ფორუმელი Lollygag Posted 9 იანვარი, 2021 Posted 9 იანვარი, 2021 Quote 2019წელს ევროზონის 19 ქვეყნის ცენტრალურმა ბანკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტათ 500 ევროიანი ბანკნოტების გამოცემა. რის შედეგად მოხდა ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც აღნიშნული კუპიურების მიმოქცევიდან ამოღებას 2016 წლიდან ითხოვდა, არალეგალურ ფინანსურ ოპერაციებში მისი ხშირი გამოყენების გამო. პირველ რიგში, ის გამოიყენებოდა ყველა სახის კრიმინალური ანგარიშსწორებისას, მათ შორის ნარკოვაჭრობისა და იარაღის კონტრაბანდის დროს, ასევე ტერორიზმის დაფინანსებისთვის. მეორეს მხრივ კი, ლეგალური ბიზნესისთვის ეს კუპიურები უკვე დიდი ხანია შეზღუდულია ელექტრონული გადახდების გამო. სულ უფრო მეტი ევროპული მაღაზია, სასტუმრო, ავტოსერვისი და სხვადასხვა ბიზნესი უარს ამბობს 500 და 200 ევროიანი კუპიურების მიღებაზე, სწორედ მათი ხშირი გაყალბების გამო. უახლოესი წლების განმავლობაში ეს კუპიურები მიმოქცევაში დარჩება ლეგალურად და ბანკები მათ მიიღებენ, თუმცა ამ გზით მოხდება მათი ამოღება მიმოქცევიდან. ევროპის ცენტრლაური ბანკის ინფორმაციით, ამ დროისთვის 521 მილიონი ერთეული 500 ევროიანი კუპიურაა მიმოქცევაში და მათი ჯამური ღირებულება 260,5 მილიარდი ევროა. საერთო ჯამში, 500 ევროიანი ბანკნოტები მთლიანად ევროს ბანკნოტების 2,4%-ს შეადგენს და მათზე მოდის მსოფლიოში არსებული ევროს კუპიურების ღირებულების 20%. მათი ბოლო მოდიფიცირება მოხდა 2014 წელს. პირველად კი ბანკნოტი 2002 წელს გამოჩნდა. 2019წლიდან ევროს ყველაზე მსხვილი კუპიურა 200 ევროა, რომლის სარგებლიანობაც ასევე ეჭვქვეშ დგას ევროზონაში. იყო დრო ხელფასს ევროში ვიღებდი, 2019წლის ზაფხულშიც ბევრი 50ევროიანი დამიგროვდა, ბანკში მათ 100 ან 200 ევროიანებზე გადასაცვლელად ჩავედი და ოპერატორმა 500-ებიც გვაქვს და ხომ არ გინდაო. მეც არ მიყვარს ბევრი ქაღალდები და სიამოვნებით დავთანხმდი გადაცვლას. მერე მუთაქაშიც ჩავტენე და მთელი 2020 წელი მშვიდად ვიყავი. ახლახანს, რაღაც ევროპულ სერიალს ვუყურებდი და იქ ახსნეს 500ევროიანი რად გინდა, კრიმინალი ხომ არ ხარო. მეც ჩემი ევროები გამახსენდა, დავგუგლე ინფო 500ევროზე, ,,კრიმინალური" რატომ არის, გავიგე რომ ბენლადენის საყვარელი ბანკნოტიც ყოფილა... მოკლედ, ზემოთ ციტირებული ამბები ამომიგდო. კიდევ ერთხელ ყველა ბანკნოტა გადავამოწმე, ვაიდა ყალბი არ ყოფილიყო. თითქოს არცერთია ყალბი. მაგრამ ქართულენოვან სივრცეებში რაც დავგუგლე, ძირითადად ინფო იმაზეა, რომ 2019წელს ბევრი ყალბი 500ევროიანი გამოჩნდა და ხალხიც დააკავეს. მეც გული შემიღონდა და თემას ვხსნი. გულ შეღონებულზე, ვზივარ და ვფიქრობ რა ვქნა. ხვალე, ჩავიდე თიბისიში ან საქბანკში და ისევ წვრილ ბანკნოტებად დახურდავება ვთხოვო. მაგრამ ვაიდა ყალბი აღმოჩნდეს... საქბანკში კი მაქვს გადაცვლილი, მაგრამ იქნებ იქაც შემომტენეს?მაშინაც გადავამოწმე დამცავ ნიშნებზე, მაგრამ რავიცი, მაინც დიდი კუპიურაა თუ დავიკიდო და დავტოვო მუთაქაში. მაგრამ რომ დავტოვო, როდემდე? საერთოდ რომ აღარ მიიღონ ბანკებმა, ამ ჩემი რამდენიმე წლის ნაწვალები თანხა ,,გამიკუპონდეს", მერე რა ვნქა? ვთქვა რომ ცხოვრებაში ფული არ არის მთავარი და ბედნიერად გავაგრძოლო ცხოვრება თუ დიდ სინანულს მივეცე... მოკლედ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი 500ევროიანზე და რამე რჩევასაც თუ მომცემთ ბედნიერი დავრჩები. Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 9 იანვარი, 2021 Posted 9 იანვარი, 2021 დუბაიში ახურდავებენ ბესპრაბლემ. ესლიჩტო. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Lollygag Posted 10 იანვარი, 2021 Author Posted 10 იანვარი, 2021 14 საათის წინ, ChariotGod said: დუბაიში ახურდავებენ ბესპრაბლემ. ესლიჩტო. არ გამომადგება, თბილისში ვცხოვრობ. @marguerite ხომ არ იცი, რამე შეზრუდვა ხომ არ არის ბანკებში 500ევროიანზე? ან თუ იყო შესაძლებელი, რომ საქბანკში ყალბი კუპიურა მოეცათ? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 10 იანვარი, 2021 Posted 10 იანვარი, 2021 @Darkness 11 minutes წინ, Darkness said: ხომ არ იცი, რამე შეზრუდვა ხომ არ არის ბანკებში 500ევროიანზე? კონკრეტულად რა შეზუდვაზეა საუბარი? თუ ჩასარიცხ აპარატზე შეტანაზეა საუბარი, ბარათით გაივლი იდენტიფიკაციას და ისე შეიტან 11 minutes წინ, Darkness said: ან თუ იყო შესაძლებელი, რომ საქბანკში ყალბი კუპიურა მოეცათ? დიდი ალბათობით არ. ამის შესამოწმებეი სპეციალური აპარატი არის, რითიც მოწმდება ყველა კუპიურა და შესაბამისად ალბათ ამის უმცირესი შანსია. თუ რამეზე ეჭვობ, გადაამოწმე და თუ ხარვეზი აღმოჩნდა კამერების გადახვევა მოითხოვე კონკრეტული ფილიალის, სადაც აღნიშნული კუპირა მოგცეს. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Lollygag Posted 10 იანვარი, 2021 Author Posted 10 იანვარი, 2021 1 minute წინ, marguerite said: კონკრეტულად რა შეზუდვაზეა საუბარი? თუ ჩასარიცხ აპარატზე შეტანაზეა საუბარი, ბარათით გაივლი იდენტიფიკაციას და ისე შეიტან დიდი კუპიურაა და ევროპის ბევრ ადგილას აღარ იღებენ, ხშირად გაყალბების გამო. ბეჭდვიდანაც ამოუღია 2019წელს, ნელ-ნელა ბრუნვიდან ამოღებაც იგეგმება. ჰოდა, ჩვენთან ბრუნვაშია ისევ, ეგ მაინტერესებს. ჩასარიცხი აპარატით არ მიცდია, მეშინია არ ჩამიყლაპოს Quote თუ რამეზე ეჭვობ, გადაამოწმე და თუ ხარვეზი აღმოჩნდა კამერების გადახვევა მოითხოვე კონკრეტული ფილიალის, სადაც აღნიშნული კუპირა მოგცეს. 2019წლის ზაფხულში გადავცვალე და მას შემდეგ მიდევს, ფილიალი კი ვიცი რომელიც იყო, მაგრამ ამდენიხნის კამერის ჩანაწერები მეეჭვება ჰქონდეთ. როცა გადავცვალე, მაშინაც შევამოწმე, ახლაც -ყველა დამცავ ნიშანს/პირობას აკმაყოფილებს. მაგრამ 2019-ში ბევრი ყალბი 500ევროიანი შემოუტანიათ და ყველაზე ცუდი ვარიანტის დაშვებით დავიწყე. უცებ რომ მივიდე ბანკში და მაჯახონ ყალბიაო ან აღარ არის ვალიდურიო, წნევა რომ არ ამივარდეს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 10 იანვარი, 2021 Posted 10 იანვარი, 2021 @Darkness ყველაზე სანდო არის ბანკი, ამ მხრივ. მე არასდროს მიდევს ქეში და მსგავსი შიში არ ვიცი. ისე 500 ევროიანი ახლაც პრობლემურია და ზოგადად ევროები ბევრ ბანკში არ არის ხოლმე(უფრპო სერვის ცენტრებში და საღამოს საათებში) რომ არ ინერვიულო, მიიტანე და გადაამოწმბინე. ზოგადადაც უმჯობესია თანხა ანგარიშზე გედოს. სახლში დებას ჯობს. წლების წინ 100$ მქონდა ჯიბეში და დედამ გამირეცხა, რაც მოხდა მიხვდით, ალბათ (ბანკმა მიიღო მხოლოდ გადასაცვლელად) ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 10 იანვარი, 2021 Posted 10 იანვარი, 2021 @Darkness ბანკში უპრობლემოდ გადაგიცვლიან. 5 minutes წინ, marguerite said: ზოგადადაც უმჯობესია თანხა ანგარიშზე გედოს. სახლში დებას ჯობს. ქეში არის ყოველთვის საჭირო. 2008 წელს მაგალითად ბანკებს ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნათ და ცოტა რო გაგრძელებულიყო არანაირი ჰაზრი არ ექნებოდა მის ქონას. I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 10 იანვარი, 2021 Posted 10 იანვარი, 2021 @t-90 შესაძლოა ქეში სხვა რამით ჩაანაცვლო. თუმცა, თუ საუბარია, ორივენაირად უნდა გქონდეს,ქეშიც და ანგარიშზეც. პირადად მე ქეშად მაქსიმუმ ხუთ ლარამდე მაქვს ხოლმე, კორონას დროს კი ფაქტობრივად გავაქრე ნაღლი ფული მოხმარებიდან. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა