავრდება,

მივადგები ისევ იმ დღეებს

და გამოკეტილ ჭიშკარს შევზმუვლებ,

სადაც ქალები

ნაცრისფერი, ხამი ტილოსგან

წვრილ-წვრილ პარკუჭებს კერავდნენ ჩვენთვის:

ნუშის,

ნიგვზის,

ჩირიჩურების…

თამაში კი ყველას ბავშვობაში ერთნაირია,

მოგებას და წაგებას იქ არავინ გითვლის,

ალუბლის კერკს მაინც მოგცემენ,

შენ კი კურკების გაგიკვირდა,

რომ ვახერხებდით და არ ვყლაპავდით

და ენის ქვეშ სათითაოდ ვიგროვებდით.

ესეც იმ ზამთრების გასართობი იყო,

ვიდრე ყველაფერს ეროტიული ფანტაზიები ჩაანაცვლებდა,

ვიდრე, ერთხელაც, მესინჯერში ლაყბობისას

ამას მოგწერდი და წვრილმანებზე ვიხალისებდით.

 

ეს იყო

ეს იყო დიდი მარტოობა

უცხო ქვეყნის უცხო ქალაქში

სიარული ეულად და ხელისცეცებით

სადაც საგნები სამჯერ უფრო დიდები მოჩანს

ჩიტის ფრთები ხიდის თაღები

პირმოკუმულნი აღმართულან სახლები შენს წინ

დახუჭული თვალებით თითქოს

არაფერი გააჩნდეთ უკვე გასაცემი ან გასამხელი

მხოლოდ ხეები აფენენ ჩრდილებს

და თანაგრძნობით მიგაცილებენ

გაურკვევლობის მომწარო სუნში

ტროტუარებზე არ ჭაჭანებს ერთი სულდგმულიც

რომ გითხრას მოდი ჩამოვსხდეთ და

გადავხედოთ დღეებს შორიდან

ნუ იფიქრებ საით აქვთ გეზი შენგან წასულ ადამიანებს

შენც ხომ აი აქ ჩამოჰყევი გზას და საკუთარ თავს დაატარებ

პილიგრიმივით უცხო მიწის შეცნობის ჟინით

როცა არსად არ მიგელიან

და წყალი მაინც შუა იყოფა რომ გაიარო

მერე იხსენებ რომ ფერები თანდათან გაქრა

და შემოგრჩა მხოლოდ ქვაზე ამოკაწრული ნახატები და სახელები

და მეც – იმ ქვაში

როგორც სურვილი

რომელიც ბოლოს ისე დამძიმდა

ჩანთიანად სადღაც დატოვე

 

სირენების ქვითინი

(ია ქვაჩახიას)

საგანგაშო სირენის ხმა არასოდეს გამიგონია
მის მოსასმენად
ინტერნეტის საძიებო სისტემაში ჩავწერე სიტყვა
და დოკუმენტურ ფილმებს ჩავყევი
ემოცია მჭირდებოდა
ერთი ლექსისთვის
გერმანული ენიდან რომ ვაქართულებდი
გვიან ღამით
სირენები აკივლდნენო
ომის ამბებზე დაწერილი წიგნებიდან ვიხსენებ
თუმცა
მგონი ყმუილს უფრო ჩამოჰგავს ქვითინს
ან ღნავილს
შიშზე ბევრია ალბათ როცა ეს ხმა ჩაგესმის
ხვდები იქიდან უნდა გაიქცე თვალს მიეფარო გადაიკარგო
ვუსმენ
მაინც რჩევა მჭირდება
ვერ გადავწყვიტე რომელი სიტყვა შევუსაბამო
საბედნიეროდ
ეს ხმა არასდროს თავს არ დამსხმია
და ვწერ მეგობარს (სოციალურ ქსელში ჯერაც მწვანედ ანათებს)
მოუსმინოს ერთ ვიდეოჩანაწერს
და გამოთქმა შემომაშველოს
ის კი დუმს
ალბათ შევაშინე
გვიანია საამისო დრო მართლაც არ არის
ბელა
მწერს ბოლოს
სოხუმიდან ვარ
ქალაქი ბოლო დღესღა დავტოვე
სწორედ ეს ხმა დამკიოდა სარდაფში
სადაც დაბობმვისას ვიყუჟებოდით
ეს ხმა
არ არის გაფრთხილება
რომ ცუდი მოდის,
ეს მოსული სიკვდილის ხმაა
როცა ყოველი სულიერი დუმდება და
სახლები იწყებენ ქვითინს კედლებით ქვებით

 

ფერისცვალება

სასაფლაოზე მივდივართ

ამ დღეს

ამ ქვეყნად მყოფნი,

ამ დროის და ჟამის მუშაკებს

არ გვავიწყდება:

თაბორის მთა მზისებრ გაბრწყინდა,

რომ მზემაც საქმე მოილია,

ხილი დამწიფდა

და შუქჩამდგარი თვალით ბრიალებს.

და გვახსენდება, ვინც გვიყვარდა, მაგრამ აქეთ ვეღარ ხედავენ,

ამიტომაც მივიჩქარით მათ საფლავებზე,

რომ მივახაროთ,

როგორ ჩადგა მზის სხივები ყურძნის მტევანში,

ცეცხლად აალდა

და ციალით როგორ გვიყვება,

რომ გაბრწყინდა მაცხოვარი თაბორის მთაზე.

შენც, ჩემო მამავ,

ამის ნიშნად გქონდეს საფლავზე მტევანი და სიმინდის ტარო,

არც აქეთ გვაქვს მეტი სინათლე,

იმ ცოდნის გარდა,

რომ ყოველ წელს მწიფდება ხილი,

და მისი წილი ბადაგის სიტკბო

გვყოფნის ჩვენც და თაბორის მთასაც.

© არილი

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share